ზ ე ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი

 

სულიერი ცოდნის მიღება, არის შედეგი იმისა, რასაც ასწავლი.  სული წმინდა ერთობის სულია. იქ სადაც დრო არსებობს გაცემა პირველადია და მას მოსდევს მიღება, მგრამ დროის მიღმა ეს ერთდროული პროცესია. როდესაც ხვდები, რომ გაცემა და მიღება ერთიდაიგივეა, დროის აუცილებლობა აღარ არსებობს.

მუდმივობა ერთადერთი არსებული დროა და შენ ხარ – ყოველთვის.

გვიყვარდეს ნიშნავს – ღმერთის უკიდეგანო ოქროს საგანძურთაგან მისასვლელი გზა გახსნა! თუ ჩვენ გვიყვარს, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავცეთ, ხოლო გაცემა – ნიშნავს  მიღებას. ამაში მდგომარეობს სიყვარულის კანონი

  ახალი დამატებული პოსტები
შემდეგი
წინა

ეს საიტი ემსახურება დედამიწის სულიერ მთავრობას!

  საიტის  მიზანია ადამიანებამდე მიიტანოს ინფორმაცია ზეადამიანების(დედამიწის სულიერი მთავრობა – იერარქია) შესახებ.

უკვე მოვიდა დრო, კაცობრიობამ გაიცნოს იერარქიულად მათ ზემოთ მდგომი არსებები, რომელთა უმრავლესობა ოდესღაც, ჩვენსავით, განვითარების ადამიანურ საფეხურზე იმყოფებოდა, მაგრამ დაჩქარებული ევოლუციის გზით გადავიდა შემდეგ – ზედა საფეხურზე. 

პირველი წიგნი – **”სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება” **დაწვრილებით განიხილავს სიზმარხილვის ტექნოლოგიას, ფიზიკური სხეულის დატოვების ტექნიკას და სიზმარში პირდაპირი გადასვლის ხელოვნებას. წიგნი დაყოფილია გაკვეთილებად. ბოლო თავები ეძღვნება დუბლთან, ორეულთან მუშაობას. მასწავლებელი მაჩვენებს იმ სამყაროს სადაც მიდიან სიზმარმხილველები საბოლოოდ და თან მიაქვთ თავისი ფიზიკური სხეული.

მეორე წიგნი **”შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა” **ეძღვნება სხეულს მიღმა შეხვედრებს იესოსთან, ბარბარესთან, მოსესთან, სენ ჟერმენთან, ანა რაჯთან და სხვა. მასში გადმოვეცი უნიკალური სწავლება სიყვარულის წარმოების შესახებ, რომელიც მასწავლა, ამიხსნა და გადმომცა იესომ ერთი წლის მანძილზე და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თითოეულმა თქვენგანმა იხსნას საკუთარი თავი. ეს წოგნი სასიცოცხლოდ აუცილებელია. მასში აგრეთვე გადმოცემულია ჩემი სულ პირველი ჩამოსვლა სულიერი სფეროდან მიწიერ ყოფაში, საერთოდ ამ სისტემაში მოხვედრის ისტორია, დაშვებული შეცდომები და ინკარნაციათა ციკლი, მთელი სულიერი თუ ფიზიკური ისტორია.

რაც შეეხება მესამე წიგნს **”სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები” **მასში გადმოვცემ ენერგიის ხედვის შედეგად დანახულს, ენერგეტიკული სხეულის გეომეტრიას, ცნობიეებათა განლაგებას, აღქმის წერტილის გადადდგილების შედეგებს, პარალელურ ცხოვრებებს, სულის მოპოვების ხელოვნებას, მასწავლებელთან ხანგრძლივ დიალოგებს, სინათლის ხიდის “ანტაჰკარანას” შესახებ ცოდნას, განდობის საფეხურებს, იერარქიის სწავლებას, ამაღლებისაკენ მიმავალ გზას.

მეოთხე წიგნი – “ალქიმია – ოქროს საწმისი”. ცალკე მიმართულებაა, რომელსაც ეხება მოსწავლე როდესაც მეორე უდიდესი საიდუმლოს მისაღებად ემზადება. პირველი საიდუმლოს მასალებთან წვდემა მე მოგეცით პირველი ხაზით გამოცემულ წიგნებში “სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება”,** შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა”, “სინათლის სხეულის გეომეტრია”**. ამ ხაზს ვაგრძელებ წიგნით “აშრამის გაკვეთილები”, რომელიც უკვე გამოვეცი.

გამოვიდა ჩემი ახალი წიგნი “ფლობის ბეჭედი”, რომელშიც განთავსებულია პირადი გამოცდილება იმქვეყნიურ სამყაროებთან, შემპყრობლებთან, ანაბეჭდებთან, სამოთხისეულ და ჯოჯოხეთურ ზონებთან, ცხოვრების სწორ წესთან დაკავშირებით, საუბრები ჩემი მასწავლებლის სხვა მოსწავლეებთან და სხვა.. ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრებ ცოცხალ შეხვედრაზე..
 

გვერდის გაზიარება

Facebook
Twitter
LinkedIn
Telegram
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !