სწაფი ევოლუცია

ყველაფერი ეზოთერიაზე
Post Reply
olmek
Posts: 38
Joined: Mon May 28, 2018 4:02 pm
Contact:

სწაფი ევოლუცია

Post by olmek » Mon May 20, 2019 10:33 pm

გააკეთეთ რამე

მას შემდეგ რაც დაიბადეთ თითოეული თქვენგანი ჩაკეტილია განმეორებად ყოველდღიურ რუტინაში. ყველაფერი დადგენილია და ცნობილი, დადგენილია ყველასათვის, ერთნაირად. ჯერ იქნება დაბადება, სიხარული, მერე ზრდის ხანგრძლივი და მწვალებლური პროცესი, შემდეგ თინეიჯერული დრო და აქაც აღმავალი და დაღმავალი მოვლენები, ტკივილი და სიხარული, მერე ოჯახი - ფულის დევნის და თვითდამკვიდრების ხანა ისევ წვალება, მერე ხანში შესვლა ჯანმრთელობის პრობლემები, მერე სიბერე და სიკვდილი. ეს არის ზოგადი მატრიცა მეტ ნაკლები გადახრებით. ეს პროგრამა დაბადებიდანვე იტვირთება თქვენში და მხარდაჭერილია მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე. ეს არის თქვენი ციხის კედლები და გისოსები, ამის მიღმა გასვლა აკრძალულია. ასე ცხოვრობს ყოველი თქვენგანი ციხეში და თავი თავისუფალი ჰგონია რადგან ვერ ხედავს გისოსებს. გალიაში დამწყვდეულ ლომს ადგომაც კი ეზარება. თუ ლომი დარჩა მხოლოდ ცხოველად ის ვერასოდეს გამოვა გალიიდან, მაგრამ რა იქნება იმ შემთხვევაში თუ ლომი წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად განიცდის სწრაფ ევოლუციას, მუტაციას და განვითარებით დაეწევა ადამიანს? ეს ლომის ერთადერთი შანსია თავისუფლებისაკენ - სხვა შანსი არ არსებობს რადგან ადამიანი არასოდეს გაუშვებს მას. ადამიანი გალიაშია გამომწყვდეული და რამდენი ინკარნაციაც არ უნდა განვლოს მან - მას არავინ გაუშვებს. ერთადერთი შანი არის სწრაფი ევოლუცია, მუტაცია. მეციხოვნეებთან გათანაბრება და მათი გასწრება.
როდესაც თავის მედიტაციაში ლომის ცნობიერება გაფართოვდება და ის დაინახავს სრულ სურათს თავისი ცხოველური ბუნების მიღმა, ჭამისა და გამრავლების, ბრაზიანი ბრღვინვის მიღმა, ის მიხვდება, რომ ადამიანი ერთი სუსტი და ეგოისტი არსებაა და მთელი მისი ძლევამოსილება მითია და მეტი არაფერი.
ადამიანებო გააკეთეთ რამე, გასცდით თქვენს საცოდავ შეზღუდულობას, ლეშს, გამრავლებას, სიბრაზეს, გააკეთეთ რამე თორემ მუდამ გალიაში დარჩებით.
ზოოპარკში გალიას აწერია ცხოველთა მეფე.
ადამიანი კი არის "ბუნების გვირგვინი" , "შემოქმედების მწვერვალი" და ა.შ. ამ "შემოქმედების მწვერვალს" ვერ გაურკვევია ვინ არის, საიდან, აქ რა უნდა, რა უნდა აკეთოს და რისთვის..... არ გეჩვენებათ რომ აქ რაღაც ვერ არის წესრიგში?
ივარჯიშეთ იოგა, იმედიტირეთ, შეისწავლეთ ცნობიერების გაფართოვების საშუალებები, ყველაზე უცხო და წარმოუდგენელი სწავლებები, ივარჯიშეთ მაგიური პასები, სიზმარხილვა, სიყვარულის პრაქტიკა, ტაი ჩი ან კიდევ რამე, გასცდით საკუთარ საზღვებს, ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს - სწაფი ევოლუცია!
გააკეთეთ რამე, გაექეცით ყოველდღიურ რუტინას, ერთიდაიგივეობას, გახევებას, გაყინვას, ინერტულობას, სიზარმაცეს, გააკეთეთ ნებისმიერი რამ, რამე მაინც რათა არ დარჩეთ გალიაში, ზოო პარკში წარწერით - "ბუნების გვირგვინი".
ნუ ელოდებით სხვას, გააკეთეთ რამე, ეხლა მაინც, ამდენი ინკარნაციის მერე მაინც აწიეთ ერთი ადგილი და იბრძოლეთ თავისუფლებისათვის.
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება გმირთა ხვედრია. გეყოთ საკუთარი თავის შეცოდება... იყავით დაუნდობელი სასტიკი და მიუტევებელი საკუთარი სისუსტეების მიმართ, დაძლიეეთ ეჭვები და შიშები, ამის დრო არ გვაქვს.
წამოდექით - გააკეთეთ რამე!
G.K.
Post Reply