სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის პრაქტიკა
დჰარმა
Posts: 6
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Tue Jun 18, 2019 1:12 pm

გარკვეული დროის შემდეგ პიროვნება ჩაბღაუჭებას ასუსტებს. მაძიებელი აღთქმული მიწის კვალს დაადგება ''გაურკვევლობის უდაბნოში" 40 წლის განმავლობაში. ამხანად ის რისხდება ''სამართლიანი რისხვით'' და აქებს იქ, სადაც სამართლიანობა მოითხოვს მისგან შექებას. ამავე რეაქციებით სარგებლობდა მოსე, ამ ''ძველი'' მიდგომების გამო მან ორმოცი წელი იხეტიალა. აღთქმული მიწა დაიმკვიდრეს მხოლოდ იუდეველმა ყრმებმა, იმათ, ვისაც შეეძლო კეთილი ყოფილიყო იქაც, სადაც ამას გარემოება მოითხოვდა და იქაც კი სადაც გარემოება რისხვას მოითხოვდა. ანუ ამ ეტაპზე მაძიებელი სწავლობს კეთილი ნების გამოვლენას არა სამართლიანობის პრინციპით, არამედ ყველაგან და ყოველთვის. ნელ-ნელა ის წვდება სიყვარულის ჩანასახებს და მასში იბადება ყრმა, ფორმირებას იწყებს მხსნელის ანუ სიყვარულის ცნობიერება. ჩვილის დაბადება (ქრისტეს ცნობიერება) მაძიებლის შიგანან პლანებზე აღინიშნება პირველი განდობის რიტუალით და მას იერარქიაში იღებენ. ამ ეტაპზე მოსწავლის პიროვნება ჯერ კიდევ გააფთრებული ნადირობს ჩვილებზე, სიყვარულის პრაქტიკულობის რწმენაზე და ესაა დიადი ომი. მოსწავლე ხვდება, რომ ''პიროვნებსი შემოტევებზე'' მხოლოდ ერთადერთი რეაქცია გამოდგება ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი, თუმცა უფრო ხშირად მას ეს მაინც არ გამოსდის. ის ხვდება, რომ გარშემომყოფები ძალ-ღონეს არ აკლებენ რათა გადაარწმუნონ იგი, არა ატრონ უმაღლესი ევოლუციის გზაზე. მოსწავლე ხშირად რეაგირებს გაღიზიანებით, წყენით,განსჯით, თუმც ყოველთვის ცდილობს პოსტფაქტუმ გამოასწოროს ეს ყევლაფერი სიყვარულის დათესვით! და მოსწავლე არა მხოლოდ კულტივირებს სიყვარულს, არამედ ყოველმხრივ იკვლევს მის კეთილ ზემოქმედებას შიგნით თუ გარეთ!

მოწაფე ამჩნევს, რომ რაც მეტის სიყვარული მით უფრო ხარისხიანია სიცოცხლე. შეისწავლის სიყვარულს როგორც მეცნიერი-პრაქტიკოსი, ცხოვრების მკვლევარი... ადრე ის იბრძოდა ყველაფრისთვის ძალით, ცბიერებით, პირფერობით, აგრესიით, სასჯელით, ყველა ნაბიჯს წონიდა და ა.შ ახლა კი სწავლობს, რომ ყველაფერი თავისით მოდის მისი ხელებისაკენ თუ აწარმოებს, ავრცელებს , ავლენს ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს!



ოლმეკის რუსული სტატიიდან ''შეცდომის უფლება'';
ზემოთმოყვანილი თარგმანი ჩემია.
დჰარმა
Posts: 6
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Thu Jul 11, 2019 10:47 am

მე ვეღარ შევიკავე თავი და კითხვები დავუსვი ინსტრუქტორს: რატომ არ ეხმარება უბედურ პაციენტს გასხივოსნებული სიტყვებით? ავადმყოფი მე მომეჩვენა ძალზედ დათრგუნულად, მაშინ როდესაც მისი მდევარი უკვე აგრესიულად გაიმართა. რატომ არ უნდა შევაჩეროთ უხეში ხელი, რომელიც ემუქრება ამ უბედურს?
უფრო სამართლიანი არ იქნებოდა ხელი შეგვეშალა შემპყრობელისათვის?

ინსტრუქტორმა მშვიდად მომისმინა და მიპასუხა: ''ჩვენი საუბარი და გასხივოსნებული სიტყვები არაფრის მომტანი იქნებოდა, ანდრე, რამეთუ ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია ისიი ისე გვიყვარდეს თითქოს ჩვენი ღვიძლი შვილები ან ძმები არიან. ჩვენთვის, ოდნავ წინ წასულ მოაზროვნეთათვის, ისინი მხოლოდ უბედური ადამიანები არიან და მეტი არაფერი........

მან გაიხედა უახლოესი დიდი კარისაკენ და დაამატა:
-ჩვენი და, სიპრიანა, დახმარების ჯგუფის ორიენტირი რომელთანაც მე ვთანამშრომლობ მალე აქ იქნება.

რამოდენიმე წუთი გავიდა, რომლის დროსაც მსხვერპლმა და მისმა მადევარმა ერთმანეთში მწარე სიტყვები გაცვალეს....

ამ დროს ვიღაც გამოჩნდა კარის ზღურბლზე. ო! ეს იყო დახვეწილი ქალბატონი, საშუალო ასაკის, რბილი და ფაქიზი თვალების სინათლით. მე აღელვებით მოვიხარე ქედი მის წინაშე. კალდერარო ოდნავ შეეხო ცემს მხარს და ცამჩურჩულა ყურში:
-ეს ჩვენი და სიპრიანაა, ღვთიური ძმური სიყვარულის მატარებელი, რომლისთვისაც ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია.


("შეპყრობილობა-მიზეზები-შედეგები")
Post Reply