სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის პრაქტიკა
დჰარმა
Posts: 13
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Fri Jan 17, 2020 9:04 pm

სტატიიდან "შემდეგი ნაბიჯი"

(რომელიც ეხება დიდი ცვლილებებს პლანეტაზე. ეს სტატია მგონი ათი წელია უკვე ოლმეკის მიერ გამოქვეყნებულია , მაგრამ მაინც აქტუალური უნდა იყოს)

ადრე თუ გვიან ადამიანები მიხვდებიან, რომ ის რასაც ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და დასცინოდნენ თურმე ყველაზე საჭირო ყოფილა. ჭეშმარიტი ცოდნა ოქროსა და საჭმელზე ძვირფასი იქნება, ადამიანები დაუწყებებნ მას ძებნას, მაგრამ ძნელად იპოვიან, რადგან მცირედ იქნებიან მცოდნენი. ისინი ვისაც თავი განსწავლული ეგონა შუბლით შეეჩეხება მწარე რეალობას! ეკლესიის წინამძღვრებმა და მაღალჩინოსნებმა იციან მოსალოდნელი ამბების შესახებ და გადაკვრით ხანდისხან ქადაგებებნ, მაგრამ ეს მხოლოდ წვეთია!
ადამიანები უაზროდ მრავლდებოდნენ და ეხლაც განაგრძობენ გამრავლებას (უსაქმურობის) გამო. მაგრამ მოვა დრო როცა ვეღარ სეძლებენ ასე უაზრო ცხოვრებას რადგან საკვები აგარ იქნება იმდენი, რომ შვილები გააჩინონ. ასეთი სახით შეჩერდება სტიქიური გამრავლება.

სამი მძლავრი ვულკანი - ერთი ევროპაში, მეორე კუნძულზე, მესამე რუსეთში - ელიან დროს რათა გაიღვიძონ. მათი გაღვიძებით პლანეტაზე ზამთარი ჩამოწვება. ეს იმას ნიშნავს რომ ბუნება დამანგრეველ შოკს მიაყენებს ტექნოკრატიულ საზოგადოებას. სამწუხაროდ შიმშილის გარდა არის კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდ წვლილს შეიტანს მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაში - ვირუსები! სადრეისოდ ყოველი 10 ადამიანიდან 6-7 ავადაა მდორედ მიმდინარე ვირუსებითა და ინფექციებით.

ამ ყველაფერს მე შესაშინებლად არ ვწერ, მხოლოდ იმიტომ რომ დაფიქრდეთ! ვინა ხართ? საიდანა ხართ? რისთვის მოხვედით დედამიწაზე? თქვენ გგონიათ იმისთვის რომ ჭამოთ, სვათ, გამრავლდეთ და მაძღარი მოკვდეთ?

გამოფხიზლდით, დაფიქრდით დასვით შეკითხვები, ეძებეთ პასუხები, ეძიეთ სულიერი სამეფო რადგან ღმერთის მეტი ვერავინ დაგეხმარებათ!

დაუთმეთ საკუთარი ყურადღება სულს!

სიყვარული არის სიცოცხლე!!!

ცხოვრება გრძელდება? - მხოლოდ ღმერთთან ერთად!

ამ საიტისა და იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელიც განთავსებულია საიტზე, თქვენთვის შესაძლებელია იმიტომ, რომ არსებობს პროექტი სიყვარულის გავრცელება და არსებობენ ის ადამიანები - რომლებიც თუნდაც მცირედით ეხმარებიან ამ საქმეს - რათა ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია სიყვარულის, იერარქიისა და ქრისტეს დაბრუნების სესახებ! როდესაც ადამიანები ისწავლიან სულიერი სწავლების დაფინანსებას , მიხვდებიან, რომ ეს უფრო საჭიროა , ვიდრე ნებისმიერი სხვა რამის დაფინანსება მაშინ, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაიხსნება თქვენს წინაშე.
keti
Posts: 17
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Fri Jan 24, 2020 12:49 pm

გამარჯობა დჰარმა, გთხოვ დალინკე სრული სტატია.

მადლობა
დჰარმა
Posts: 13
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Sun Jan 26, 2020 10:11 pm

გამარჯობა ქეთი. ახლავე:


http://olmek.ru/Shemdegi%20nabiji.htm



ესეც პროექტი "სიყვარულის გავრცელება"

http://olmek.ru/Mxardachera%20Qristes%2 ... neblad.htm
keti
Posts: 17
Joined: Wed Nov 07, 2018 3:58 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by keti » Wed Jan 29, 2020 8:24 pm

დიდი მადლობა
დჰარმა
Posts: 13
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Mon Mar 09, 2020 12:12 pm

საშუალოსტატისტიკური ადამიანი გამოკეტილია ერთ რეალობაში, სამყაროში, დროსა და სივრცეში -

ეს მდგომარეობა შეესაბამება პიროვნებასა და პიროვნულობას , ეგო-ს და ეგო-იზმს. მეორე მხრივ სული თავისუფალია დროისა და სივრცისაგან, მისი მდგომარეობა მოიცავს მრავალ დროსა და სივრცეს, რეალობას.
მედიტაციის მთავარი არსი არის სულთან ინტეგრირება,
მისი მდგომარეობის მიღწევა, სულის დაბრუნება.
ამიტომ რეალობათა ცვლა, გადაადგილება ერთი რეალობიდან მეორეში
დროსა და სივრცეში მოძრაობა
არის სულთან დაახლოების - გასულიერების საშუალება.

ჩვენ მივდივართ სულისაკენ და ამავე დროს სული მოდის ჩვენსკენ. მედიტაცია არის საშუალება მმიიღო გაკვეთილები სულისაგან, მასწავლებლისაგან, განახორციელო ღვთიური ნება. სინამდვილეში მასწავლებელი არის სხვა რეალობაში , დროის მიღმა, და მისვლა ხდება მედიტაციით.

ასეთ გადასვლებს ადრე თუ გვიან სედეგად მოჰყვება მასწავლებელთან შეხვედრა - ერთი, ორი, ათი, ასი, ათასი და ა.შ
შეხვედრისას მასწავლებელი მოსწავლეს არიგებს, აძლევს რჩევებს, მოძღვრავს, ასწავლის, უხსნის, უმხელს საიდუმლოებებს, აჩვენებს ჭეშმარიტებას, აზიარებს ღმერთს.

სადღეისოდ უამრავი ადამიანი ცდილობს იმედიტიროს, თუმცა საუკეთესო შემთხვევაში ბევრი მათგანი აღწევს მხოლოდ პირველ საფეხურს /ეს არის სხეულის სრული მოდუნება, თუმცა ეს ოთხიდან მხოლოდ საწყისია/. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი, მაგალითად მედიტირების არასწორი მეთოდი , ფორმა, სახე, დრო , ხანგრძლივობა ან არასათანადო მონდომება, ჟინი, ცხოვრების არასწორი წესი და სხვა.

მიწიერ პლანზე მასწავლებელი ეწოდება მას, ვინც ასეთი გადაადგილებებით და მასწავლებელთან კონტაქტით მიიღო რამოდენიმე ათასი გაკვეთილი. ასეთი ადამიანები ძალზედ ცოტაა.



წყარო http://olmek.ru
დჰარმა
Posts: 13
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Fri Mar 13, 2020 10:59 am

კითხვა: ხშირად კონფლიქტის შემდეგ ვხვდები, რომ სიყვარული დავკარგე,
ვიცოდი მაგრამ რაღაც გადამეკეტა და ისევ აგრესია გამოვხატე.


პასუხი: როდესაც დგება აქტიური ფაზა სიყვარული სწრაფად ეძლევა დავიწყებას, რადგან გონებას მიაჩნია რომ ახლა სხვა რამაა მნიშვნელოვანი, რომ ახლა ვერ დაუშვებს ენერგიის გახარჯვას ექსპერიმენტული თეორიების შემოწმებაზე და საჭიროა უკვე კარგად ნაცადი მეთოდებით იმოქმედოს. ეს მომენტი არ უნდა გაგექცეს. უნდა დააფიქსირო, რომ პასიური ფაზიდან აქტიურზე გადასვლით სიყვარული გავიწყდება , და არ უნდა მისცე გონებას საშუალება პირველ ადგილზე გადმოიტანოს სიტუაციის სიმძაფრე. ანუ არ უნდა მისცე საშუალება, რომ ყურადღება მოხსნას სიყვარულიდან და გადაიტანოს სიტუაციაზე , ან მოსაუბრეზე იმდენად, რომ დავიწყებას მიეცეს სიყვარული. სიტუაციის დროს უნდა ხშირად გაუმეორო შენს თავს, რომ მთავარი და პირველადი სიყვარულია.


ეს რაღაცით ჰგავს სიზმარმხილველის მოქმედებას სიზმრს შიგნით, როდესაც ის საკუთარ ტავს უმეორებს რომ ეს ზმანებაა, სძინავს. ამას იმიტომ აკეთებს ხშირად, რომ მის წინ გადაშლილი "სცენა" პირველ ადგილზე არ დააყენოს და რეალობად არ მიიღოს. ანუ ის რეაგირებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს სიზმარია, და არა მის წინ მიმდინარე მოვლენებზე.

ეს პრაქტიკა არაა ძნელი როდესაც ყველდღიურობას უყურებ როგორც სიყვარულის ოსტატი.
დჰარმა
Posts: 13
Joined: Thu Sep 20, 2018 6:11 pm

Re: სიყვარულის პრაქტიკა

Post by დჰარმა » Mon Mar 23, 2020 3:48 pm

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე მაშინ როდესაც ვინმე არასწორად იქცევა, ამჟღავნებს აშკარა თავნებობას, მაგალითად ბავშვი არასწორედ იქცევა უნდა გაიტანოს თავისი ურჩობს და ა.შ განა ის არ უნდა დავსაჯო?

პასუხი დასჯა შეუძლებელია იქ სადაც სუფევს სიყვარული. მართალია ბავშვი ცუდად იქცევა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარღვიოთ სიყვარულის კანონი. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყოველთვის და ყველგან სიყვარული დგას უპირველეს პრიორიტეტად და არა შედეგის მიღწევა ამა თუ იმ საკიტხში (თუნდაც ბავშვის აღზრდაძში). სიყვარული მოითხოვს ჩვენგან სიმშვიდეს, ჰარმონიას, აუღელვებლობას, თავისუფალი ნების პატივისცემას. ბავშვმა კარგად არ იცის რას აკეთებს და შეიძლება მოუვიდეს სეცდომა; ამ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია მივცეთ რჩევა , ვიმოქმედოთ ყოველგვარი აგრესიის გამორიცხვით , მივცეთ ბავშვს უფლება მოიმკას შეცდომის შედეგი . ეს ბევრად უკეთესის ვიდრე დავარღვიოთ სიყვარულის კანონი ან ვაიძულოთ რამე, ე.ი უარვყოთ თავისუფალი ნება. ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ: მაგალითად, დავკეტოთ აივნის კარი. მაგრამ არ მივმართავთ ძალადობას რათა ბავშვებს ვასწავლოთ ჭკუა. ჩხუბით, ცემით, აგრესიით, საყვედურებით , განკითხვით არაფერი არ მიიღწევა გარდა შიშისა ! ჩვენი მიზანია სიყვარულის და არა შიშის გავრცელება.


კითხვა: როდესაც ჩვენგან ვინმე ითხოვს იმას რაც სიყვარულს ვნებს, რა უნდა ვქნათ?

პასუხი: უნდა მივიღოთ მისი შემოთავაზება მშვიდად, მაგრამ არ დავეთანხმოთ და ვიმოქმედოს სიყვარულის ინტერესებში.
Post Reply