სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის პრაქტიკა
დჰარმა
Posts: 7
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Tue Jun 18, 2019 1:12 pm

გარკვეული დროის შემდეგ პიროვნება ჩაბღაუჭებას ასუსტებს. მაძიებელი აღთქმული მიწის კვალს დაადგება ''გაურკვევლობის უდაბნოში" 40 წლის განმავლობაში. ამხანად ის რისხდება ''სამართლიანი რისხვით'' და აქებს იქ, სადაც სამართლიანობა მოითხოვს მისგან შექებას. ამავე რეაქციებით სარგებლობდა მოსე, ამ ''ძველი'' მიდგომების გამო მან ორმოცი წელი იხეტიალა. აღთქმული მიწა დაიმკვიდრეს მხოლოდ იუდეველმა ყრმებმა, იმათ, ვისაც შეეძლო კეთილი ყოფილიყო იქაც, სადაც ამას გარემოება მოითხოვდა და იქაც კი სადაც გარემოება რისხვას მოითხოვდა. ანუ ამ ეტაპზე მაძიებელი სწავლობს კეთილი ნების გამოვლენას არა სამართლიანობის პრინციპით, არამედ ყველაგან და ყოველთვის. ნელ-ნელა ის წვდება სიყვარულის ჩანასახებს და მასში იბადება ყრმა, ფორმირებას იწყებს მხსნელის ანუ სიყვარულის ცნობიერება. ჩვილის დაბადება (ქრისტეს ცნობიერება) მაძიებლის შიგანან პლანებზე აღინიშნება პირველი განდობის რიტუალით და მას იერარქიაში იღებენ. ამ ეტაპზე მოსწავლის პიროვნება ჯერ კიდევ გააფთრებული ნადირობს ჩვილებზე, სიყვარულის პრაქტიკულობის რწმენაზე და ესაა დიადი ომი. მოსწავლე ხვდება, რომ ''პიროვნებსი შემოტევებზე'' მხოლოდ ერთადერთი რეაქცია გამოდგება ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი, თუმცა უფრო ხშირად მას ეს მაინც არ გამოსდის. ის ხვდება, რომ გარშემომყოფები ძალ-ღონეს არ აკლებენ რათა გადაარწმუნონ იგი, არა ატრონ უმაღლესი ევოლუციის გზაზე. მოსწავლე ხშირად რეაგირებს გაღიზიანებით, წყენით,განსჯით, თუმც ყოველთვის ცდილობს პოსტფაქტუმ გამოასწოროს ეს ყევლაფერი სიყვარულის დათესვით! და მოსწავლე არა მხოლოდ კულტივირებს სიყვარულს, არამედ ყოველმხრივ იკვლევს მის კეთილ ზემოქმედებას შიგნით თუ გარეთ!

მოწაფე ამჩნევს, რომ რაც მეტის სიყვარული მით უფრო ხარისხიანია სიცოცხლე. შეისწავლის სიყვარულს როგორც მეცნიერი-პრაქტიკოსი, ცხოვრების მკვლევარი... ადრე ის იბრძოდა ყველაფრისთვის ძალით, ცბიერებით, პირფერობით, აგრესიით, სასჯელით, ყველა ნაბიჯს წონიდა და ა.შ ახლა კი სწავლობს, რომ ყველაფერი თავისით მოდის მისი ხელებისაკენ თუ აწარმოებს, ავრცელებს , ავლენს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს!



ოლმეკის რუსული სტატიიდან ''შეცდომის უფლება'';
ზემოთმოყვანილი თარგმანი ჩემია.
დჰარმა
Posts: 7
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Thu Jul 11, 2019 10:47 am

მე ვეღარ შევიკავე თავი და კითხვები დავუსვი ინსტრუქტორს: რატომ არ ეხმარება უბედურ პაციენტს გასხივოსნებული სიტყვებით? ავადმყოფი მე მომეჩვენა ძალზედ დათრგუნულად, მაშინ როდესაც მისი მდევარი უკვე აგრესიულად გაიმართა. რატომ არ უნდა შევაჩეროთ უხეში ხელი, რომელიც ემუქრება ამ უბედურს?
უფრო სამართლიანი არ იქნებოდა ხელი შეგვეშალა შემპყრობელისათვის?

ინსტრუქტორმა მშვიდად მომისმინა და მიპასუხა: ''ჩვენი საუბარი და გასხივოსნებული სიტყვები არაფრის მომტანი იქნებოდა, ანდრე, რამეთუ ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ისიი ისე გვიყვარდეს თითქოს ჩვენი ღვიძლი შვილები ან ძმები არიან. ჩვენთვის, ოდნავ წინ წასულ მოაზროვნეთათვის, ისინი მხოლოდ უბედური ადამიანები არიან და მეტი არაფერი........

მან გაიხედა უახლოესი დიდი კარისაკენ და დაამატა:
-ჩვენი და, სიპრიანა, დახმარების ჯგუფის ორიენტირი რომელთანაც მე ვთანამშრომლობ მალე აქ იქნება.

რამოდენიმე წუთი გავიდა, რომლის დროსაც მსხვერპლმა და მისმა მადევარმა ერთმანეთში მწარე სიტყვები გაცვალეს....

ამ დროს ვიღაც გამოჩნდა კარის ზღურბლზე. ო! ეს იყო დახვეწილი ქალბატონი, საშუალო ასაკის, რბილი და ფაქიზი თვალების სინათლით. მე აღელვებით მოვიხარე ქედი მის წინაშე. კალდერარო ოდნავ შეეხო ცემს მხარს და ცამჩურჩულა ყურში:
-ეს ჩვენი და სიპრიანაა, ღვთიური ძმური სიყვარულის მატარებელი, რომლისთვისაც ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია.


("შეპყრობილობა-მიზეზები-შედეგები")
დჰარმა
Posts: 7
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Mon Aug 05, 2019 7:35 pm

იესომ თქვა


'' როდესაც ის გახდება ცარიელი, ის აივსება სინათლით, ხოლო როდესაც ის გაიყოფა ის აივსება სიბნელით"

ამაყ ადამიანს მიაჩნია, რომ მან ბევრი იცის, ამიტომ მას არ ესმის ჭეშმარიტების ენა. იგი არ ეძებეს ჭეშმარიტებას, იგი მხოლოდ ძალაუფლებას, აღიარებას და სხვებზე ბატონობას ეძებს. იმისათვის რომ მიიღო სწავლება სწორად უნდა აფასებდე საკუტარ თავს, უნდა დაუშვა, რომ სინამდვილეში არავითარი ცოდნა არ გაგაჩნია და ჭეშმარიტება სიყვარულშია... მხოლოდ დაცარიელების შემდეგ, მას შემდეგ რაც მიხვდება, რომ სინამდვილეში წიგნებში წაკითხულ ცოდნას არაფერი აქვს საერთო ჭშმარიტებასთან, მზადაა ადამიანი აღივსოს ჭეშმარიტი სწავლებით - რომელიცაა სინათლე. ადამიანი გაყოფილია, თუ ის სიყვარულის მდგომარეობაში არაა, რადგან ამ დროს ის მუდმივად მსჯელობს, განიხილავს რა უფრო უკეტესია, ორჭოფობს, ეჭვი ეპარება, განიკითხავს, ეძებს დამნაშავეს, ცდილობს აირჩიუს უფრო ხელსაყრელი პოზიცია რათა გაინაღდოს კარგი მომავალი. ასეთი ადამიანი მუდმივად ედავება საკუთარ თავში, ტავის ერთ ნაწილს, რომელიც არ ეთანხმება მას. ანუ მუდმივად დგას საკითხი იმის შესახებ, რომ ისე მოიქცეს როგორც გული კარნახობს, თუ ისე, როგორც უფრო ხელსაყრელი და მარტივია. ადამიანტა უმრავლესობა ორადაა გაყოფილი და მუდმივად ეკამათება საკუთარ თავს!

ადამიანს არასწორად ჰგონია, რომ მისი მომავალი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად მარიფათიანად მოიქცევა იგი აწმყოში. რამდენად დასწრებს სხვას, რამდენ კაცს შეაწუხებს თხოვნით, მოიმადლიერებს სამომავლოდ , რამდენს ეპირფერება, რამდენს მიუჩენს საკადრის ადგილსა და პასუხს, დასჯის, სამაგიეროს გადაუხდის, ხელს შეუშლის და ა.შ ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ მომავალი კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია აწმყოში განცდილი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ა !!! ამიტომ საკუთარ ტავთან საკამათო არაფერია, ჩვენ ვზრუნავთ სიყვარულზე, ის კი აგვარებს ყველა პრობლემას. ასე, რომ არც არაფერის განსასჯელი, და არც განსაკითხია ვინმე, რადგან მათ რაც არ უნდა გააკეთონ და როგორც არ უნდა გააკეთონ ტქვენს მიმართ, მომავალი ამით არ განისაზღვრება. მომავალს მხოლოდ სიყვარული განსაზღვრავს. სიყვარული და განსჯა-განკითხვა ერთად ვერ იქნება. სიყვარულში შეუძლებელია განკითხვა და განსჯა და პირიქით - განსჯაგანკითხვის შეცერების გარეშე შეუძლებელია სიყვარული. ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს განსჯა-განკითხვა და დაუბრუნდეს სიყვარულს!


""მე სინათლე ვარ, რომელიც ყველაზეა. მე ყველაფერი ვარ: ყოველივე ცემგან გამოვიდა და ჩემთან დაბრუნდება. გაჭერი ხე- მე იქ ვარ; აწიე ქვა - შენ იქ მიპოვი მე''

როდესაც იესო გვეუბნება 'მე' ის გულისხმობს სიყვარულს. ადამიანებს რატომრაც მიაჩნიათ, რომ ღმერთი ჰაერშია, ქვისაგან აგებულ შენობებშია, ხისგან აგებულ შენობაში და ა.შ
ისინი ვერ ხედავენ, რომ ნებისმიერი სიცოცხლე სიყვარულის გამოვლინებაა, ღმერთის თანდასწრების მანიფესტირება!
keti
Posts: 14
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Wed Aug 28, 2019 7:55 pm

მოკლედ უღრმესი მადლობა ყველას ვინც აკეთებს სიყვარულის პრაქტიკას და ავრცელებს ინფორმაციას მის შესახებ.

დავიწყე სიყვარულის პრაქტიკა..
ვიცი რომ რაღაც ნამდვილად არ მაქვს წესრიგში. ვგრძნობ რომ კარმის ხაზით მივდივარ და სული მაძლევს მინიშნებებს.. ვაკეთბ სიყვარულის პრაქტიკას, თითქოს მოდის შვება, პატარ-პატარა გაელვებები რომ ყველაფერი კარგად იქნება.. მაგრამ ცოტა ხანში ისევ ვგრძნობ პრობლემის რეალურობას.. უბრალოდ სხვა გზა სიყვარულის გარდა არ მაქვს. ესე მგონია..
keti
Posts: 14
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Thu Aug 29, 2019 9:53 am

უცნაურია.. პრობლემების სიმძიმეს ვგრძნობ განსაკუთრებით ახალ გაღვიძებულზე.. სიყვარულის პრაქტიკით თითქოს უქმდება ისინი.. ამიტომ კარგი განწყობით მეძინება, მაგრამ გაღვიძებისას ისევ სიმძიმეს ვგრძნობ. თითქოს სული პორციებად მაწვდის გადასამუშავებელ სამუშაოს.
keti
Posts: 14
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Thu Aug 29, 2019 10:34 pm

მინდა რომ სიყვარულის პრაქტიკის მეშვეობით წარსული ამოვძირკვო..
მაქვს ღრმად ჩალექილი კარმული რეაქციები მოვლენებსზე.. მინდა რომ გავასუფთავო საკუთარი თავი.
"მოწაფე ამჩნევს, რომ რაც მეტის სიყვარული მით უფრო ხარისხიანია სიცოცხლე. შეისწავლის სიყვარულს როგორც მეცნიერი-პრაქტიკოსი, ცხოვრების მკვლევარი... ადრე ის იბრძოდა ყველაფრისთვის ძალით, ცბიერებით, პირფერობით, აგრესიით, სასჯელით, ყველა ნაბიჯს წონიდა და ა.შ ახლა კი სწავლობს, რომ ყველაფერი თავისით მოდის მისი ხელებისაკენ თუ აწარმოებს, ავრცელებს , ავლენს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს!"
როგორ გენიალურად ჟღერს..
keti
Posts: 14
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Fri Aug 30, 2019 8:05 pm

სიყვარულის პრაქტიკის გარდა მგონი არანაკლებ აუცილებელია საკუთარი გაუაზრებელი, მექანიკური, იმპულსური ქმედებების დაფიქსრირება და დაუყოვნებლივ აღკვეთა. ლაზარევიც იძახის რომ სიყვარული/ღმერთი თუ გინდათ отрешённость უნდა იყოს.. ანუ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამის სწავლაც, რომ ასე თუ ისე სიყვარულთან სუფთად მივიდეთ და არა გააქტიურებული გონებით და ამქვეყნიური მისწრაფებებით.
keti
Posts: 14
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Sun Sep 01, 2019 12:55 pm

"...Если Вы говорите себе «Я буду прощать, я буду принимать любую ситуацию, я буду во всем видеть Божественную волю» – у вас получится на тысячный раз.

А если вы себе скажите «Я ощущаю, я чувствую себя другим человеком: прощающим, принимающим все и любящим» у вас этот процесс пойдет быстрее.

То есть нужно почувствовать себя, ощутить, что чувство Любви у вас уже непрерывно идет. Подавлять его вы уже не будете ни в какой ситуации. Именно это почувствовать, тогда пойдет ускорение процесса."

ლაზარევის ციტატაა და ძალიან დამხმარე..
Post Reply