Page 1 of 1

კარმა და სტალკინგი

Posted: Thu Oct 25, 2018 2:08 pm
by olmek
ჩვენი საზოგადოება გახევებულია, ერთგვარია, ცალმხრივი, ფიქსირებული. ადამიანები მიეჩვივნენ იყვნენ ერთნაირები, ჰქონდეთ იმიჯი და იცავდნენ მას. ხასიეთი არის კარმა, მისი მოქმედება და გამოვლინება, მონაწილეობა ყოველდღიურობაში. მაგრამ რა მოუვა კარმას თუ შეგეძლებათ ხასიეთის მართვა, სწრაფი ცვლილება, მუტაცია, ხელოვნური მოდერაცია, მოდიფიკაცია, გადაკეთება. თუ წყენის ადგილას გამოიწვევთ სიყვარულს, ხოლო სერიოზულობის მაგივრად სიხარულს, რამოხდება მაშინ? რა მოუვა კარმას?
სტალკინგი არის საკუთარი თავის, ხასიათის, თვისებების მართვის ხელოვნება. ეს ხელოვნება გვეხმარება ვმართოთ და დავწვათ კარმა. ჩვენი ხასიეთი არჩევანია მხოლოდ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავირჩიუო უკვე ინსტალირებული ხასიათი და დავაყენოთ ახალი. საშუალოსტატისტიკური ადამიანი მოიხმარს ერთ ხასიათს და შეუძლია მოხმარებაში ჩაუშვას მეორე. ნაგვალი მოიხმარს ორ ხასიათს და შეუძლია მოხმარებაში ჩაუშვას კიდევ ორი. ნაგვალს შეუძლია იყოს ოთხნაირი, მაშინ როდესაც სტანდარტულ ადამიანს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ორნაირი. შეზღუდულობა გამოვლინებაში არის კარმა. სტალკინგი ისევე ისწავლება როგორც სიზმარხილვა, სიყვარულის პრაქტიკა ან მაგიური პასები. მთავარია მონდომება, ცხოვრების სწორი წესი და დისციპლინა....
G.K.
ფორუმი http://www.olmek.ge/
http://agmdgenivarjishebi.ru/

Re: კარმა და სტალკინგი

Posted: Fri Mar 22, 2019 1:56 am
by keti
http://olmek.ru/Gantavisuflebuli%20goni.htm

ძალიან კარგი სტატიაა! მგონი მიესადაგება ამ თემას.

ესეც ნაწყვეტი:
"გონების გამუდმებული მუშაობა ქმნის შინაგან დიალოგს, შინაგან აზრობრივ საუბარს საკუთარ თავთან, განსჯას, მსჯელობას, რაც გამუდმებით მიმდინარეობს შეუჩერებლივ. გონებას უწევს ძალზედ დიდი რაოდენობის ინფორმაციის განხილვა დამუშავება, დალაგება, შეფასება, ანალიზი, შედარება, შედეგად ის მუდამ გადატვირთულია. ეს პროცესი მოითხოვს უამრავ ენერგეტიკულ რესურსებს, მთელი არსებული ენერგიის ლომის წილს. ადამიანის ერთი ნაწილი, რომელსაც გონი ეწოდება მოიხმარს უდიდეს ენერგიას რათა დაეხმაროს პიროვნებას თავი დააღწიოს სირთულეებს, ჰქონდეს საჭირო რეაქციები და მიაღწიოს დასახულ მიზანს. გონი გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს მთელი დღე, მაგრამ შედეგები მეტად საეჭვო და არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ მისი გათვლები, ანალიზი, დასახული გეგმები ხშირად არაადეკვატური და მცდარია, ისინი დიდად ვერაფერში გვადგება. მთელი დატვირთვა გონზე იმიტომ მოდის რომ ადამიანი საკუთარ თავს ანდობს მას და არა შინაგან ღვთაებას, ღმერთს!!! სამწუხაროდ გონი ვერაფერში დაგეხმარებათ, ის ლოგიკას იყენებს, ანალიზსს, გათვლას, შეფასებას, მაგრამ სამყარო ადამინურ ლოგიკას არ ემორჩილება, სიტუაციები სხვაგვარად ვითარდება, დასახული გეგმები და მცდელობები იშლება - როგორც ამბობენ "კაცი ბჭობდა და .....!!!" "

Re: კარმა და სტალკინგი

Posted: Wed Jul 31, 2019 12:29 pm
by olmek
keti wrote:
Fri Mar 22, 2019 1:56 am

ეს ჩემი სტატიაა, მაგ საიტზე კიდევ ბევრი კარგი ინფორმაცია დევს...