ცნობიერი სიზმარი

ყველაფერი სიზმარხილვის შესახებ: რჩევები, მეთოდები, სიზმრის კარები
Post Reply
Habbo
Posts: 6
Joined: Mon May 21, 2018 10:57 am

ცნობიერი სიზმარი

Post by Habbo » Wed Dec 05, 2018 6:35 pm

სიზმარი რომელშიც შენ გაცნობიერებული გაქვს რომ ახლა გძინავს და სიზმარში იმყოფები. ამ მომენტიდან შენ უკვე შეგიძლია ყველაფრის მართვა და ცვლილება, შეზღუდვა მხოლოდ შენს წარმოსახვის უნარშია.
მაგალითად სიზმარი ფილმს რომ შევადაროთ, ჩვეულებრივ სიზმარში შენ ხარ როგორც ფილმის მსახიობი და მკაცრად მიყვები წინასწარ დაწერილ სცენარს, როცა ცნობიერ სიზმარში ხარ მსახიობიც, რეჟისორიც და სცენარისტიც.

ცნობიერი სიზმრების მეცნიერული დასაბუთება.
1975 წელს ჰოლი უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დოქტორმა კით ჰერნმა (Keith Hearne) დაამტკიცა ცნობიერი სიზმრები რეალურობა, მან იცოდა რომ პიროვნებისგან რომელსაც ეძინა და იყო ცნობიერ სიზმარში უნდა მიეღო რაღაც წინასწარ შეთანხმებული სიგნალი.
ძილის დროს, დანარჩენი სხეულისგან განსხვავებით, თვალები არ არის პარალიზებული, ცნობიერი სიზმარი ხდება თვალის სწრაფი მოძრაობის (REM) დროს, ამიტომაც კით ჰერნის მიზანი იყო რომ სიზმარმხილველს სწორედ თვალებით გაეკეთებინა წინასწარ დათქმული მოძრაობა, ასე ვთქვათ პიროვნებას ცნობიერი სიზმრიდან გამოეგზავნა შეტყობინება, რომელიც შეიცავდა 7-8 ჯერ თვალის მოძრაობას მარცხნიდან მარჯვნივ. ამ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, ეს იყო პირველი მიღებული სიგნალი ცნობიერი სიზმრიდან. ამის შემდეგ სტივენ ლაბერგმა (Stephen LaBerge) ბევრჯერ გაიმეორა კით ჰერნის ექსპერიმენტი.
Post Reply