პარასკევი, მაისი 16, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ალქიმია

მეორე ალქიმიური ოპერაცია

აპრილი 9, 2024
კატეგორია: ალქიმია, პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება, ღვთიური ორდენი "ალმასის გზა"
0 0
A A
0

ღვთიური ორდენი

„ალმასის გზა“

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „ალმასის გზა“

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©.

მეორე ალქიმიურ ოპერაციას ეწოდება „სამუშაო თეთრში“ – საწყისი სამოთხისეული მდგომარეობის დაბრუნება.

როგორც ერთერთ წიგნში წერია – მომავალი სამოთხისეული მდგომარეობით ტრფობა ჩვენ შეგვიძლია უკვე აქვე, ვიდრე დავტოვებდეთ ამ წარმავალ სამყაროს.

ჩვენი სამყარო გიგანტური სადნობი – ღუმელია.

მეორე საფეხურს შეესაბამება კეთილშობილი მეტალი, რომელიც მიღებულ იქნა დაცემული მეტალის გაკეთილშობილებით, გაიარა რა მან სიკვდილის და შემდგომი აღდგენის ეტაპები.

შინაგან ალქიმიაში ამ ეტაპს შეესაბამება სიზმარხილვა, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ყოველ ღამით გადის სიკვდილის კარიბჭეს, „კვდება“ და ისევ ცოცხლდება.(იხ. ჩემი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“).

ეს ხელოვნება ჩვენი ორდენის გარკვეულ საფეხურზე შეისწავლება.. მხოლოდ იმ მოსწავლეების მიერ ვისი მოწოდებაცაა სიზმარხილვა.

თუმცაღა არ არსებობს არავითარი დაყოფა შინაგან და გარეგან ალქიმიას შორის, რადგან ისინი მუდამ ერთმანეთში გადადიან.

ამდაგვარად მხოლოდ დასავლურმა ალქიმიამ შემოინახა სამყაროს და მატერიის გარდაქმნის პროცესები, რომლებიც განხორციელებადია კოლბაში, მაშინ როდესაც აღმოსავლეთმა ალქიმია მთლიანად დაიყვანა შინაგან პროცესებამდე.

ჩვენს სამყაროში ყველა ცვლილება დემონურია და მხოლოდ შინაგანი და გარეგანი ალქიმიის საშუალებითაა შესაძლებელი ღვთიური ცვლილებების გატარება.

ალქიმია მოგვიწოდებს საკუთარი პრაქტიკით, კი არ გავექცეთ დაბინძურებულს, სიბნელეს, რადგან ეს შეუძლებელია, არამედ გარდავქმნათ არასუფთა სუფთად, მრუში წმინდად, სიბნელე სინათლედ, მეძავი ქალწულად.. შინაგან ალქიმიაში ამ მიზანს ემსახურება სიყვარულის პრაქტიკა(იხ. ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“). ეს ხელოვნება ისწავლება ალმასის გზის ორდენში როგორც ერთერთი საფეხურის პრაქტიკა, რომელიც კიდევ ერთი გრადუსით ზრდის ცეცხლს ჩვენს სხეულში. ეს ცეცხლი ჩვენს ლუციფერულ, ცოდვებით შეძნილ ბუნებას, გარდაქმნის, ამაღლებს, აღადგენს, ვიდრე ღვთიურ ბუნებამდე.

 რაც შეეხება გარე ალქიმიას აქ საქმე გვაქვს ყველაზე ბინძურ, შავ, საზიზღარ მატერიასთან, რომელსაც ვიღებთ და კოლბაში გარდავქმნით(ვათეთრებთ), ვასუფთავებთ. ეს არის სამუშაო თეთრში.

შინაგანად თუ გარეგანად, მაგრამ მატერიის საფეხურეობრივი გამოწვა, მისი გარდაქმნის გარანტიაა.

საშუალოსტატისტიკური ადამიანი ქაოსია, ბინძური, საზიზღარი, შავი, მატერია. ჩვენი ორდენი ხედავს რა მასში რჩეულს, იწვევს მას ორდენში რათა გამოწვას იგი დაწყებული ფერფლის და ნაცრის, ნაკვერჩხლის გრადუსის ცეცხლიდან, საფეხურობრივად უმატებს ცეცხლს თითო გრადუსით, ვიდრე მამაღმერთის შემჭმელი ცეცხლის ჩათვლით, რომელიც ჭამს, ათეთრებს, უმოწყალოდ ანადგურებს ყოველივე სიშავეს, სიბინძურეს, უსუფთაობას, დაცემულს.

მამაღმერთის ცეცხლს რომ გაუძლოს, მოსწავლის შინაგან ცეცხლს ჩვენ ვზრდით პირველი, ერთი გრადუსით და ეს მიიღწევა ცხოვრების სწორი წესით.

საშუალოსტატისტიკურ ადამიანს აქვს არჩევანი ან გაზარდოს ერთი გრადუსით ცეცხლი და დაიწვას ნელა აქ ამ სამყაროში შინაგანად, ან გარდაცვალების შემდეგ ძალიან მაღალ გრადუსზე ჯოჯოხეთში. (იხ. ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“). თუმცა ის საშუალო იმიტომაა, რომ ყოველთვის ირჩევს მეორეს.

ხოლო მათ ვინც აირჩია „შინაგანად დაიწვას“ ცეცხლში ეტაპობრივად, საფეხურეობრივად,და აღდგეს უხრწნელი სხეულით, ჩვენ ვიწვევთ ორდენში, რათა გავატაროთ განმრღრთოვების, გათეთრების – ალმასის გზა.

ალმასი ძალიან მარალ ტემპერატურაზე და ძალიან დიდი წნევის ქვეშ მიიღება.

ჩემი ფეისბუქ ჯგუფები https://www.facebook.com/groups/kitxvebi

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

https://www.facebook.com/groups/alqimia

და საიტი https://olmek.ge/ არის ნულოვანი გრადუსი, ორდენის ნულოვანი საფეხური, სადაც შეირჩევიან წვეულნი და ჩვენ საჭირო დროს და ეტაპზე მივიწვევთ მათ ინდივიდუალურად ორდენში, შევატყობთ რა, რომ ისინი არიან რჩეულნი, რადგან საკუთარი თავი აირჩიეს ალმასის  გზის გასავლელად. აირჩიეს საქმით და არა სიტყვით.

დიადი მასწავლებლების გაკვეთილები, რომლებიც გადმოვეცი წიგნებში „სინათლის სხეულის გეომეტრია ზეადამიანები“ და „აშრამის გაკვეთილები“ გახდება მათი პრაქტიკული სამუშაო.

ამდაგვარად თითოეულ მოსწავლეს ჩვენ გავატარებთ ანატორს, ალქიმიურ ღვთიურ, საკრალურ ღუმელს. თითოეულ მათგანს ღუმელში ჩავდებთ როგორც რკინას, ხოლო უმაღლეს გრადუსზე, ღუმელიდან ამოვიღებთ ოქროს.

რკინას ავამაღლებთ ოქრომდე.

ამ ოქროზე იხ. ჩემი წიგნი „ალქიმია – ოქროს საწმისი“.

მიწიდან, თიხიდან და ქვიშიდან მივიღებთ ალმასს!!!

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: ალმასის ორდენიალქიმიაანატორიგანმღრთოვებაგრადუსიღუმელიცეცხლი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !