მაგიური პასები

მაგიური პასები, იოგა, ციგუნი
Post Reply
olmek
Posts: 40
Joined: Mon May 28, 2018 4:02 pm
Contact:

მაგიური პასები

Post by olmek » Wed May 30, 2018 10:54 am

ადამიანს გააჩნია ენერგია, მაგრამ ილუზიაში ჩაფლულს არ გააჩნია წვდომა ამ ენერგიაზე. ის ხარჯავს საკუთარ ძალას უძლურების ილუზიის მხარდაჭერაზე. პირადი ძალის გაფანტვა დაუსრულებელი სისულელის კულტივაციაზე ასუსტებს ადამიანს. მას გააჩნია ენერგია, მაგრამ არ აქვს წვდომა ამ ენერგიაზე, მხოლოდ ეგოცენტრულ სურველებზე ახდენს მისაწვდომი ენერგიის ხარჯვას.
გადამალო გრანდიოზული ოდენობის ენერგია და არ შეგეძლოს მისი გამოყენება პრაქტიკული მიზნებისათვის - საშინელებაა. თითქოს მიდიხარ უდაბნოში, იხრჩობი უწყლოობისაგან, თან მიათრევ მთელ ცისტერნა წყალს, რომლის გაღებაც არ შეგიძლია, იმიტომ რომ არ გაგაჩნია საჭირო ინსტრუმენტები. ამ უდაბნოში ქვებიც კი არ ყრია, რომ დაარტყა ცისტერნას და გატეხო.
ყველა ხელსაყრელ მომენტში დონ ხუანი მახსენებდა, რომ ენერგია, რომელიც საჭიროა სიზმარხილვის ყურადღების გამოსანთავისუფლებად ჩნდება იმ ენერგიის გადანაწილებით, რომელიც უკვე გვაქვს.
ენერგია გროვდება კვერცხის გარე პერიფერიაზე. ის იმდენი გროვდება, რომ ქმნის სქელ შრეს რომელიც გავს ხის სქელ მყარ ქერქს.
მაგიური პასები მოქმედებაში რთავენ მთელ ადამიანურ არსებას - ფიზიკურ სხეულს და მის შემადგენელ ენერგეტიკულ ველებს. მათი საშუალებით ენერგია რომელიც დაგროვდა კვერცხის პერიფერიაზე მოდის მოძრაობაში და უბრუნდება ფიზიკურ სხეულს. თითოელ ჯერზე როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რომელიმე მაგიურ პასს, ჩვენ მართლა ვცვლით ზოგიერთ სტრუქტურას, რომელიც დევს ჩვენი არსეის ფუძეში.
K.K.

ჩვენი კულტურა, სოციალური ყოფა, ყოველდღიური აუცილებელი რუტინა ანაწილებს თითოეული ადამიანის ენერგიას და მიართავს მას სრულად დამკვიდრებული ქცევის მოდელის აღსადგენად, გამოსავლენად, განსახორციელებლად, ქმნის რა ამით წინაღობას, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გადავლახოთ ჩვეულებრივი აღქმის საზღვრები. ამიტომ ადამიანები ჩაკეტილები არიან ერთი და იმავე სამყაროს საზღვრებში, ერთი და იმავე ცოდნის საზრვრებში, ერთი და იმავე დროში და პარადიგმაში... განვითრება შეჩერებულია რადგან თავისუფლების გარეშე არ არსებობს განვითარება.... მაგიური პასები არ ეკუთვნიან ჩვენს სამყაროს, ამიტომ ისინი არ არიან ჩვენი სამყაროს ნაწილი, მათი შესრულება დღითი დღე ანგრევს ცნობილის საზღვრებს, ადამიანის სხეულისა და ენერგეტიკისაგან ქმნის იმას რაც არასოდეს ჰქონია მას ჩვენი სოციალიზაციის, ცოდნისა და ფორმის ფარგლებში. ჩვეულებრივ ადამიანი ყოველთვის იყო სუსტი, მხდალი, დაბეჩავებული და ინერტული არსება. მაგრამ აღმდგენი ვარჯიშები მისგან ქმნიან უშიშარ, ძლიერ, ჯანმრთელ და ფსიქიურად უდიდესი მედეგობის მქონე არსებას. ადამიანურიური ფორმა ინგრევა და ჩნდება ზეადამიანური.
Post Reply