კაცობრიობა მიეჩვია „დააიგნოროს“ ის რისი შეცვლაც არ ძალუძს. იცხოვროს ისე თითქოს სიკვდილი არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ მას არ შეეხება. ამავე ოპერიდანაა ავადმყოფობაც, განსაკუთრებით მძიმე დაავადება.
ასეთი დამოკიდებულების გამო ადამიანი სრულიად უძლური ხდება როდესაც ერთი ან მეორე მოდის მის ოჯახში, მან არ იცის რა ქნას, რით უშველოს, საუთარ თავს, საყვარელ ადამიანს რადგან მთელი ცხოვრება აიგნორებდა, არ უყურებდა სერიოზულად ამ საკითხებს.
ამ დროს იწყება ვიღაცის ძებნა ვინც უშველის იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი სერიოზულად იკვლევდა დაავადებებსა და სიკვდილს, თუმცა მალევე აღმოაჩენს, რომ ასეთი არავინაა, და ისინიც კი ვისაც ასეთად მოაქვს თავი, ან ევალება იკვლიოს დაავდება, ვერაფრით ეხმარებიან.
უცებ აღმოჩნდება , რომ სკუთარი თავის და ღმერთის იმედადაა დარჩენილი, მაგრამ თავად არაფერი იცის, ღმერთის კი არ ესმის.
თუ ნიჭიერია, ამ დროს პიროვნება ხვდება, რომ უამრავი დრო ტყუილა დაკარგა და ეხლა როდესაც სიკვდილი უახლოვდება, ის სრულიად უძლურია მის წინაშე.
ამავე დღეში არიან ახლობლები, მათ გულწრფელად სურთ დახმარება, მაგრამ არ იციან როგორ.
ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ უყვარს თავისი მეორე ნახევარი, ოჯახი ნათესავები, მაგრამ მე არ მჯერა მათი.
კი რაღაც სიყვარული აქვთ, მაგრამ იციან რა, რომ ადრე თუ გვიან ან დაავადება, ან სიკვდილი მოადგება კარზე და მოითხოვს საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს, არაფერს არ აკეთებენ, ცხოვრობენ ისე თითქოს ან თავად ან ახლობლები უკვდავები არიან.
განკურნების ამბავი მინდობილია მხოლოდ სახელმწიფო ჯანდაცვაზე, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ეს მანქანა ძალიან ტლანქია, დოგმატური და ეყრდნობა არასწორ მსოფლმხედველობას. ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, როდესაც საქმე ეხება სერიოზულ დაავადებას.
მაშ სად არის თქვენი სიყვარული?
ნამდვილი სიყვარული მხსნელია, მესიაა, ის სწავლობს სულთან კონტაქტს, სწავლობს სიკვდილს, სწავლობს მკურნალობის მეთოდებს სულთან, სწავლობს იყოს მხსნელი, ცოდნის ადამიანი.
შესაძლებელია გაჩნდეს კითხვა: კი მაგრამ როგორ შევისწავლოთ სიკვდილი? ან როგორ ვიხსნათ თავი სიკვდილისაგან, დაავადებათაგან?
არსებობს პატარა და დიდი სიკვდილი.
პატარა სიკვდილი მოდის როდესაც ადამიანი ყოველ საღამოს დაღლილი წვება და იძინებს. დილით კი ისევ იღვიძებს. ცოტა ხანია „მკვდარი“.
დიდი სიკვდილი მოდის მრავალი ასეული წლით.
სიკვდილის შესწავლა იწყება პატარა სიკვდილით, როდესაც ადამიანი წვება დასაძინებლად, მაგრამ თავად არ იძინებს, აძინებს მხოლოდ ფიზიკურ სხეულს. ეს ტექნოლოგია დაწვრილებით აღვწერე წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
როდესაც ფიზიკური სხეული იძინებს, პიროვნება კი ფხიზლობს, აქ იწყება სასწაული, იხსნება მატერიის მიღმა სამყარო, სულიერი სამყარო. პიროვნება ეჩვევა სხეულს მიღმა ფუნქციონირებას სრული შეგნებით. ის ითვისებს ახალ სხეულს, უფრო ფაქიზს ვიდრე ფიზიკურია.
ამდაგვარად, ცოცხალი ადამიანი ფლობს უკვე ორ სხეულს, ფიზიკურს და სულიერს. ის დაიბადა ორჯერ, ჯერ ფიზიკურ სამყაროში, შემდეგ კი სულიერში და ორი სმაყაროს შვილია.
ვინც ფლობს ორ სხეულს, მას ეწოდება ორჯერ დაბადებული. ეს ადამიანი დღისით იყენებს ფიზიკურ სხეულს სრულიად შეგნებულად, ხოლო ღამით როდესაც ამ უკანასკნელს სძინავს გადადის სულიერ სხეულში და ასევე სრულიად შეგნებულად ცხოვრობს სულიერ სამყაროში.
მაინც რას მოიცავს ეს ცხოვრება?
სულერი სამყარო გიგანტურია, ფიზიკურთან შედარებით, ამიტომ იქ არეალი ძალიან დიდია და მრავალფეროვანი.
ასეთი პიროვნება ნელ ნელა ამყარებს კონტაქტებს ამ ახალ სამყაროში, ამას ჭირდება სადღაც ექვსასიდან ათასამდე ასეთი მოგზაურობა იმქვეყნად.
იბმება კავშირები ეგრეთწოდებულ გარდაცვლილ პიროვნებებთან რომლებიც გარდაიცვალნენ დიდი სიკვდილით.
პატარა სიკვდილ არის ფერისცვალება, მაშინ როდესაც დიდი სიკვდილი არის გარდაცვალება.
ასეთ მოგზაურობაში შესაძლებელია შეხვედრა ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან ვინც ეხლა ცოცხალია, ან უცოცხლია ოდესმე დედამიწაზე.
აუცილებლად იქნება შეხვედრები და დიალოგები იმათთან ვინც უკვე განთავისუფლდა დაბადება სიკვდილის წრებრუნვისაგან, ანუ ვინც გაიმარჯვა სიკვდილზე. ამ ინდივიდებს ეწოდებათ ზეადამიანები!
მათი ცოდნა მე გადმოვეცი წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“.
მაინც რას ეხება ეს ცოდნა?
როდესაც დაწვრილებით იქნება შესწავლილი ადამიანის ენერგეტიკული აგებულება, იქ ჩნდება შესაძლებლობა მაქსიმალური განვითარების, სხვა სამყაროთა წვდომის, საკუთარი სულის მოპოვების.
სწავლის მიზნით იმქვეყნად შექმნილია სპეციალური სასწავლო დაწესებულება „აშრამი“, სადაც სწავლობენ ის პიროვნებები ვინც ფერი იცვალა. ეს უკანასკნელნი ეზიარებიან არამიწიერ, საკრალურ, საიდუმლო ცოდნას, რომელმაც უნდა გაანთავისუფლოს ისინი სიკვდილისაგან, დაავადებათაგან, ცოდათაგან და ადამიანური რუტინისაგან. ეს ცოდნაც გადმოვიტანე ფიზიკურ პლანზე და გამოვეცი წიგნად „აშრამის გაკვეთილები“.
ამ კვლევებს ადრე თუ გვიან მიყავს ადამიანი ალქიმიური მოძღვრების საფუძვლებთან. ორჯერ დაბადებულნი სწავლობენ ძველ ალქიმიკოსებთან, რომლებმაც დიდი ხანია დატოვეს მიწიერი პლანი, სული წმინდის მეცნიერებას. ეს გზა მიდის ფიზიკური სხეულის სიცოცხლის გახანგრძლივებამდე რამოდენიმე ასეული წლით. ეს დრო უკვე საკმარისია რათა მიღწეულ იქნას სრული თავისუფლება – ამაღლება! იხილეთ ჩემი წიგნი „ალქიმია ოქროს საწმისი“ რომელიც უკვე გამოვიდა და “ალქიმიური ტრაქტატები“ რომელიც ერთ თვეში გამოვა.
მე გამუდმებით მოგიწოდებთ ძიებისაკენ, სწავლისაკენ, არამიწიერი ცოდნის შეგროვებისაკენ, მაგრამ თქვენ ისევ გადადიხართ ლეთარგიულ მგომარეობაში, მატერიის ხიბლით მოფენილ ძილში.
მატერიალურ სიდუხჭირეში მცხოვრებო, ამქვეყნიური რუტინით გათანგულო, გამოუვალ სიტუაციებში ჩავარდნილო ადამიანებო – წაიკითხეთ ჩემი წიგნი „შეხვედრებიბ წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“, იქ არის თქვენი საშველი, ნუ ფიქრობთ, რომ ვიღაცის მიერ ზეპირსიტყვიერად გადმოცემული სიყვარულის პრაქტიკა შეცვლის ამ წიგნში გადმოცემულ სწავლებას. ვერ შეცვლის, რადგან ვერავინ შეცვლის იესოსთან ცოცხალ დიალოგს, რომელიც ამ წიგნში გადმოიცემა, ამ წიგნის მუხტს, რომელსაც აძლიერებენ ქარალდის ფურცლები. ამიტომ აწერია წიგნს, რომ არ შეიძლება მისი გავრცელება არანარი სხვა მეთოდით გარდა თავად ქაღალდზე დაბეჭილი წიგნისა.
ბევრი დღესაც მწერს – „ორი სიტყვით ამიხსენით რაში მდგომარეობს სიყვარულის პრაქტიკა?“
ასეთი ამხსნელი ბევრია ინტერნეტ სივრცეში, მაგრამ ამ ზეპირსიტყვიერი ახსნით არ გადაიცემა მუხტი, იესოს ენერგია, წმინდა სულის მოქმედება, რაც გადამწყვეტია, რათა ადამიანმა მოახდინოს მთელი თავისი უკანასკნელი ნების მობილიზაცია და დაიწყოს ეს მხსნელი პრაქტიკა. თავად წიგნი მთელი სისავსით მოქმედებს მკითხველის სულზე უდიდესი შემართებით, მუხტით, გამოცოცხლებით, წმინდა სულით და ამავე დროს ბოჭავს ჩვენს შიგნით არსებულ შემპყრობელს გარკვეული დროით, რათა მან ვეღარ განახორციელოს თავისი ნება პიროვნებაზე. ამიტომაა ამ წიგნის მრავალჯერ წაკითხვა აუცილებელი. მე არაფერს გირჩევთ შემთხვევით, არამედ ზუსტი მიმართებით და აუცილებლობით მხოლოდ.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ იმოქმედეთ, ეძიეთ, ისწავლეთ, გაცდით საზრვრებს, შეისწავლეთ ჩემი წიგნები, იქ თქვენი შანსია. მე ვიცი რომ თქვენ ჯერ არ გესმით ალქიმიის არსი, მაგრამ რამოდენიმე კვირაში გამოვა ამ მიმართულების კიდევ ერთი წიგნი „ალქიმიური ტრაქტატები“ მერე კიდევ და კიდევ და პირობას გაძლევთ რომ გაგეხსნებათ ეს უნიკალური ცოდნა, სულიწმინდის შეგროვების და საკვებად მიღების სწავლება. პირველი წიგნი „ალქიმია ოქროს საწმისი“ რთულია, მეორე რომელიც სულ მალე გამოვა გაცილებით უფრო ადვილად აღქმადია, მესამე კიდევ უფრო მისაწვდომი იქნება, ასე საფეხურევბად მე ვამიწებ თქვენთვის აქამდე მიუწვდომელ ცოდნას არამიწიერი პლანიდან. გამოიყენეთ ეს შანსი, ეძიეთ ისწავლეთ და შედეგი არ დააყოვნებს.
ეცადეთ – ეს თქვენი შანსია!
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post