ინსტრუმენტი

ყველაფერი ეზოთერიაზე
Post Reply
olmek
Posts: 40
Joined: Mon May 28, 2018 4:02 pm
Contact:

ინსტრუმენტი

Post by olmek » Mon Jun 04, 2018 11:43 am

ალბათ ხშირათ გეპარებათ ეჭვი, კი მარა რა ხდება თქვენს თავს? ერთის მხრივ ყველაფერი ვითომ კარგადაა, მაგრამ მეორეს მხრივ რაღაც ნამდვილად არ არის წესარიგში. როდესაც რაღაცით ხართ დაკავებული ცხოვრება თავისი დინებით მიდის და თქვენც დინებაში ხართ, მაგრამ მარტო რომ რჩებით, მელანქოლია მოდის, სიცარიელე, თითქოს რაღაც წესრიგში ვერ არის ამ სამყაროში.
რელიგიური ადამიანები ლოცულობენ, პოლიტიკოსები საქმიანობენ უძღვებიან მასებს, მეცნიერები იგონებენ ტექნიკურ გაუმჯობესებებს, მედიცინა წინ მიდის, მაგრამ ჩვენი ადგილი მაინც არ არის აქ. ყველაფერს ფორმალურად აკეთებთ და თან ფიქრობთ - რას ვაკეთებ, რა მინდა აქ, ღმერთო რა სისულელეა!!!
ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს, ყველაფერი სულ სხვაგვარადაა.
ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ რომ აგიხსნათ რა როგორ არის, ეს უაზრობაა, მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ გამოიკვლიოთ რატომ არის ამდენი ტანჯვა წამება, ბოლოს კი სიკვდილი?
იპოვეთ საშუალება და ინსტრუმენტები გამოიკვლიოთ ეს საკითხი.....უნდა იპოვოთ!!!
ეზოთერია ერთერთი ასეთი ინსტრუმენტია, მაგრამ მხოლოდ საღად მოაზროვნე ადამიანის ხელში, ყველა სხვა შემთხვევაში ის გამოუდეგარია...
Post Reply