პარასკევი, მაისი 16, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი პოსტები

კავშირი მამასთან

აპრილი 23, 2024
კატეგორია: პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება, ღვთიური ორდენი "ალმასის გზა"
0 0
A A
0

კავშირი მამასთან

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „ალმასის გზა“

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

 

ღმერთის ყველა ნიჭი, უნარი, შესაძლებლობა, საშუალება ცხოვრობს ჩვენს შიგნით, მაგრამ ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სწორედ ამ პარამეტრებით. ამის მიზეზია ყურადღება, რომელიც ჩერდება თითოეული ინდივიდის მიერ ამა თუ იმ ნიჭზე, უნარზე ან შესაძლებლობაზე.

ყურადღება გამოხატავს ღმერთის სურვილს – რომელიც აუცილებლად სრულდება.

ყოველი თქვენგანი ცხოვრობს საკუთარ სურვილში. საშუალოსტატისტიკური ადამიანი – ტერმინია, რომელიც ძალზედ აღიზიანებთ ამაყ და ამპარტავან პიროვნებებს.  ერთის მხრივ შორს და ძალიან ღრმად მათ იციან, რომ შეუძლიათ ყოველივე, მეორეს მხრივ ძალიან ახლოს და ზედაპირზე მათი სურვილია იცხოვრონ მარტივად, დაუძაბავად, მიწიერად, მატერიალურ სიამოვნებაში, მატერიაში. საშუალოსტატისტიკური ადამიანი – ზუსტად ასეთი ცხოვრების აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც ხაზს უსვამს ღმერთის უმაღლეს სურვილებზე, ამაღლებულ გამოხატულებაზე უარს და დაცემულ არსებობაზე თანხმობას. მატერიის ჯანყს სულის მიმართ.

  ეს ხაზგასმა არ სიამოვნებს ამპარტავან პიროვნებას, რადგან მან თავი დაირწმუნა, რომ ყველაფერი კარგადაა, ის შეუმცდარია და სწორ გაზაზე დგას, თავისი მაღალსულიერი არსებობით.

არადა საშუალოსტატისტიკური ცხოვრება დემონურია, დაცემული, მხოხავი.

აქ წარმოიქმნება წინაღობა: – როდესაც ღმერთის ბუნების მქონე ადამიანი აჩერებს ყურადღებას, ირჩევს მატერიას, უხეშ სიამოვნებას, განცხრომას, ამით უარს ამბობს ღვთიურ სიმაღლეზე და პრივილეგიაზე, უნდა ამ ყველაფრისაგან გამოცალკევება ქცევით. თუმცაღა  სიტყვით ის ეუბნება საკუთარ თავს, რომ ყველაფრი კარგადაა.

 გამოცალკევების მცდელოა ტოვებს მას მარტოდ, ეულად, მისივე არჩეულ უხეშ მატერიაში, როგორც მატლებს რომლებიც ფუთფუთებენ მყრალ მიწაში.

  როგორ უნდა მიმართოს ადამიანმა ყურადღება ღვთიური შემოქმედებისაკენ?

 პირველი ნაბიჯია – უპირობო სისუფთავე, ყოველივე პირადულისაგან განთავისუფლება, უანგარობა.

ყურადღებას ჭირდება სისუფთავე და დამოუკიდებლობა, თავისყფლება, რისი მიღწევაც პირადული მიდგომითა და ანგარებით შეუძლებელია.

ანგარებიანი ყურადღება უვარგისია შემოქმედებისათვის.

ყოველი ცოცხალი რაც არსებობს ჩართულია შემოქმედთან ერთიან ჯაჭვში, ამითომ შემოქმედებითი ენერგიის, ძალის, ყოველგვარი კრიზისი და სიმცირე შეუძლებელია.

იხილეთ ჩემი წიგნი „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“.

ღვთიური შემოქმედება მაშინ იწურება, როდესაც ყურადღება გადაერთვება პიროვნულზე, ანგარებაზე, საწინააღმდეგო სქესის ფლობაზე, მიწაზე და არა ცაზე. ამას ეწოდება კარმა!

როდესაც სახეზეა ბნელი კარმა, მაშინ ღვთიური შემოქმედებითი ჯაჭვი არ მუშაობს, რადგან წინაღობა შემოქმედებით ძალის მიმართ, უმაღლესი შემოქმედის მიმართ დიდია.

ღმერთმა არ იცის რა არის შიში, არც შემოქმედებამ, მითუმეტეს შემოქმედებითმა ყურადღებამ. ადამიანებს კი ყველაფრის ეშინიათ – „რაიმე ხომ არ მომივა?“, „კურთხევის გარეშე შემიძლია ამის კეთება?“, „სიყვარულის პრაქტიკამ ხომ არ გამოიწვია რომ სუსტად ვიყავი“ და მსგავსი.. აი ეს არის შიში, უსუსურობა, შეზღუდული, შეშინებული პიროვნული ყურადღება.

 კურთხევა გაქვთ რომ ავადმყოფობთ? ბერდებით და უძლურდებით? საშინელი ტანჯვით კვდებით? გააქვთ ამაზე კურთხევა?

მშიშარა ადამიანი ვერასოდეს გახდება შემოქმედებითი, შემმოქმედის გამტარი მიწაზე. ოდესმე მიხვდებით, რომ დღეგრძელობა შემოქმედებაა, ჯანმრთელობა შემოქმედებაა, ღვთიური უნარები და სიუხვე შემოქმედებაა.

შესაძლებელია თუ არა შემოქმედებით ვიყოთ დღეგრძელი მარად? ჯანმრთელი მარად? უხვი მარად?

ზეცად ამაღლება შემოქმედების მწვერვალია!

ალქიმია ღვთიური შემოქმედებაა. ფილოსოფიური ქვა ამ შემოქმედების მწვერვალი.

იხ. ჩემი წიგნი „ალქიმია – ოქროს საწმისი“.

სიზმარხილვა ღვთიური შემოქმედებაა! იერარქიასთან შეგნებული კავშირი ღამით, ზეციურ აშრამებში სწავლა მისი მწვერვალი. იხ. ჩემი წიგნი „აშრამის გაკვეთილები“.

სიყვარულის პრაქტიკის მეშვეობით ვაცნობიერებთ ღვთიური შემოქმედების ჯაჭვს და როდესაც ვბუნდებით ამ ჯაჭვში ამ პრაქიკით, მაშინ ყველაფერი რაც გვჭირდება თავისით მოდის ჩვენთან გადმოცემით, გადმოწოდებით, საჩუქრად, შემოთავაზებით, კეთილი ნებით. იხ. ჩემი წიგნი „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.

ბოლოსდაბოლოს ჩვენამდე დავა, რომ ღვთიური შემოქმედებითი ყურადღება – სიყვარულია!!!

ვნებიანი, სიამოვნებებით გაჟღენთილი, დაცემული, პიროვნული, განცხრომაზე ორიენტირებული, უსაქმური ცხოვრება, აჯაჭვებს ყურადღებას – სიბინძურეს, ტანჯვას, ტალახს, სიბნელეს, მატერიის ბნელ კუთხე კუბჭულებს. შედეგად მოდის ჯოჯოხეთი!

არსებობს უკუნითი, საშინელი ზონები, სადაც იტანჯება ათასწლეულობით, უდიდესი ტანჯვით, უთვალავი სული. ყურადღება, – აი რამ დაამონა ისინი და სამუდამოდ მიაბა არაადამინურ ყოფას. ყურადღება რომელიც განჭვრეტდა სიბნელეს ცხოვრების მანძილზე, მატერიალურ ვნებას, განცხრომას. ეს არის მეორე სიკვდილი და ვაი თქვენ ორჯერ მკვდარნო, ნაცვლად იმისა რომ ოეჯერ შობილიყავით, ორჯერ მოკვდით. იხ. ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“.

ჩვენს ორდენი ნერგავს ალმასის გზას, ზეცად მიმავალ გამჭვირვალე ბრილიანტის საფეხურებს. ჭეშმარიტად რჩეულია ის, ვინც მიიღებს ორდენში მიწვევას, ვინც ასოცირდება ორდენთან, მის საქმიანობასთან, შემოქმედებასთან. ჭეშმარიტად შემმოქმედია ის ვისი ყურადღებაც უზრუნველყოფს მამასთან პირდაპირ კავშირს, ურთიერთობას, დღისით, მზისით, სრულ ცნობიერებაში. ეს არის გაცნობიერების მწვერვალი და ჩვენი ორდენის უმაღესი საფეხური!

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: კონტაქტი მამასთან
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი
ფლობის ბეჭედი

კითხვა პასუხი

დღე გრძელი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !