კითხვა: – გამარჯობა ყველას, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ განვიხილოთ ენერგიის დაზოგვის თემა მაძიებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, დამწყები სიზმარმხილველებისთვი, ვისაც უკვე დანებებული აქვს თავი ხორცს, მოწევას, ალკოჰოლს, ყავას, შავ ჩაის, ტკბილს, სექსუალურ ცხოვრებას. ჩამოვთვალოთ კიდევ რაც ენერგიას გვაკარგვინებს და თუ რამე გამომრჩა რომ დავამატოთ და შევასწოროთ, ესენია:
საკვები, სადაც არ მოიძებნება ან ძალიან ცოტაა სასიცოცხლო ენერგია, გადამეტებული ჭამა, მოკლედ ვეგეტარიანული კვება მაგრამ არასწორი. მოძრაობაში ენერგიის ხარჯვა, ანუ ფიზიკური დატვირთვა, ასევე ცეკვაც ხომ ენერგიის დანაკარგია? ჩვენ ვზივართ და ვუყურებთ კომპიუტერის, მონიტორებს, ტელეფონებს, ეკრანებს, ხანდახან არის მომენტი “წავითამაშებთ” ცოტას, შევამჩნიე ტელეფონის დიდხნიანი კითხვისას ვგრძნობ დაღლას და ძილის სურვილს, ალბათ ბევრი ლაპარაკიც აკეთებს ენერგიის დაკარგვას, ემოციებს აღარ განვიხილავ, რადგან გაბრაზება ალბათ ყველამ ვიცით რომ დიდ დანაკარგს აკეთებს, კიდევ რა შეიძლება ვთქვათ, რაც ენერგიას გვაკარგვინებს და ხელს გვიშლის უნებურად სულიერ განვითარებაში? მადლობა დიდი.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – პირველი ხაზი არის კვების და ძილის მოწერიგება, მეორე ხაზი არის სექსის, თვითდაკმაყოფილების და ეროტიული აზროვნების ჩაქრობა, მესამე ხაზი არის მონანიება, აღსარება ზიარება, მეოთხე ხაზი “სვეტური”, ძველი, უმაქნისი, ჭორიკანა მეგობრების ჩამოშორება, მეხუთე სიყვარულის პრაქტიკა, მეექვსე სიზმარხილვა და ა.შ. ჩემს წიგნებში ყველაფერია, რაც არ არის იქნება შემდეგ წიგნებში.. პირველი და უმთავრესი გადამწყვეტი მომენტი სწორი ცხოვრების წესია. მე მყავდა მოსწავლეები ვინც არ შეცვალა ცხოვრების წესი, დღემდე არ შეცვალა, მათ სცადეს პრაქტიკები მაგრამ დემონმა არ გაუშვა. ვერ მიხვდნენ რომ ჯერ დემონი უნდა გაეშვათ საკუთარი სხეულიდან და მერე გამოუვიდოდათ ყველაფერი რასაც ხელს მოკიდებდნენ. ამის ნაცვლად მათ დემონთან ერთად სცადეს. სცადეს მატერიალური ტკბობაც დაეტოვათ და სულსაც მისწვდომოდნენ. მათი აზრები ჩემს შესახებ დღესაც აბსურდულია, ზოგს ჰგონია, რომ ვატყუებ, სხვას შავი მაგი ვგონივარ, ზოგი ამტკიცებს რომ ჩემი მეთოდი ძალადობრივია და მსგავსი, ზოგი “დიდი გურუ” გახდა. რატომ მოხდა ასე? იმიტომ რომ თვითდაკმაყოფილებით, სექსით, ტკბილეულით, ხორცის მირთმევით და მსგავსი არასწორი ცხოვრებით მათი გონება შეპყრობილია ეჭვებით, ამპარტავნებით, სიბნელით, ისინი თეთრს შავად ხედავს შავს კი თეთრად.. როდესაც ვინმე ფიქრობს რომ მიუხედავად თვითდაკმაყოფილებისა, სექსისა, ტკბილეულით ტკბობისა თავად უფრო წმინდა ზრები გააჩნია და სუფთად ცხოვრობს ვიდრე ის, ვინც ათეულობით წელი სუფთად ინახავს სხეულს და სულს, მაშინ ეს უკვე დიაგნოზია! სულ სხვა საქმე თუ ამცირებ მავნე ჩვევებს და უმატებ საჭირო პრაქტიკებს, აქ უკვე უჭირს დემონს, ძალიან უჭირს, ის ბოლომდე იბრძოლებს თქვენი სულისათვის, მაგრამ მისი შანსები სულ უფრო შემცირდება და როდესაც მთლიანად უარს იტყვით მავნე ჩვევებზე, ის დატოვებს თქვენს სხეულს. ეს სიწმიდისაკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.. ეს თავისთავად ასუფთავებს თქვენს ზნეს, ხასიათს, აზრებს, გარჩევის უნარს. თქვენი ნება ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. პირველი ბრძოლა სულისათვის მოგებულია, მაგრამ გაიმართება მეორე, კიდევ უფრო დიდ მტერთან და ის უკვე სიყვარულის ძალით განიდევნება თქვენი კინკრიხოს არედან თავის დროზე.. პირველი ბრძოლა ვინც მოიგო მისთვის გზა ხსინილია პირველი ხელდასხმისაკენ, მეორე ბრძოლა მოიგება სიყვარულის პრაქტიკით და ჯილდოვდება მეორე ხელდასხმით თავის დროზე.. დიადი თეთრი საძმო შედგება თეთრი ძმებისაგან, ანგელოზობის კანდიდატებისაგან, შავი საძმო კი შავი ძმებისაგან რომლებიც ემზადებიან იქცნენ დემონებად. ასეთია ფარული ომი სინათლესა და წყვდიადს შორის.
დისკუსია ამის შესახებ post