სულიერი ევოლუცია, განვითარება, გამოიხატება გაფართოებული ცნობიერების ხარისხით. ყველაზე ვიწრო ცნობიერება რომელიც კი შესაძლებელია იყოს, არის მხოლოდ საკუთარი თავის აღქმა, როდესაც არ გაინტერესებს არავინ და არაფერი საკუთარი თავის გარდა.. ამას მოყვება ცოტა უფრო გაფართოებული ცნობიერება, რაც გამოიხატება ოჯახის მასშტაბამდე გაფართოებული ცნობიერებით, ზრუნავ ოჯახძე იმიტომ რომ გიყვარს, შემდეგ მოდის, სანათესაო, ერის ცნობიერებამდე ასვლა და პატრიოტული სულისკვეთება.
უფრო ფართოა რელიგიური ცნობიერება, მაგრამ რეალური სულიერი გზა იწყება სხვა, არაფიზიკურ, ფაქიზმატერიალურ სამყაროებთან, სულიერ რეალობებთან შეხებით.
იმის დანახვა, გაგება, თუ რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ყოფა, სამყარო, შეუძლებელია ფაქიზმატერიალურ რეალობებთან შეხების გარეშე. ამიტომ ასეთ შეხებას ეწოდება გაფართოებათა გაფართოება.
ადამიანების უმეტესობა როგორიც დაიბადა ისეთივე კვდება, ყოველგვარი გაფართოების გარეშე. ამ შემთხვევაში მათ უბრალოდ დრო დაკარგეს და მეტი არაფერი, სულიერი სუბსტანცია დაიმძიმეს, ცნობიერებას შესძინეს უძრაობა და კიდევ უფრო შევიწროვებისადმი მიდრეკილება.
ცოტამ თუ იცის, რომ ვიწრო ცნობიერება, უღიმღამო, მოსაწყენი, უინიციატივო, შეზღუდული, მტანჯველი, ერთფეროვანი, მონოტონური, მატერიაზე ორიენტირებული, არასწორი, დაცემული ცხოვრების მიზეზია.
ყველა ვინც უკმაყოფილოა საკუთარი თავით, ბედით, ცხოვრებით, პირობებით, ურთიერთობებით, შესაძლებლობებით, ატარებენ ვიწრო ცნობიერებას, ცხოვრობენ ვიწრო, შავთეთრ ცხოვრებას.
ადრე თუ გვიან ადამიანს ძალიან ბეზრდება ესეთი უაზრო ყოფა. ზოგს ათი ინკარნაციის შემდეგ, ზოგს კი ასი ათასის.
აქ დგება კრიზისი, გამოუვალი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, საკუთარი შეხედულებების, მსოფლმხედველობის გადახედვის დრო.
კრიზისი არის ხელსაყრელი შესაძლებლობა გაფართოებისაკენ.
ასე და ამგვარად ვიწრო გაქანების, საშუალოსტატისტიკური პიროვნება იწყებს ძიებას, კვლევას, საზღვრების გადაწევას, უფრო მეტის დაშვებას.
ყველაფერი იწყება დაშვებიდან: – „იქნებ მე ვცდები“.
ძიებამ ადამიანი აუნდა მიიყვანოს კვლევამდე, კვლევამ აქამდე უცხო თეორიასთან, იდეასთან, იდეამ მეთოდთან, მეთოდმა ექსპერიმენთან.
როცა მეთოდი სწორია, ექპერიმენტი კი დაუღალავი, მაშინ მაძიებელი შედის ახალ სამყაროში.
მართალია პიროვნებას მატერია მობეზრდა, მაგრამ სულთან მისასვლელი გზა ჯერ ვერ მონახა და ექსპერიმენტალურაც ცდილობს დაამყაროს კონტაქტი სულთან, სულიერ სამყაროსთან, რაღაც მატერიაზე აღმატებულთან, პირველსაწყისთან.
ადრე თუ გვიან აღმოაჩენს თეორიიას, რომლის მიხედვითაც, ღამით, ძილის დროს, ის იმყოფება სულიერ სამყაროში, და სიზმრებად ხედავს იქ მომხდარ მოვლენებს, დღისით კი ბრუნდება მატერიალურ სამყაროსი და ცხოვრობს ვიწრო შეზღუდულობით.
თანდათან მივა დასკვნამდე, რომ სულთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა სიზმრებთან მუშაობა.
ეს გზა მას მიიყვანს სიზმარხილვამდე, სიზმარხილვა კი სულში, ფაქიზ სამყაროში, ცნობიერად მოგზაურობამდე. აქ იწყება სასწაული.
თქვენ უკვე იცით, რომ მე შემთხვევით წიგნებს არ ვწერ, მე შევპირდი საკუთარ სულს , რომ გაჩვენებთ გზას, ამიტომ დაწვრილებით დავწერე, გაკვეთილებად გადმოვეცი, სიზმარხილვა, სიზმრებთან მუშაობა, სიზმარში ცნობიერი მოგზაურობა, პირდაპირი გადასვლა სულში და უკან დაბრუნება ჩემს წიგნში – „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
ყველაფერი იწყება იმით, რომ ყურადღება გადაგაქვთ სიზმრებზე. აწესრიგებთ ძილის დროს, გაღვიძება დაძინების სიხშირეს და ჰოი საოცრებავ იწყებთ სიზმრების ნახვას და დამახსოვრებას. ამას მოყვება სიზმარში გადასვლა სრული ცნობიერებით, მეხსიერებით. მაძიებელი სრულად აცნობიერებს სხეულის დატოვებას, სიზმარში მოგზაურობას და ფიზიკურ სხეულში დაბრუნებას. ამდაგვარად აითვისება ეთერული სამყარო, სხეული და მაძიებელს ახლა შეუძლია ერთდროულად იცხოვროს და იმოღვაწეოს ორ სამყაროში, დღისით ფიზიკურში, ღამით ეთერულში.
ასეთი „გასეირნებები“ მას მოუტანს კავშირს სულებთან, მასწავლებელთან, ტოტემთან, სულიერი იერარქიის წევრებთან.
მასწავლებელი ნელა მაგრამ თანმიმდევრულად მოამზადებს მას პირველი განდობისათვის.
მოსწავლეები იყოფიან ენერგიის ტიპის მიხედვით, ზოგი მუშაობს ბგერებთან, ზოგი ვიბრაციასთან, სხვები წარსულთან, მომავალთან, ძალიან იშვიათია ისინი, ვინც მუშაობენ საიდუმლო დიაგრამებთან, სქემებთან, სამყაროს გეომეტრიული მოდელის შინა არსთან.
სამყაროს, ადამიანის, სინათლის, სქემები, დიაგრამები, გეომეტრიული მოდელი გადმოვეცი წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“.
ფაქიზ სამყაროში მოგზაურობებმა შემახვედრა იესოსთან, რომლისგანაც მივიღე უდიდესი სიბრძნე სიყვარულის მოქმედი ძალის შესახებ. ამ ცოდნის გადმოტანას ფიზიკურ პლანზე ერთი წელი მოუნდი, მაგრამ შევძელი, გადმოვიტანე, წიგნის სახით, დავწერე და გამოვეცი.
თავიდან მეგონა ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ შემთხვევითი არაფერია და იესომ მომამზადა პირველი განდობისათვის, მან გააფართოვა ჩემი ცნობიერება და მსოფლმხედველობა გიგანტურ მასშტაბებამდე, დამანახა სამყარო ისეთი კუთხით, რომელმაც გააქრო შიშები, შეზღუდულობა, ინერტულობა. იესომ მომცა გასაღები, პრაქტიკა, რითაც დავძლიე ტანჯვა, სასოწარკვეთა, უსახსრობა, უიმედობა, სიდუხჭირე, წვალება, არასწორი ურთიერთობები და მოახლოვებული სიკვდილი. ეს უნიკალური გასაღები, ცოდნა, პრაქტიკა დაწვრილებით დავწერე წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
ყოველი თქვენგანი მიყვება რაიმე გზას, ეს გზა მიდის, იკლაკნება, ვიწროვდება, ფართოვდება და ბოლოს მიდის შედეგამდე, გარკვეულ კულმინაციურ წერტილამდე.
მაგალითად მეოჯახის გზა იწყება მეორე ნახევრის ძიებიდან, ის მიდის შეუღლებამდე, შვილების ყოლამდე, მცირე თუ დიდ სიხარულამდე, ურთიერთობათა პერიპეტიამდე, ხან გაყრამდე ხანაც შერიგებამდე, სამსახურამდე, ნერვიულობამდე, მერე ბავშვების გაზრდამდე, მათ დაბინავებამდე, ბოლოს ავადმყოფობამდე, სიბერემდე და სიკვდილამდე. ეს სქემა უცვლელია მეტ ნაკლები გადახრებით.
არის ბევრი გზა და მათი უეჭველი შედეგი.
რომელი გზაც არ უნდა არჩიოთ, ყველას თავისი ფასი აქვს, რისი გადახდაც მოგიწევთ. ეს ფასი ხშირად ძალიან დიდია და მისი გადახდა არ მთავრდება ნერვიულობით, ავადმყოფობით, ფიზიკური სხეულის სიკვდილით, არამედ ბევრად უფრო ხანგრძლივია, ხშირად მარადიულიც კი. მარადისობაში გადასულ შედეგებზე, არჩეული ცხოვრების ფასზე, იმქვეყნად გადასული სულის ყოფაზე, მის დახსნაზე, გამოსყიდვაზე, ამცხოვრებისეული დემონური ცხოვრების შედეგებზე იხილეთ ჩემი წიგნი „ფლობის ბეჭედი“.
ყველა წიგნი რომელიც დავწერე და დავწერ მომავალში მოწოდებულია აგიხსნათ, დაგიცვათ, გაგაძლიეროთ, პრაქტიკულად მოგამზადოთ, მოგცეთ სწორი ცოდნა და ორიენტაცია რათა ეზიაროთ ჭეშმარიტებას, სიხარულს და ბედნიერებას ორივე სამყაროში.
ღვთიური ცოდნის გარეშე ადამიანი დაკარგულია ისევე როგორც მისი სული.
წიგნები გათვლილია ყველა ტიპის ადამიანზე, იმათზეც კი ვისაც სწადია უმაღლესი ევოლუცია სასწაულებრივი შედეგებით.
მერე არ თქვათ რომ არ იცოდით!
უდიდესი სულიერი ჟინის ადამიანებისათვის დავწერე ალქიმიური მიმართულების წიგნები, ერთი მათგანი უკვე გამოვეცი „ალქიმია ოქროს საწმისი“, ეს დასაწყისია, ძალიან მალე გამოვა მისი განმარტებისათვის საჭირო მეორე წიგნი „ალქიმიური ტრაქტატები“ – პირველი ტომი. ეს მრავალტომეული მოგცემთ აწ უკვე გამოსული პირველი წიგნის განმარტებებს, ამ გარდამავალ ეპოქში შესაძლო მაქსიმალური დაშვებით, რაც აქამდე არასოდეს არ მომხდარა.
თანდათან გავხსნი სხვა მიმართულებებსაც, რაც აქამდე დაფარული იყო. როგორც კი იქნება ზემოდან დაშვება, იმწუთას გაიხსნება ცოდნის და პრაქტიკის ახალი პორცია. ამ ცოდნის პირველი პორცია უკვე გაქვთ – გამოსული წიგნების სახით. ამ წიგნებში იმდენი გაგიხსენით, რომ მარტო მათ ათვისებას წლები მოუნდებით. უახლოეს ოც წელიწადში ყველაფერი დანარჩენი გაიხსნება, რაც ამდენი ათასი წელი დაფარული იყო.
წარმატებები!
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post