არწივზე მაღლა
ყველა უფლება დაცულია ©
არც ერთი აბზაცი და ნაწილი ამ წიგნში წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით. ©.
რატომ ხდება ისე, რომ ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის შვილია, მიწაზე დახოხავს და უძლურია ჩაიდინოს გმირობა, სასწაული, წარმოუდგენელი, არნახული, მარადიული.. რატომ ეგუება ადამიანი თავის დამცირებულ, მონურ, უგუნურ მდგომარეობას, ეგუება მას და არც კი ცდილობს ბრძოლას თავისუფლებისათვის?
ადამიანს მინიჭებული აქვს მეუფება ყოველივეზე, მაშასადამე ის უნდა დაფრინავდეს არწივზე მაღლა. რატომ არ დააფუძნა მან დღემდე თავისი ძალაუფლება?
ბევრი მწერს რომ თავის მოკვლა უნდა ისეთ დღეშია, სხვები სიდუხჭირეს განიცდიან, უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება, აწუხებთ ბევრი რამ, ვერ აღწევენ საწადელს, ვერ ფლობენ ვერც მატერიას და ვერც სულს. ითხოვენ დახმარებას. მათ არ უნდათ გაიგონ რომ ამ ყველაფერში დამნაშავეა გონება!
ზოგი პირად შეხვედრას მთხოვს, ზოგი დიაგნოსტირებას, სხვებიც უბრალოდ ჩარევას, დახმარებას.
მე არ ვხვდები პირადად არავის, არც დიაგნოსტირებას ვახდენ და არც სხვაგვარ დახმარებას გარდა რჩევისა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ შეიცნოთ საკუთარი თავი, გონების ეშმაკობა, დაიმორჩილოთ გონება, ჩაანაცვლოთ ის სიყვარულით, გვერდი აუაროთ მას, გახვიდეთ სხეულიდან და ნახოთ სხვა სამყაროები, თქვენი უფლებები, გონების დიქტატის გარეშე.
დავწერე აგერ უკვე ექვსი წიგნი, მათში დაწვრილებით გადმოვეცი დიალოგები ჩემს დიად მასწავლებლებთან სულიერ პლანზე, სხეულს გარეთ, ჩემი სწავლის პროცესი, ნაბიჯები, ზოგ წიგნს პირდაპირ გაკვეთილების ფორმა აქვს. ისინი ადამიანში აღვივებენ დიად სულს, ღმერთის შვილს, გმირს.
გონება მუდამ ჩაგძახებთ, რომ თქვენ არავინ არ ხართ, მხოლოდ ჭია და მატლი, მტვერი და მიწა, არც ეცადოთ, არც იფიქროთ დიადზე, მარადიულზე, წარმოუდგენელზე, სასწაულზე. გეუბნებათ რომ არ შეგიძლიათ, სუსტი ხართ, ძნელია, შეუძლებელი. ამავე გონებას აყოლილი მქადაგებლები გარწმუნებენ, რომ უკვდავება მიუღწეველია, ეს არავის გამოსდის, არც ეცადოთ, ეს მრუდე გზაა. ისინი ემსახურებიან გონებას, რომელიც არის დემონის საჩუქარი, გველის საჩუქარი, სანტანის ძღვენი.
უკვდავებას რომ თავი დავანებოთ, გონება მუდამ ჩაგძახებთ რომ საქმე ცუდათაა, რომ ერთადერთი რაც დაგრჩათ სიამოვნებაა, გემრიელი ჭამა, სექსი, გართობა და მერე იყოს რაც იქნება.
უნდა დაფიქრდეთ რატომ გაჯაჭვებთ გონება საპირისპირო სქესს, სექსს, თვითდაკმაყოფილებას, სმას, წამალს, მძიმე გემრიელ საკვებს? რატომ?
იმიტომ ხომ არა, რომ ამ ყველაფრის შეზღუდვით საფრთხე ემუქრება გონების დიქტატს, თქვენს შიგნით ტრანსლირებად პროპაგანდას, რომელიც ტვინს გირეცხავთ და გეუბნებათ რომ არარაობა ხართ, მოკვდავი, სუსტი, სამყარო მხოლოდ სიამოვნებაა, ერთხელ ცხოვრობთ და არ უნდა გაუშვათ გართობის შანსი ხელიდან.
როგორმე უნდა გაიგოთ, ვერავინ დაგეხმარებათ თუ თავად არ შეზღუდეთ ის ქმედებები რაც აფეტიშებს გონებას.
დავწერე და გადმოვეცი წიგნად უნიკალური სწავლება(შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“), რომელიც ფაქტიურად ქრისტეს სწავლების ფუძეა, სანუკვარი აქამდე დაფარული ცოდნა რომელიც აუქმებს გონების დიქტატს, სანტანის დამამონებელ მექანიზმს თქვენში, გაძლევთ რა ერთადერთ შანსს იხსნათ თავი.
დაგიწერეთ და გადმოგეცით ფიზიკური სხეულის დატოვების ტექნლოგია წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
აღვწერე თავად სინათლის სხეული, მისი შესაძლებლობები, დროში და სივრცეში გადაადგილების სქემა, სულის მოპოვების ტექნოლოგია, უამრავი ჩანახატით და დიაგრამით წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“. მაგრამ თქვენ წაკითხვაც კი გეზარებათ, ხოლო ვინც კითხულობს ძალისხმევა ეზარება, უცებ უნდათ გონებისაგან განთავისუფლება, მარტივად.
შედეგად ასეთი ადამიანები ხვდებიან იმ მოლაპარაკე თავებთან, რომლებიც მათ უყვავებენ, ურჩევენ არ იჩქარონ, ნელა იარონ, ჰქონდეთ სექსიც, ჭამა სმაც, გართობაც და არ უსმინონ ჩემნაირ ინსტრუქტორებს რომლებიც მათ დანაშაულის გრძნობას გაუჩენენ სექსის დროს, გემრიელი სმა ჭამის დროს. ანუ სექსი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ დანაშაულის გრძნობის გარეშე, სრული განცხრომით. უნდა სვან და ჭამონ მაგრამ ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე, ეჭვების გარეშე..
დაგიწერეთ წიგნი „ფლობის ბეჭედი“ სადაც გაჩვენეთ რა მოსდის ასეთ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ, რა ემართება სიცოცხლეშივე, როგორ ხდება შეპყრობილი, რა გზით შედის მასში შემყრობელი, როგორ იმკვიდრებს თავს, მოგიყვანეთ ადამიანის ფლობის მექანიზმი, რითაც სიბნელე იმონებს თითოეულ თქვენგანს.
ბოლოსდაბოლოს წიგნში „აშრამის გაკვეთილები“დაწვრილებით გადმოგეცით ფაქიზ პლანზე, ბუდჰის სიმაღლეზე, დიადი მასწავლებლების ლეცია გაკვეთილები სექსის დამღუპველ მოქმედებაზე სულიერ გზაზე, სხეულზე, ცენტრებზე, გადმოგეცით ცენტრების უნიკალური ახსნა, რომელსაც სხვაგან ვერსად შეხვდებით და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ცოტაა წამკითხავი და კიდევ უფრო ცოტაა გამკეთებელი.
ალქიმიის განხრით გამოვეცი წიგნი “ალქიმია ოქროს საწმისი” . ეს უნიკალური წიგნი მათთვის ვისაც შეუძლია დანახვა და ვისაც გააჩნია ანგელოზის სინათლე. მაგრამ ვაი რომ ასეთი სუფთა არავინაა..
მოგწონთ პროფანები რომლებიც ტკბილად და „გულწრფელად“ გიმღერიან „იავნანას“?
თქვენი საქმისა თქვენ იცით.
მე მომავალი თაობებისთვის ვწერ, რადგან მათია სულიერი საქართველო.
წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
https://olmek.ge/?page_id=527
შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
https://www.facebook.com/mzeonaiberieli
ყველა უფლება დაცულია ©
დისკუსია ამის შესახებ post