ყველა უფლება დაცულია ©
ანონიმური მონაწილე
კითხვა: – მოგესალმებით სიყვარულით გიორგი, ერთ სიზმარზე მინდა გკითხოთ ძალიან ბათუმში ვიყავი (იქ ვმუშაობ ხოლმე მივლინებით) ჩასული, ზაფხულის არდადეგების ერთი-ორი დღე რომ სასიამოვმოდ გამეტარებინა. მე არც ფული მქონდა და არც სამსახური, წარმოდგენა არ მქონდა სასტუმროს ქირაობას ან ფულის შოვნას როგორ ვაპირებდი, მაგრამ მჯეროდა რომ შევძლებდი ერთსაც და მეორესაც. მერე ჩემი კოლეგა შემხვდა, ის იქ მივლინებით იყო და სასტუმროში ეჩებოდა, რომელსაც მისთვის (ისევე როგორც ჩემთვის) სამსახური ქირაობდა ხოლმე. რომ გაიგო ჩემი ამბავი, შემომთავაზა ჩემთან დარჩი ამაღამო და დანარჩენის მოგვარებაზე ხვალ იზრუნეო. მე იმის ფიქრში ვარ, რომ იქნებ ამ სასტუმროში დავიმატო 1-2 ღამით ნომერი, რადგან მეც იქ ვრჩები ხოლმე მივლინების დროს და ნაცნობი იყო, ამასობაში დაღამდა და დავიძინეთ. რომ გათენდა, დილით მწველი მზე აცხუნებდა, ვფიქრობდი ჯერ სანაპიროზე გავალ და სამსახურის მოძებნას მერე დავიწყებთქო და ისაა, უნდა გავემზადო სანაპიროსთვის რომ დაბნელდა, თითქოს შუქი ჩააქრეს და ღამე გახდა. მე გავოცდი, შეუძლებელია ესე უცებ დაღამებულიყოთქო, ეს სინამდვილე ვერ იქნება, ნამდვილად სიზმარიათქო! ამის გააზრება და ტანში ჟრუანტელის დავლა ერთი იყო, უზომო სიხარული ვიგრძენი, ისეთი რომ ჰაერში ავფრინდი… სამწუხაროდ ხელებზე დახედვა არ გამახსენდა. განზრახვას დღის მანძილზე ხშირად ვიმეორებდი ხოლმე უკვე დიდი ხანია, თუმცა ხელებზე დახედვის მომენტის წარმოდგენა და როლში შესვლა სულ მიჭირდა… აქ ბოლო დროს პოსტების კითხვისას გაცნობიერებულ სიზმარზე, გავიფიქრე, სიზმარში რომ გავიღვიძებდი, თქვენთვის ამის პოსტით შეტყობინების ნაცვლად პირდაპირ იქ მოგაკითხავდით და გეტყოდით. ეს ძალიან ცხადად წარმოვიდგინე მთელი სიხარულით, ემოციებით, გრძნობით. ამიტომ სიზმარშიც რაც გამახსენდა ეს იყო. მე გავიფიქრე “გიორგი ოლმეკთან მინდა მისვლა”. უცებ ირგვლივ ყველაფერი გაიქნა, გამოსახულებები ერთმანეთში აირია და ძლიერმა ძალამ წამიღო, ამ დროს მე ავტომატურად თვალები დავხუჭე, თუმცა ვიგრძენი ვარდნის განცდა. ამ დროს კი მესმის თქვენი ხმა “ყოჩაღ, კარგია, შენ მიხვდი, მაგრამ ახლა ვარდნა უნდა შეაჩერო, თორემ დაეცემიო”. ეს რომ მითხარით, გავიფიქრე ვარდნის შენელებაზე, თუმცა თავიდანვე არ გამომივიდა. ამაზე თქვენ ხმას აუწიეთ და “შეაჩერე ვარდნა სწრაფადო” დამიძახეთ. მე უცებ სიყვარულის პრაქტიკა დავიწყე სიზმარში და ვარდნაც მალევე შენელდა. ოღონდ ამისთვის თითქოს ბევრი არაფერი გამიკეთებია, თითქოს თავისითვე მოხდა როგორც კი გონებაში სიყვარული და განზრახვა საკმარისად დავატრიალე. მთელი ეს პროცესი ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმდენად რომ თქვენი ხმამაღალი შემოძახების გარეშე, არც კი მაწუხებდა რომ ვვარდებოდი. და ბოლოს, მესმის თქვენი ხმა: “კარგია, ეგრე, ყოჩაღ, გამოგივიდაო”. ძალიან ბედნიერი ვიყავი…ამის შემდეგ სიზმრის შინაარსი გაგრძელდა და მე ყურადღება მასზე გადამივიდა…რომ გავიღვიძე ყველაფერი ისე მახსოვდა თითქოს ჩვეულებრივი სიზმარი იყო. ამაზე მახსოვს თქვით, რომ ეს განცდა აღქმის წერტილის საწყის ადგილას დაბრუნების გამო ჩნდება. თუმცა რადგან ხელებზე არ დამიხედავს მე ბოლომდე დარმუნებული არ ვარ, რომ ეს გაცნობიერებული სიზმარია, არადა ძალიან მინდა ასე იყოს…
პასუხი გიორგი (ოლმეკი) –გაცნობიერებული სიზმარი იყო. კარგია. ფეხის ტერფზე არსებული ცენტრი პირველად გაიხსნა. რაც შეეხება სიზმარში ურთიერთობას ეს ჩვეული ამბავია, მე ვასწავლი ყველას ვისაც უნდა ისწავლოს, პრიორიტეტულად სიზმარში სწავლება მაქვს არჩეული. რაც შეეხება ვარდნას და მერე ამასთან გამკლავებას. უნდა იცოდეთ, რომ სიყვარული არის გრავიტაცია, ეს ერთი და იგივეა, ამიტომ ძლიერ სიყვარულს ძალუძს მატერიალიზაცია. მე გასწავლეთ წიგნში “შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა” ისევე როგორც “აშრამის გაკვეთილები” და სხვა წიგნებში მატერიალიზაციის მომენტები, მაგრამ ტექნიკამ რომ იმუშაოს ძლიერი სიყვარულია საჭირო. წიგნში მოცემული სიყვარულის პრაქტიკა ახდენს საჭირო რეალობის, სიტუაციის, მხრიდან სასურველის მატერიალიზაციას, ისე რომ ეს ჯდება დღის მოვლენების კონტექსტში, მაგრამ არსებობს კონტექსტიდან ამოგლეჯილი მატერიალიზაციაც და ის ეფუძვნება გრავიტაციის მართვას. მათ შორის ლევიტაცია, ფრენა, ჰაერში აწევა სიყვარულის პრეროგატივაა, იმიტომ რომ სიყვარული გრავიტაციაა. პირველი მცირე გამოცდა გაიარეთ, სიყვარული გამოიყენეთ პრაქტიკულად, ეს მეტყველებს თქვენი აზროვნების შესაძლებლობაზე ჩაწვდეთ სიყვარულის არსს. მაძიებელი და მოსწავლე არწმუნებს მასწავლებელს თვაის შესაძლებლობებში და სწავლება გრძელდება, ასეთია წესი. როდესაც ვინმე უხმობს მასწავლებელს ის უნდა მოემზადოს გაკვეთილისთვის. ეს პატარა გაკვეთილი იყო და თქვენ მას დაიმახსოვრებთ დიდხანს. სიყვარული არც ემოციაა და არც ფსიქოლოგიური ფაქტორი, არამედ უძლიერესი მოქმედი ღვთური ძალაა, ძალა რომელიც ცვლის ყველაფერს და ყველგან, ჩემი ვალია გასწავლოთ არა უბრალოდ სიზმრის გაცნობიერება არამედ მისი მართვა, მაგრამ მართვა სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ერთია გაიღვიძო რეალობაში, მეორეა გარდაქმნა იგი, მესამეა მართო თავიდან ბოლომდე. თუ სიზმარხილას გაყვებით მე გასწავლით როგორ მართოთ არა მარტო სიზმარი არამეტ დღის რეალობაც.. კარგია, ყოჩაღ, ვინც ეძებს და საკმარისად მცდელია – ის იპოვის რასაც ეძებს, სულ რომ არასებულს ეძებდეს! ყველა უფლება დაცულია ©
წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
ჯგუფი ალქიმია
ჯგუფი სულიერი იერარქია
ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები
https://www.facebook.com/groups/kitxveb
დისკუსია ამის შესახებ post