პარასკევი, მაისი 30, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ალქიმია

სინათლე

აპრილი 13, 2024
კატეგორია: ალქიმია, ამაღლებული მეუფე, პოსტები, სიყვარულის გავრცელება, სულიწმინდას სწავლება, ღვთიური ორდენი "ალმასის გზა"
0 0
A A
0

სინათლე

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „ალმასის გზა“

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია © 

ალქიმია არის სხეულის სულიერი გარდაქმის საშუალება. მნიშვნელობა არ აქვს ავიღებთ რაიმე გარე მატერიას თუ საკუთარ ფიზიკურ სხეულს გარდავქმნით.

აქ ისმება კითხვა, არიან თუ არა დღეს ალქიმიკოსები?

ისინი არიან მდუმარების მარადისობაში ჩაფლულნი და მხოლოდ იშვიათად არღვევენ ერთფეროვანი შეხედულებების ადამიანურ სამყოფელს, თავიანთი უცნაური, გამომაფხიზლებელი, ელვასავით და ჭექა ქუხილივით მოქმედი გამოვლინებებით.

გარდაქმნის მთავარი შემოქმედია წმინდა სული, რომელიც სიკვდილის გასადნობი ღუმელის გავლით, გარდაქმნის მოკვდავ მატერიალურ სხეულს – დიდების, ოქროს, ღვთიურ სხეულად.

არის მყარი მდგომარეობა, სითხის მდგომარეობა, გაზობრივი და ბოლოს დიდების მდგომარეობა.

ალქიმია გასაღებია ყოველგვარი ცოდნისა, მისი მთლიანი გახსნა მოწოდებულია თავის ფუძეში შეარყიოს ტყუილზე აგებული ადამიანური შეხედულებანი და აღადგინოს ჭეშმარიტი მიდგომა, ცოდნა, მსოფლმხედველობა.

ალქიმიურ ღუმელში ანთია ღვთიური ცეცხლი, რომელიც ბოლომდე წვავს ძველ ადამიანს(საშუალოსტატისიკურს), მის ფორმას, გარდაქმნის რა მაძიებლად, მოსწავლედ, ოსტატად.

ქვა რომელიც მშენებლებმა უარყვეს არის ადამიანის სხეული, რომელსაც უარყოფს საშუალოსტატისტიკური ადამიანი არასწორი ცხოვრების წესით.

ასეთივე ურყოფილ ქვას იღებს საწყის ეტაპზე ალქიმიის მიმდევარიც, ქვას რომელსაც ყველა ფეხს აბიჯებს სიარულისას, ფეხს ურტყამს და ყურადღებას არ აქცევს როგორც უსარგებლოს. ასეთია უგუნურთა ხვედრი, უყურონ და ვერ დაინახონ. სიცოცხლეზე იარონ და სიბერით დაიხოცონ.

ადამიანები გაებნენ სიცრუეში და სიცრუე მათ კლავს.

ღმერთი არის სინათლე! სინათლე არის ჩვენ ბუნება!

ადამიანები ისევე არ იცნობენ ღმერთს, როგორც ვერ შეუცნათ სინათლის ბუნება. ერთადერთი მეცნიერება რომელიც სწავლობდა სინათლეს – კაცობრიობამ უარყო.

მატერია ხილვადია, მაგრამ სინათლე მატერიაში უხილავია.

რამოდენიმე ჩემი წიგნის სათაურში შეხვდებით ტერმინს „სინათლის სხეული“, „სინათლის სხეულის გეომეტრია“ ..  და ეს სულაც არ არის შემთხვევითი, რადგან ყველა ჩემი წიგნი ეხება სინათლის ბუნებას.

თქვენ გაგიგიათ ან ალბათ გინახავთ ლაზერ შოუ, სინათლის შოუ და ა.შ. სადაც სინათლით ქმნიან გამოსახულებებს, ეს ხერხდება კონცენტრირებული სინათლით და სინათლეთა ურთიერთგადაკვეთით. უკეთ რომ შეგვეძლოს სინათლის კონცენტრაცია, უკეთ რომ გვესმოდეს სინათლის ბუნება, მაშინ შევძლებდით მის მართვას ისეთ ხარისხში, რომ შევქმნიდით სინათლისაგან მყარ ობიექტებს.

ნებისმიერი ცოდვა ქმნის ჩრდილს, სიბნელეს, წყვდიადს, რაც არ არის სინათლე.

გქონდეს სინათლის ბუნება, მოქსოვილი იყო სინათლისაგან და გაურბოდე სინათლეს – განა ეს უგუნურება არ არის.

ჩვენი გონება, აზროვნება სინათლის მოქმედების შედეგია, ჩვენი კუნთების შეკუმშვა გაფართოებაც კი ელექტრული იმპულსით ხდება, რაც სხვა არაფერია თუა რა სინათლე. მაშ რატომ ვცოდავთ, რატომ გაურბივართ მას?

ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედი და ორგანო, იმართება ელეტრული მუხტებით. რომლებიც სხვა არაფერია თუ არა კონცენტრირებული სინათლე..

როდესაც ჩვენ ვასრულებთ სიყვარულის პრაქტიკას, ჩვენ ვხდებით სინათლის გამტარები. სინათლე იკვებება სინათლით.

როდესაც ჩვენ ვსწავლოთ ფაქიზ პლაზე აშრამში, ჩვენ ვსწავლობთ სინათლისაგან, სინათლეს.

როდესაც ვთავისუფლდებით ფლობის ბეჭდებისაგან, მაშინ მათი დამწველი ცეცხლი წარმოქმნის სინათლეს.

როდესაც ვიკვებებით ვცდილობთ გვამიდან სინათლის ამოღებას.

ჩვენი ფიზიკური სხეული მოქსოვილია სინათლისაგან და ის მოკვდება სინათლის გარეშე.

სულიწმინდის მეცნიერება, ალქიმია, რომელიც ანგელოზების ჩამოტანილია დედამიწაზე და პირველად ის ადამს გაენდო – გვასწავლის სინათლის ბუნებას, ჩვენს საკუთარ ბუნებას. სწორედ ეს ღვთიური ბუნება გვკარნახობს ვიცხოვროდ სწორად, არ ჩავიდინოთ სიბნელე, ცოდვები, წყვდიადი, შევისხათ, შევიმოსოთ სინათლით და დაუკავშირდეთ სინათლის ხიდით ანგელოზებს. სინათლე უნივერსალური ენაა. როგორც კი სინათლის მხარეს გადავალთ, მაშინვე ანგელოზები გვასწავლიან სინათლის ღრმა ბუნებას, მის ქიმიას(ალ-ქიმიას), ფიზიკას, გეომეტრიას, გვასწავლიან სიბნელის ბოლომდე დაწვას საკუთარ თავში, საკვებს სადაც თავმოყრილია სინათლის კონცენტრატი და ბოლოს – სინათლის ქვის მომზადებას.

ჩემი წიგნები ეხება უდიდეს სიბრძნეს, სამყაროს ფარულ ცოდნას, მაგრამ ამავე დროს ამ წიგნებში გადმოცემული ინფორმაციის შესისხლხორცების გარეშე სულიწმინდის დიადი მეცნიერება ვერ შეისწავლება.

სიკვდილის გვედის ავლით, სინათლეში დაბრუნების მეთოდი ერთია – ამაღლება!

ამაღლებამდე მისვლა შეგიძლიათ:

1 – მეტად კეთილი, „მოქარგული“ კარმით.

2 – უკიდეგანო სიყვარულით.

3 – კონკრეტული ძალიან ღრმა ანგელოზებრივი ცოდნით.

4 – მსახურებით.

5 – კეთილი მეგობრის დახმარებით.

როგორც ხედავთ ამაღლება სავსებით შესაძლებელია, შესაძლებელია ამავე ცხოვრებაში, რომელიმე გზით ამ ხუთიდან, თუმცა სადღეისო მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ყველაზე ეფექტურია მათი კომბინაცია.

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: ამაღლებაკარმაკეთილი მეგობარიმოქარგული
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

ბრილიანტის კიბე

კითხვა პსუხი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !