კვირა, მაისი 11, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ამაღლებული მეუფე

მიიღეთ ან უარყავით

მარტი 15, 2024
კატეგორია: ამაღლებული მეუფე, პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

მიიღეთ ან უარყავით

ყველა უფლება დაცულია ©.

მაძიებელი ეჭიდება ურთულეს ამოცანას დაძლიოს ათასწლეულობით განვითარებული ინერცია, დაგროვილი სიბნელე, ჩადენილი ცოდვები, გაიაროს უღრანი ტყე, რომელიც სავსეა ცხოველებით. ეს ყოველივა მან შექმნა თავად, აქამდე გამოვლილი ცხოვრებებით.

უამრავ ცხოვრებაში  დააგროვა კოლოსალური ბლანტი, შავი,  სიმძიმე, წებოვნება, მიეტმასნა მატერიას, შეერწყა მას, გაიგივდა, იერი იცვალა, გადაგვარდა, დაეცა.

და აი ამ მოცემულობით, სრულიად განადგურებული, მკვდარი, ის იწვებს ძიებას სრულ სიბნელეში, ხელების ცეცებით. ეძებს რაიმე ოდნავ ნაპერწკალს, მინიშნებას, გზას.

მაძიებელთა უმეტესობა ვერ აცნობიერებს რა დღეშია, ამიტომ ისინი ძირითადად გართობას ეძებენ, მათთვის ეზოთერია მომდევნო გასართობია, მოწყენილობისაგან თავშესაფარი. ამ კატეგორიისაგან არასოდეს გამოვა მოსწავლე. მათ არ იციან რას აკეთებენ, ისინი მზად არ არიან იბრძოლონ სულისათვის.

ეძებო რაღაც ახალი, გამოსადეგი, მრავალფეროვანი, რომანტიული, თვის გამოსაჩენი, მეორე ნახევარი, ტყუპის ცალი და მსგავსი, სულაც არ არის მაძიებლობა, ეს გართობაა უბრალოდ.

იარო ერთი სკოლიდან მეორეში, ერთი წრიდან მეორეზე, ერთი სწავლება გადაცვალო მეორეზე ეს ეზოთერული ტურიზმია.

ტუროპერატორები ბევრია, მაგრამ მათი გზა არ მიდის სულისაკენ.

  უმეტესობას ჰგონია, რომ რაიმე ინტერესი მაქვს მათ ვასწავლო, გავატარო სულიერ გზაზე და მსგავსი, არა მეგობრებო მე არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვდიო ვინმეს, ვსწავლო ან მსგავსი, არანაირი.

  მე ვემსახურები იერარქიას, მაგრამ არა თქვენს ეგო-ს. მე ვასწავლი და თითოეული თქვენგანი თავად წყვეტს ისწავლოს თუ არა.

მე ვასწავლი მათ ვინც მონდომებულია ისწავლოს, ვინც გადაწყვიტა.

მხოლოდ ვარ ერთეული, რომელიც ასწავლის, თქვენ კი ერთეულები, რომლებიც იღებთ იმას რასაც გთავაზობთ, ან უარყოფთ.

სასწავლად გადმოგეცით წიგნი „ფლობის ბეჭედი“, სადაც აღწერილია სწორი ცხოვრების წესი. ან მიიღეთ ეს შესათავაზება და იცხოვრეთ ამ წიგნის მიხედვით ან უარყავით.

ვინც უარყოფს ამ სწავლებას ის ვეღარ გამოყვება გზას სულისაკენ, აქ ჩვენი გზები იყოფა. მე უყურებ მხოლოდ სიწმინდეს, ისევე როგორც ჩვენი უფროსი თეთრი ძმები, მათ მასწავლეს ეს.

არავითარი პირადული.

 თქვენი ასარჩევია, მე პატივს ვცემ თქვენს არჩევანს.

ამ წიგნში გადმოცემული ცხოვრების წესის დაცვა, გადაგიყვანთ ჯოჯოხეთზე, გადაგიყვანთ უსაფრთხო გზით, ერთადერთი გზით, ბეწვის ხიდით. ეს წიგნი ჩამოგაცილებთ, გაგწმინდავთ დემონთა რამოდენიმე კლასისაგან, ჯგუფისაგან, სიბნელისაგან. გაგასუფთავებთ რათა გამოჩნდეთ თეთრ საზოგადოებაში. ის გარანტიაა, რომ გაივლით რამოდენიმე საზვერეს სრულიად უსაფრთხოდ.

ვინც გადაწყვიტა და ცხოვრობს სწორი ცხოვრების წესით, მათ ეხსნებათ დიადი მასწავლებლებისაკენ მიმავალი  მეორე საფეხური – სიყვარულის პრაქტიკა!

სიყვარულის პრაქტიკის სასწავლად გადმოგეცით მეორე წიგნი: – „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“. ვინც გადაწყვიტა ისწავლოს, ისწავლა და აპრაქტიკებს სიყვარულს, მას უჩნდება შანსი დაძლიოს დემონთა შემდეგი თაობა, ამქვეყნიური სიძნელეები, გადადგას მეორე ნაბიჯი იერარქიისაკენ, სულისაკენ უსაფრთხოდ. მისი გარჩევის უნარი იზრდება. ის თავს იხსნის დარჩენილი საზვერეებისაგან და უსაფრთხოდ გადალახავს მათ.

ვინც უარყოფს ამ პრაქტიკას ის გზას ვეღარ გააგრძელებს. მასაც ვემშვიდობებით, ეს მისი არჩევანია.

აქ უკვე დგება იერარქიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დრო. ეს თანამშრომლობა ხორციელდება სულში გადასვლის რამოდენიმე მეთოდით, მე გადმოგეცით პირველი მეთოდი წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“. ეს არის სიზმარხილვის მეთოდი და ის გაკვეთილებადაა დაწვრილებით გადმოცემული ამ წიგნში.

არის მასწავლებლებთან კონტაქტის მეორე გზა და მეორე მეთოდიც, ის სიფხიზლეში, სრულ ცნობიერებაში ხორციე;დება, მის შესახებ საუბრის უფლება ჯერ არ მაქვს.

ამ მეთოდს შევასწავლით მხოლოთ ორდენის წევრებს მეხუთე მეექვსე საფეხურზე. ამ საფეხურზე ისინი პირდაპირ კონტაქტში შევლენ იერარქიასთან.

ორდენის შესახებ როდესაც დრო მოვა გაგიმხელთ – ეხლა ჯერ ცოტა ადრეა.

მოსწავლეს ესაჭიროება არამიწიერი სიბრძნე რომელიც ისწავლება ფაქიზ პლანზე არსებულ სპეციალურ დაწესებულებაში აშრამში. აშრამში მოსმენილი სულიერი გაკვეთილები გადმოგეცით წიგნით „აშრამის გაკვეტილები“.

თავად მასწავლებლებზე, საკუთარი სულის მოპოვებაზე, სინათლის სხეულის სტრუქტურაზე, პარალეურ ცხოვრებებზე, ადამიანის საკრალურ გეომეტრიაზე და სხვა გადმოგეცით წიგნი „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“.

რაც შეეხება ცოდნას ალქიმიის შესახებ ამ კუთხით გამოვეცი წიგნი „ალქიმია – ოქროს საწმისი“, ვამზადებ სხვა წიგნებსაც. ამ სწავლებას მხოლოდ თავად სული წმინდა და ღმერთი თუ გაგიმხელთ, წიგნები კი სულიწმინდის არსში ჩასაწვდომადაა საჭირო რათა ის გაგეხსნათ როგორც ცოდნა.

ძველი ცხოვრება დამთავრდა.

ძველი დრო მთავრდება.

ყველაფერი რაც აქამდე იცოდით შეიცვლება.

მიიღეთ ახალი შემოთავაზება ან უარყავით.

სამყარო ვერ დაგელოდებათ, ის იცვლება. ლოდინი მოგიწევთ თქვენ, ოღონდ აქ არა.

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი  სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: აშრამის გაკვეთილებისინათლის სხეულის გეომეტრიასიყვარულის პრაქტიკაფლობის ბეჭედი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

წმინდა სული

სულიერი იერარქია მიწიერ პლანზე

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !