Page 1 of 1

სიზმარხილვის ტექნიკები

Posted: Wed Dec 05, 2018 6:37 pm
by Habbo
ერთ-ერთი მნიშნველოვანი ტექნიკა რაც სიზმარმხილველმა უნდა აკეთოს არის სიზმრების დღიურის წარმოება, სადაც მან უნდა ჩაიწეროს ნანახი (მნიშვნელობა არ აქვს ცნობიერი თუ არაცნობიერი) სიზმრები. ამით ის ააქტიურებს მახსოვრობას და მსგავსი სიზმრების ნახვით ზრდის გაცნობიერების შანსს. ჩაწერა უნდა მოხდეს რაც შეიძლება დაწვრილებით, არა უბრალოდ რომ მაგალითად: ვიყავი ზღვაზე, არამედ ყველა დეტალი რაც კი სიზმარმხილველმა ნახა: დიალოგები, საგნების აღწერილობა, ემოციები.
სიზმრის აღწერის დასაწყისში მიეთითება თარიღი და შეიძლება გაუკეთდეს სათაურიც, სიზმრის შინაარსიდან გამომდინარე.
სიზმრის ჩაწერის ორი ვარიანტი: 1. სიზმრის დღიური გვიდევს ლოგინთან ახლოს და როგორც კი ვიღვიძებთ, არ ვდგებით და პირველი რასაც ვაკეთებთ ვიწერთ ყველაფერ ნანახს და 2. რომ ვიღვიძებთ, ვაგრძელებთ წოლას გაუნძრევლად (ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთი გადატრიალება და უცბად შეიძლება დაკარგო სიზმრის მთელი შინაარსი) და გონებაში რამდენჯერმე ვატრიალებთ ნანახ სიზმარს. ამის შემდეგ ვდგებით და უკვე შეგვიძლია მაგიდასთან სიზმრის ჩაწერა.

მეორე მნიშვნელოვანი ტექნიკა რასაც სიზმარმხილველი აკეთებს არის რეალობის შემოწმება, პატარა ქმედება რასაც აკეთებს დღის მანძილზე ხშირად და საბოლოოდ იგივეს გააკეთებს სიზმარშიც, რითიც მიხვდება რომ ახლა სძინავს და ეს ყველაფერი სიზმარია.
ვარიანტი 1:
დღის მანძილზე იხედები ხელებზე და ამბობ ფრაზას: "მე მძინავს, ეს სიზმარია", ამას აკეთებ რაც შეიძლება ხშირად, განსაკუთრებით მაშინ როცა რამე უჩვეულოს ხედავ. შეიძლება გავიდეს დღეები, კვირები და ერთხელაც ამას გააკეთებ სიზმარში და ის გახდება უკვე ცნობიერი.

რეალობის შემოწმება
ვარიანტი 2:
ვატარებთ მაჯის ციფრულ საათს და დღის მანძილზე რაც შეიძლება ხშირად ვნახულობთ რომელი საათია, თვალს მოვაშორებთ ციფერბლატს და 2 წამში ისევ დავხედავთ. ამას ხშირად რომ ვაკეთებთ საბოლოოდ ეს ჩვევა სიზმარშიც გადავა და იქ უკვე მეორე დახედვისას საათი იგივეს აღარ გვაჩვენებს და ამით მივხვდებით რომ გვძინავს და ეს ყველაფერი სიზმარია. იგივე ვარიანტია ნებისმიერ ნაწერზე (წიგნი, აბრა, ...) სიზმარში თვალის მოშორების შემდეგ და თავიდან შეხედვისას ნაწერი იცვლება. რეალობის შემოწმებისას თან ვფიქრობთ ფრაზას: "მე მძინავს, ეს სიზმარია" ან "ეს სიზმარი ხომ არ არის?"

რეალობის შემოწმება
ვარიანტი 3:
დღის მანძილზე ხშირად ერთი ხელის მაჩვენებელ თითს მივადებთ მეორე ხელისგულს და მივაწვებით, რეალობაში არაფერი მოხდება, მარა ხშირად კეთების შემდეგ ეს ჩვევა სიზმარში გადავა და იქ მაჩვენებელი თითი შევა ხელის გულში და ამით მივხვდებით რომ გვძინავს და ეს ყველაფერი სიზმარია. რეალობის შემოწმებისას თან ვფიქრობთ ფრაზას: "მე მძინავს, ეს სიზმარია" ან "ეს სიზმარი ხომ არ არის?"

რეალობის შემოწმება
ვარიანტი 4:
დღის მანძილზე ხშირად პირს მოვკუმავთ, თითებს ცხვირზე მოვიჭერთ და შევეცდებით შევისუნთქოთ ჰაერი, რეალობაში არაფერი გამოგვივა, მარა ხშირად კეთების შემდეგ ეს ჩვევა სიზმარში გადავა და იქ ჰაერს მაინც შევისუნთქავთ და ამით მივხვდებით რომ გვძინავს და ეს ყველაფერი სიზმარია. რეალობის შემოწმებისას თან ვფიქრობთ ფრაზას: "მე მძინავს, ეს სიზმარია" ან "ეს სიზმარი ხომ არ არის?