Page 1 of 1

ხორცი

Posted: Wed May 30, 2018 12:30 pm
by olmek
არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი რატომაც ჩვენ არ ვიკვებებით ხორცეულით და რატომაც კაცობრიობაც არ უნდა იკვებოს. ის მდგომარეობს იმაში, რომ ატომები, რომელთაგანაც შედგება ხორცი, წარმოადგენენ ამ სამყაროს სუბსტანციის ნადედს, რომელიც შედგება კაცობრიობის საკუთარი ბოროტი აზრებისა და გრძნობებისაგან, რომლებიც გამოხატულ იქნა კაცობრიობის მიერ წარსულში. სანამ ადამიანები იკვებებიან ხორცით, ისინი ვერასოდეს ვერ დაამსხვრევენ საკუთარი გრძნობების ბოროტ თვისებებს, რომელთა საშუალებითაც თვითონვე შებოჭეს საკუთარი თავი, რადგან ისინი შლიან საკუთარ სხეულებს და არ უშვებენ საკუთარ თავში უფრო ფაქის მენტალურ იმპულსებს.
სენ ჟერმენი.

მოსწავლე იბრძვის გრძნობითი, ემოცოიური და აზრობრივი სისუფთავისათვის, მაგრამ ხორცი სავსეა შიშებით, მდაბალი ჟინით, სექსუალური ენერგიითა და სიკვდილის ვიბბრაციებით. ცხოველები ჩვენი ძმები არიან, რომელსაც უნდა მოუაროთ და გაუფრთხილდეთ.

"მედეგობა და სიმსუბუქე მიუთითებენ ასანაზე"
რაჯა იოგა(პატანჯალი).
საკვები უნდა იყოს უფრო ხარისხიანი ვიდრე მოცულობითი, სითხე ასუფთავებს ფიზიკურ გამტარს ამიტომ თხევადი საკვები უფრო პრიორიტეტულია. გადამეტებული კვება და მდიდრული სადილები საჭირო არ არის. მწარე საკვები იწვევენ წინააღმდეგობებს ფიზიკურ პლანზე, წარმოქმნიან რა გონებისა და პრანის გადამეტებულ აქტიურობას რაც იწვევს ნერვების ზედმეტ მგრძნობელობას. მცენარეული საკვები უპირატესია ცხოველურთან შედარებით, რადგან სინათლეზე გამოხმაურება მცენარეულ ენერგიას მეტი აქვს. ეს ყოველივე რაჯა იოგას რვასაფეხუროვანი გზის პირველი ორი საფეხურია. ამ საფეხურებს მოაქვთ სიმსუბუქე ფიზიკურ, სასიცოცხლო და მენტალურ დონეებზე, და იჭერენ მდაბალ ადამიანს სწავლისადმი მზადყოფნის მდგომარეობაში. ნერვები მსუბუქადაა, გონება მშვიდდება და შინაგანი ადამინს მეტი თავისუფლება და შეაძლებლობა აქვს მოუხმოს ინტუიტიურ მგრძნობელობას.
გონების მედეგობა იწვევს მდგომარეობის მედეგობას. მოსწავლე კონტროლს უმორჩილებს თავის მოუთოკავ მოქმედებებს, შედეგად დგას, ზის, წევს, მუშაობს უკეთეს მდგომარეობაში. ეს არის - ასანა.