Page 1 of 1

კრიტიკული აზროვნება

Posted: Wed Dec 05, 2018 6:39 pm
by Habbo
სიზმარხილვაში დამწყებების ხშირი შეკითხვა: როდესაც ვხედავ რამე უჩვეულოს როტომ არ ვსვამ კითხვას სიზმარი ხომ არ არის? რატომ არ შემაქვს ეჭვი რეალობაში?
შეიძლება სიზმარში იყო ისეთ ადგილას სადაც არასდროს ყოფილხარ, ან ნახო ისეთი არსება / ნივთი რაც არასდროს გინახავს, ან შეხვდე პიროვნებას რომელიც ცოცხალი უკვე აღარ არის, ან საერთოდ არ იყო ადამიანი და იყო ცხოველი ან ფრინველი, სულაც ტელეპორტაცია განიცადო სხვა ადგილას, ან იფრინო და მაინც არ უშვებ რომ სიზმარია. ამის მთავარი მიზეზი არის არა აქტიური კრიტიკული აზროვნება, რომლის გააქტიურებაც უნდა მოხდეს დღის მანძილზე. რაც შეიძლება ხშირად უნდა დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა სიზმარში ხომ არ ხარ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ხედავ რამე უჩვეულოს, უცნაურს, რამე დამთხვევას ან პირველად ეხები რაღაც მოვლენას.