სრულყოფილი მედიტაცია

ყველაფერი სიზმარხილვის შესახებ: რჩევები, მეთოდები, სიზმრის კარები
Post Reply
olmek
Posts: 38
Joined: Mon May 28, 2018 4:02 pm
Contact:

სრულყოფილი მედიტაცია

Post by olmek » Sat Jun 09, 2018 2:10 pm

სადღეისოდ უამრავი ადამიანი მედიტირებს სხვადასხვა ეზოთერული გზით. ზოგი დღეში ათი წუთი, ზოგიც საათები. ამ ადამიანების გარკვეული რაოდენობა სუნთქვას აკვირდება, სხვები მანტრას იმეორებენ, ზოგი მიკროკოსმიურ ორბიტაზე მედიტირებს და ა.შ. მაგრამ სრულყოფილი მედიტირების შედეგი უნდა იყოს აღქმის წერტილის გადაწევა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ხედავს სხვა სამყაროში, სხვა ადგილას. ნებისმიერ მედიტაციას მოაქვს შედეგი, მაგრამ მოკლე გზის მიმდევრები არჩევენ სრულყოფილ მედიტაციას. სიზმარხილვა საშუალებას იძლევა განვახორციელოთ სრულყოფილი მედიტაცია. ჩვეულებრივი ძილის მაგივრათ, გავაკეთოთ ისე, რომ სხეულმა დაიძინოს ხოლო ცნობიერებით ვიყოთ ფხიზლათ და ვიმოგზაუროთ წარმოუდგენელ სამყაროებში. ასეთი მოგზაურობის შედეგად მაგალითად ადამიანი ხედავს რომ იმყოფება საკუთარ ოთახში, მის სხეულს სძინავს საწოლში, მაგრამ თვითონ დგას საწოლთან და დაჰყურებს საკუთარ სხეულს. მას ახსოვს რომ დააძინა საკუთარი სხეული, მაგრამ ცნობიერება ფხიზლობს და სწორედ სიზმრის სხეულით დგას ის ეხლა საკუთარ სახლში ფიზიკური სხეულის გვერდით. ამის შემდეგ მას შეუძლია დაათვალიეროს ოთახი, გავიდეს ოთახის გარეთ და ა.შ. აი სწორეთ ეს არის სრულყოფილი მედიტაცია, როდესაც სრული ცნობიერებით იმყოფები სხვა სივრცესა და დროში, ან მათ მიღმა. ეს არის საკუთარი სხეულიდან ცნობიერად გასვლა, სხეულის დატოვება და მის გარეთ ფუნქციონირება შეგნებულად. ეს არის სიზმარხილვა. ამ ხელოვნების შესწავლა შესაძლებელია, საჭიროა მხოლოდ დისციპლინა და წვრთნა...
aragorn
Posts: 8
Joined: Wed Mar 06, 2019 12:57 pm

Re: სრულყოფილი მედიტაცია

Post by aragorn » Mon May 27, 2019 8:46 pm

გაუმარჯოს ოლმეკ რას ვერ ვხვდები გასაგებია რომ სხეულიდან გასვლას და გაცნობიერებულ სიზმარს ასხვავებენ კლასიკურად ესე გაცნობიერებულ სიზმარში სიზმრის სცენარში ხარ და სხეულიდან გასვლის დროს ჯერ სხეულში და მერე ტოვებ სხეულს და ჩნდები შენს ოთახში. მე ხშირად ვარ ესეთ მდგომარეობაში ჯერ სხეულში და მერე გადმოვალ იატაკზე გამოვეყოფი სხეულს და ვარ ჩემს ოთახში მაგრამ ესეთი გამოყოფების დროს არც ვიბრაციები მაქვს არც ხმები მესმის არამედ პირდაპირ გამოვდივარ სხეულიდან ამ ყველაფრის გარეშე. ასევე როცა გამოვდივარ სხეულიდან ჯერ სიბნელეა ვერაფერს ვერ ვხედავ მერე ვაძლევ ბრძანებას რომ განათდეს და ნათდება და ვიწყებ ხედვას.თუმცა სანამ მხედველობა ჩაირთვება ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება რომ ოთახში ვარ. შემდეგ ვათვალიერებ ოთახს მაგრამ ხშირად ჩემს საწოლზე არ წევს ჩემი ფიზიკური სხეული ვერც ვერცხლიფერ შნურს ვხედავ როგორც წიგნებში წერია. ასევე ვერც ვლევიტირებ ვერც სხვა ადგილზე გადავადგილდები ფიქრის ძალით. კედლებში გასვლაც კი მიჭირს. მაქსიმუმ სადარბაზოში გავიდე და შემდეგ უკან ვბრუნდები. წინა გასვლაზე შევეცადე ახლო მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე გავჩენილიყავი ვიზუალიზაციაც მოვახდინე წარმოვიდგინე თითქოს იქ ვარ მაგრამ არაფერი არ გამომივიდა ისევ სხეულში აღმოვჩნდი. ყველა გასვლაზე სინათლე სხვანაირია და გაცნობიერების ხარისხიც. უბრალოდ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ნამდვილად არ გავდივარ სხეულიდან არამედ ჩემი ტვინი აკეთებს სხეულიდან გასვლის სიმულიერებას. რადგანაც ერთხელ ბავშვობაში მქონდა სხეულიდან გასვლის უცნაური შემთხვევა როდესაც უცებ გავიგონე ხმაური როცა მეძინა ასევე ვხვედავდი ჩემს სხეულს და ელექტრონულ და სინათლის ნაპერწკლებს რომლებიც მოძრაობდნენ ჩემს სხეულის არხებში მქონდა ვიბრაციები ამ დროს მზის წნულში დამეუფლა რაღაც მაგნიტური ძალა რომელმაც სანახევროდ წამომაყენა ჩემი სხეულიდან და ყველაფერი ჩანდა ძალიან მკაფიოდ ამ დროს უცებ გაჩნდა სამი რაღაც პატარა არსება რომლებიც ყვიროდნენ და სხიოდნენ ჩემი საწოლის გარშემო ამიტომ შევბრუნდი უკან. ისიც უცნაურია რომ ერთ სესიაში 3-4 ჯერ გავდივარ ანუ ვბრუნდები სხეულში უცებ და არ ვმოძრაობ და ისევ გავდივარ მეორე წრეზე ძალიან ადვილად ვარ ოთახში ვბრუნდები და გავდივარ მესამე წრეზე შესაძლებელია ნამდვილი სხეულიდან გასვლის დროზე ამდენჯერ რომ გახვიდე? ისიც უცნაურია ვერანაირ სულიერ არსებას ვერ ვხვედავ არც ნეგატიურს ვერც ჩვეულებრივ ადამიანის სულებს უბრალოდ სიცარიელეა. პირდაპირ გასვლასაც ვცდილობ ვწვები ვკონცენტრირდები ჩემს ზემოთ 2 მეტრის სიმაღლეზე და მაქსიმუმ ისეთ მდგომარეობაში მივდივარ სადაც გული მიჩქარდება ყველაფერი ჩქარდება მაგრამ საბოლოო გადართვა არ ხდება იგივე ხდება მედიტაციის დროსაც იგივე მდგომარეობაში შევდივარ მაგრამ ვერ გავდივარ ფიზიკური სხეულიდან.
olmek
Posts: 38
Joined: Mon May 28, 2018 4:02 pm
Contact:

Re: სრულყოფილი მედიტაცია

Post by olmek » Fri Jun 07, 2019 9:49 am

aragorn wrote:
Mon May 27, 2019 8:46 pm

უნდა მიყვეთ კლასიკურ წვრთნას, ჩემს წიგნში ყველა ნაბიჯია აღწერილი. როგორც გამოდის ისე კი არ უნდა აკეთო არამეტ როგორც ისწავლება. დისციპლინა და კლასიკური წვრთნა არის გარანტია!
aragorn
Posts: 8
Joined: Wed Mar 06, 2019 12:57 pm

Re: სრულყოფილი მედიტაცია

Post by aragorn » Fri Aug 09, 2019 7:59 pm

ვმედიტირებდი ჰარა ცენტრზე როცა უცებ ჩემი ცნობიერება გაიყო გაჩნდა უცნაური "მე ვარ" ცნობიერება რომელმაც დაიწყო გაფართოება გაცდა ფიზ სხეულს კორპუსს ფართოვდებოდა როგორც მარცხნივ ისევ ზემოთ ყველა მხრივ. მერე საერთოდ გაჩერდა და აღმოჩნდა რომ არც მარჯვენა არსებობს არც მარცხენა არც ზემოთ არც ქვემოთ, არც დედამიწა არც ზედა სამყაროები. აღმოვჩნდი სიბნელეში ეს სიბნელე იყო დიდი "მე ვარ" უფრო სწორედ მე ც არ იყო არამედ მარტო არსებობა და უმოქმედობა მუდმივობა. შევიგრძენი რომ მე საერთოდ არ დავბადებულვარ დედამიწაზე არც სამოთხეები არსებობს და ჯოჯოხეთები საერთოდ არაფერი ეს გამოვლინებები არ არსებობს არც ყოფილა არასოდეს მხოლოდ არსებობს ეს ვარ დიდი ცნობიერება. ადრე მეგონა რომ არსებობდა რაღაც პირამიდისეული სისტემა როგორც აღწერენ ფიზ სამყარო მერე ასტრალური მერე სხვა პლანები და ბოლოს ღმერთი ან რაღაც ეგეთი. აქიდან აღმოჩნდა რომ ეს ყველა სამოთხეები და ჯოჯხეთები არის ილუზია და არანაირი პირამიდა არ არის. არამედ თითქოს და ეს დიდი ცნობიერება ხედავს სიზმარს ამ სიზმარში არის ეს ყველაფერი და მეც ვარ მაგრამ თან ილუზიაა. როგორც სიზმარში ისე გამოდის რეალურად როცა ადამიანი ხედავს სიზმარს მისი მთელი ცნობიერება ხომ არ არის სიზმარში? აქაც ესეა ანუ ამ დიდი ცნობიერების ვარის ძალიან მცირე ნაწილი შედის სიზმარში და თამაშობს გარკვეულ როლს.

უბრალოდ ესეთი შეკითხვა მაქვს რატომ ვხვედავდი ამ ყველაფერს როგორც სიბნელეს გეგონება სიბნელეში ვიყავი.
Post Reply