ყველა უფლება დაცულია ©. არც ერთი აბზაცი და ნაწილი ამ წიგნში წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით. ©.
ფიზიკური და სულიერი სიკვდილი წარმოადგენს უცოდინრობის შედეგს. სულიერი სიკვდილი დგება სიყვარულის შესახებ უცოდინრობით, მაგრამ ფიზიკური სიკვდილი დება სიყვარულის და სამყაროს შესახებ არსებული გამრუდებული ცოდნით ანუ ტყუილით. ატომური ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია ად სხვა კარგია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სიკვდილს, ისინი უსარგებლოა. რა თქმა უნდა ადამიანმა კარგად ისწავლა დემონური მედიცინა, ჭრა კერვა, სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ მიზეზს დღემდე ვერ მკურნალობს. არასწორი მსოფლმხედველობა იწვევს ცრუ თეორიებს. კაცობრიობის 95% არაფერს აკეთებს, უბრალოდ ცხოვრობს, დინებას მიყვება. დარჩენილი ხუთი პროცენტიდან 4 მცდარ გზაზეა. დარჩა ერთი პროცენტი, ვინც ცდილობს მოიპოვოს ჭეშმარიტი ინფორმაცია ტრადიციული მეთოდით, მიდგომით, ამიტომ არაფერი გამოსდით. და არიან ერთეულები რომლებიც საკმარისად მამაცნი და შრომისუნარიანნი არიან, რათა განახორციელონ რაღაც წარმოუდგენელი, გრანდიოზული, უპრეცენდენტო, ხანგრძლივი მანევრი – კვლევა ძიება, დაშვება, თავის გადადება. ჩვენს სამყაროში ყველაზე ძნელად ცოდნა მოიპოვება, ცოდნა კი სულიერ გამოცდილებას მოქვს, სულიერი გამოცდილება სულზე საუბარი არ არის, არც სადმე მოსმენილის ან წიგნებში წაკითხულის გამეორებაა ხმამაღლა, სულაც არა. ეს ყველაფერი ჭორაობაა და ფეისბუქი და სხვა სოციალური ქსელები სავსეა ჭორიკანებით. სულიერი გამოცდილების მისაღებად ადამიანი უნდა გადავიდეს სულის სამყაროში, არა აზრობრივად, არა წარმოსახვით ან შეგრძნებით არამეტ დე ფაქტო, ვიდრე არ დატოვებს ფიზიკურ რეალკობას და აღმოჩნდება სულიერ სამყაროში. სულში მომხდარი შეხვედრები, ფიზიკური სხეულის მიღმა შეგროვილი ცოდნაა სწორედ ის მარგალიტი, რომელსაც აგროვებს ჭეშმარიტი მაძიებელი. ამ მარგალიტების გადმოტანა ფიზიკურ სამყაროში, მათი დალაგება, გაპრიალება და გავრცელება წარმოადგენს იმ ევოლუციურ ნაბიჯს, რაც სულიდან მოდის და რაც ასე სწყურია კაცობრიობას. ეს არის მსახურება!
ამ გმირობის ჩამდენი თითქმის არავინაა, რადგან ამდენი შრომა, თავდადება, მცდელობა, განსაკუთრებული ძალისხმევა ყველას ეზარება. მატერიალური სამყარო და ცხოვრების წესი ხომ ასე ტკბილია და მომხიბლელი. ასკეტიზმი და ცხოვრების განსაკუთრებული რეჟიმი კი მკაცრია და დაუნდობელი, პიროვნული სურვილების მიმართ. კაცობრიობა ცხოვრობს უცოდინრობის დამდგარ წყალში, ჭაობში. მაღალი სულიერი სამყაროებიდან ჩამონადენი ანკარა სუფთა წყარო იმდენად მცირეა, რომ ჭაობი არათუ ვერ სუფთავდება, უფრო ყროლდება დროთა მანძილზე. იქმნება ილუზია თითქოს სულიერი ანკარა ნაკადი გაიზარდა, გაბევრდა, მოიმატა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, რომელსაც ჭორიკანა ადამიანები ქმნიან. რეალურ მსახურთა რიცხვი კატასტროფულად მცირეა. კომუკაციური საშუალებები განვითარდა მხოლოდ და საჭორაოდ დიდი შეასაძლებლობებია, ამიტომ მოჩანს თითქოს სულიერ მსახურთა რიცხვი იზრდება. ჭეშმარიტი ცოდნა კვლავაც სანთლით საძებარია მიწიერ პლანზე, თუმცა ცრუ “ცოდნის” ტორფში იძირება აქაურობა. რაც ნაკლებია სულის შემოდინება, მით მეტია სიკვდილი. რომანტიული შეხედულებებისაგან გასანთავისუფლებლად გირჩევთ საავადმყოფოებს ესწუმროთ, რომელთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ისევე როგორც ავადმყოფების.
მარგალიტები რომლებიც სულიერ პლანზე შვაგროვე, ჩამოვიტანე მიწიერ პლანზე და გავაპრიალე უმაღლეს ბრრწყინვალებამდე, გადმოვეცი ჩემს წიგნებში: – “სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება”, “შეხვედრები წმინდანებთა – სიყვარულის პრაქტიკა”, სინათლის სხეულის
გეომეტრია”, “ალქიმია”. ვამზადებ გამოსაცემად “აშრამის გაკვეთილებს” და “ფლობის ბეჭედს”. ძალიან მოხარული ვიქნებოდი თუ რომელიმე თქვენგანი გარისკავდა სულში მოგზაურობის შესაბამის ცხოვრებას, ასკეტიზმს, სისუფთავეს, დაუღალავ გმირულ შრომას, გადავიდოდა მოიპოვებდა და ჩამოიტანდა მიწიერ პლანზე ჭეშმარიტი ღვთიური ცოდნის მარგალიტებს. ეს იხსნიდა ბევრ სულს, სიცოცხლეს, მშობლებს, ძმებს და დებს, შვილებს, საყვარელ ადამიანებს ამქვეყნიური ტანჯვა წამებისაგან, ავადმყოფობებისაგან, სიდუხჭირისაგან, ძალადობისაგან, სიცრუისაგან, დეპრესიებისა სიკვდილისაგან. მსახურება ანთავისუფლებს!
წიგნების შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
დისკუსია ამის შესახებ post