შაბათი, ივნისი 7, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ალქიმია

კითხვა პსუხი

აპრილი 21, 2024
კატეგორია: ალქიმია, კითხვა პასუხი
0 0
A A
0

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©.

ანონიმური მონაწილე

კითხვა: – მოგესალმებით.

ბატონო გიორგი, ჩემს შეკითხვას და პოსტს ვუძღვნი თქვენს ერთ-ერთ ციტატას: “მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს მუდმივი”.

მაშინ ვერაფერი გავიგე, მხოლოდ სახარების ამ მონაკვეთთან გავაკეთე ასოცირება: “არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.” მაგრამ ცხადია რომ იმ ფრაზაში ქმნილების ერთგვაროვნებაზე იყო საუბარი და არა არჩევანის.

პარაცელსი აღწერს, რომ “თითო ელემენტი თითო ბუნებას შეესაბამება. სიცხე-ცეცხლის ელემენტს, სიმშრალე-მიწისას, სისველე-წყლისას და სინოტივე-ჰაერისას. ელემენტები არიან მხოლოდ მათ ერთ ბუნებაში და არა ორში ან მრავალში. ცეცხლი არის მხოლოდ ცხელი და არა მშრალი ან ნოტიო. მიწა არის მხოლოდ მშრალი და არა ცივი ან ნოტიო. წყალი არის მხოლოდ სველი და არა ცივი ან ცხელი. ელემენტების უმაღლესი გაგება არის ის, რომ მათ მხოლოდ ერთი ბუნება აქვთ, სხვა დამატებითი, დამაზიანებელი მინარევების გარეშე. ასეთი რამ მხოლოდ სულებისთვისაა შესაძლებელი. თითოეული სული არის თავის ბუნებაში ერთადერთი, ერთიანი და არა ორმაგი ან მრავალსახოვანი. ასეა ელემენტებიც. მე ვამბობ რომ ელემენტი სხვა არაფერია, თუ არა სული.

მცდარია, როცა ფიქრობენ რომ ელემენტები უნდა გაერთიანდნენ, რადგანაც ყოველივე ოთხი ელემენტისგანაა შექმნილი. ყოველი შეერთება არის შერევა და როცა ისინი ერთმანეთს შეერევიან, მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ მისტერია, რადგან თითოეული მისტერია არის ერთგვაროვანი, ერთსულოვანი და ერთი ელემენტი. ელემენტს, ისევე როგორც მისტერიას შეუძლია სხვადასხვა რამის, მრავალფეროვანის შექმნა, მაშინ როცა შერეულს მხოლოდ მისი მსგავსის შექმნა ძალუძს, ისე როგორც ადამიანს-ადამიანის.

ცეცხლის ელემენტი არის ვარსკვლავების, პლანეტების და მთელი ცის კამარის დამბადებელი, თუმცა იგი არცერთ მათგანს არ ჰგავს ფორმით.

წყლის ელემენტმა შექმნა წყალი, რომელიც წყლის ელემენტისაგან სრულიად განსხვავებულია. წყლის ელემენტი არის ისეთი სველი, რომ ქვებს და მძიმე მეტალებს არბილებს. მისი ეს სირბილის უნარი სუბსტანციურ წყალს უერთდება, ისე რომ მისი ეს თვისება ასე მძაფრად და სრულად აღარაა წარმოდგენილი.

ჰაერის ელემენტი ისეთი მშრალია, რომ მთელ წყლებს წამში დააშრობს. მისი ეს უნარი შერეული აქვს სუბსტანციურ ჰაერს და შედეგად ეს თვისება სიმძაფრეს კარგავს.

მიწის ელემენტი ისეთი ცივია, რომ ყველა ქმნილება ბოლო მატერიამდე მიჰყავს- წყალი კრისტალამდე, ცხოველი მარმარილომდე.

ასეთია საფუძველი ელემენტების შეცნობისა. მათ აქვთ ისეთი ძლიერი და დიდი ზემოქმედებები, რომელთა მსგავსიც ვერ მოიძებნება და ვერ შეიცნობა. ის რაღაცეები, რაშიც ისინი ცხოვრობენ, არიან მათით ჩაცმულები და გამატერიალურებულები. შედეგად ისეთი ძლიერი ძალები აღარ აქვთ, როგორც თავდაპირველად”.

ე.ი. ადამიანი შერეული არსებაა, არაერთგვაროვანი, რომელსაც ჯერ მხოლოდ თავისნაირი არაერთგვაროვანის შექმნა შეუძლია და შემოქმედება, სასწაულები ჯერ არ ძალუძს. რას ნიშნავს ადამიანისთვის გახდეს ერთგვაროვანი? წყალი წყალად იქცეს, ცეცხლი ცეცხლად, მიწა მიწად და ჰაერი ჰაერად? ჩემში ხომ ოთხივე ერთადაა. მაშინ რომელი უნდა გავხდე? ეს ოთხი ელემენტი ერთი და იგივეს ოთი ელფერია? გახდეს ცეცხლი ანუ შემოიცალოს შავი მასა და აღდგეს ფენიქსივით თავის ბუნებაში. გახდეს წყალი ანუ იყოს გამჭვირვალე, კამკამა და მამის ბუნების, ნების გამტარი. გახდეს ჰაერი, როგორც დემატერიალიზებული და გასულებული. თითქოს სამივე ერთ რაღაცას ნიშნავს. აი მიწას კი ვერაფერი მოვუფიქრე.

მიწად გახდომა ხომ ისედაც არ აცდება ადამიანს გარდაცვალებისას.

 

პასუხი გიორგი(ოლმეკი): – ოგესალმებით. ეს ციტატა მთლიანად ალქიმიურია და მოითხოვს ალქიმიის სრულად ფლობას რათა ბოლომდე ჩავწვდეთ მას. ერთგვაროვანის სინონიმია – სუფთა! მხოლოდ სუფთა შეიძლება იყოს ერთგვაროვანი და მხოლოდ ერთგვაროვანი შეიძლება იყოს სუფთა. ერთგვაროვნებს მიგვანიშნებს, რომ რაღაც ღვთიურზეა საუბარი, ისევე როგორც სუფთა მიგვანიშნებს ანალოგიურზე. ეს მიდგომა და პრინციპი დაცულის რელიგიებშიც რადგან ყოველი მათგანი მიგვანიშნებს ასკეტიზმზე როგორც სუფთა ცხოვრების წესზე, ამავე დროს ასკეტიზმი ერთგვაროვან ცხოვრებაზე მიანიშნებს. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ უსუფთაო ცხოვრება არღვევს პირველი ადამის ერთგვაროვან სუფთა მარადიულ ბუნებას, ურევს რა მას არაწმინდა სულებს, შემპყრობლებს. ამაზე დავწერე უკვე წიგნში “ფობის ბეჭედი”. აგრეთვე რელიგია მუდამ აპელირებს სულიწმინდაზე, წმინდა სუფთა ერთგვაროვან სულზე. ალქიმიაში სულიწმინდას ექვივალენტია სამყაროს სული, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა ელემენტს, ყველა ელემენტი სწორედ მისი გამოვლინებაა როდესაც ის კარგავს თავის ერთგვაროვნებას, სისუფთავეს და იმოსება. ამ ელემენტებამდე ის ქმნის სამ პრინციპს სულფურს, მერკურის და მარილს. ალქიმიკოსებს საქმე აქვთ ამ სამ სუფთა პრინციპთან და არა მათ მიერ შექმნილ ელემენტებთან. ადამიანის სხეული შედგება ოთხი ელემენტისაგან, ისევე როგორც ყველა საგანი და ორგანიზმი, მაგრამ ალქიმია მეცნიერებაა რომელიც ყველაზე ქაოსურად გადარეულ ამ ოთხ ელემეტს იღებს და მათგან ქმნის ერთგვაროვან, სუფთა, სამყაროს სულის უმწიკლოებამდე ამაღლებულ მატერიას – ქვას. ჩვენ საწყის მატერიად ვიღებთ ყველაზე საზიზღარ, ბინძურ, შავ, ბნელ, დაცემულ არაერთგვაროვან მასას – ქაოსს, ვასუფთავებთ მას, ვწმინდავთ მინარევებისაგან, არაერთგვაროვანისაგან, ჭუჭყისაგან, სიბნელისაგან და ვტოვებთ მხოლოდ სინათლეს. მიწის უფრო ერთგვაროვანი ვარიანტი არის წყლი, წყლის, ჰაერი, ჰაერის ცეცხლი, ხოლო ცეცხლის სინათლე! როდესაც ჩვენ ვიკვებებით ვთქვათ ხორბლეულით ან ნებისმიერი საკვებით, ხორბლის სხეული როგორც შედმოის ორგანიზმში, ისევე გამოდის უკან დამუშავებული, ეს არის მიწა, მიღებული წყალი აგრეთვე გამოიდევნება ორგანიზმიდან, მაშ რას ეძებს ჩვენი ორგანიზმი საკვებში, თუ რამდენსაც ვჭამთ იმდენივე გამოიყოფა უკან? ჩემი ახალი წიგნი “ალქიმიური ტრაქტატები უკეთ აგიხსნით ამ დეტალებს.. ჩვენ ვეძებთ სანყაროს სულს, უნივერსალურ სულს, წმინდა სულს. ალქიმია არის მეცნირება წმინდა სულის შესახებ. უბრალოდ ადამიანებმა არ იციან სული როგორ გადადის სხეულში, როგორ იქმნება სულისაგან სხეული, არ იცის, რომ სხეული სულია, რომელიც გარდაიქმნა მიწად, მაგრამ ეს მიწა ოდესღაც იყო წყალი, მანამდე ჰაერი, საწყისში კი ცეცხლი და სინათლე!

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: ერთგვაროვანიმიწასუფთაცეცხლიწყალიჰაერი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

კავშირი მამასთან

ფლობის ბეჭედი

კითხვა პასუხი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !