Page 3 of 3

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Posted: Fri Jan 17, 2020 9:04 pm
by დჰარმა
სტატიიდან "შემდეგი ნაბიჯი"

(რომელიც ეხება დიდი ცვლილებებს პლანეტაზე. ეს სტატია მგონი ათი წელია უკვე ოლმეკის მიერ გამოქვეყნებულია , მაგრამ მაინც აქტუალური უნდა იყოს)

ადრე თუ გვიან ადამიანები მიხვდებიან, რომ ის რასაც ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და დასცინოდნენ თურმე ყველაზე საჭირო ყოფილა. ჭეშმარიტი ცოდნა ოქროსა და საჭმელზე ძვირფასი იქნება, ადამიანები დაუწყებებნ მას ძებნას, მაგრამ ძნელად იპოვიან, რადგან მცირედ იქნებიან მცოდნენი. ისინი ვისაც თავი განსწავლული ეგონა შუბლით შეეჩეხება მწარე რეალობას! ეკლესიის წინამძღვრებმა და მაღალჩინოსნებმა იციან მოსალოდნელი ამბების შესახებ და გადაკვრით ხანდისხან ქადაგებებნ, მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია!
ადამიანები უაზროდ მრავლდებოდნენ და ეხლაც განაგრძობენ გამრავლებას (უსაქმურობის) გამო. მაგრამ მოვა დრო როცა ვეღარ სეძლებენ ასე უაზრო ცხოვრებას რადგან საკვები აგარ იქნება იმდენი, რომ შვილები გააჩინონ. ასეთი სახით შეჩერდება სტიქიური გამრავლება.

სამი მძლავრი ვულკანი - ერთი ევროპაში, მეორე კუნძულზე, მესამე რუსეთში - ელიან დროს რათა გაიღვიძონ. მათი გაღვიძებით პლანეტაზე ზამთარი ჩამოწვება. ეს იმას ნიშნავს რომ ბუნება დამანგრეველ შოკს მიაყენებს ტექნოკრატიულ საზოგადოებას. სამწუხაროდ შიმშილის გარდა არის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაში - ვირუსები! სადრეისოდ ყოველი 10 ადამიანიდან 6-7 ავადაა მდორედ მიმდინარე ვირუსებითა და ინფექციებით.

ამ ყველაფერს მე შესაშინებლად არ ვწერ, მხოლოდ იმიტომ რომ დაფიქრდეთ! ვინა ხართ? საიდანა ხართ? რისთვის მოხვედით დედამიწაზე? თქვენ გგონიათ იმისთვის რომ ჭამოთ, სვათ, გამრავლდეთ და მაძღარი მოკვდეთ?

გამოფხიზლდით, დაფიქრდით დასვით შეკითხვები, ეძებეთ პასუხები, ეძიეთ სულიერი სამეფო რადგან ღმერთის მეტი ვერავინ დაგეხმარებათ!

დაუთმეთ საკუთარი ყურადღება სულს!

სიყვარული არის სიცოცხლე!!!

ცხოვრება გრძელდება? - მხოლოდ ღმერთთან ერთად!

ამ საიტისა და იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელიც განთავსებულია საიტზე, თქვენთვის შესაძლებელია იმიტომ, რომ არსებობს პროექტი სიყვარულის გავრცელება და არსებობენ ის ადამიანები - რომლებიც თუნდაც მცირედით ეხმარებიან ამ საქმეს - რათა ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია სიყვარულის, იერარქიისა და ქრისტეს დაბრუნების სესახებ! როდესაც ადამიანები ისწავლიან სულიერი სწავლების დაფინანსებას , მიხვდებიან, რომ ეს უფრო საჭიროა , ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის დაფინანსება მაშინ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნება თქვენს წინაშე.

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Posted: Fri Jan 24, 2020 12:49 pm
by keti
გამარჯობა დჰარმა, გთხოვ დალინკე სრული სტატია.

მადლობა

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Posted: Sun Jan 26, 2020 10:11 pm
by დჰარმა
გამარჯობა ქეთი. ახლავე:


http://olmek.ru/Shemdegi%20nabiji.htm



ესეც პროექტი "სიყვარულის გავრცელება"

http://olmek.ru/Mxardachera%20Qristes%2 ... neblad.htm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Posted: Wed Jan 29, 2020 8:24 pm
by keti
დიდი მადლობა