მე ჩავატარე თავის დროზე ბევრი ლექცია, შეხვედრა, სემინარი, მაგრამ ვუყურებდი რა დარბაზში მჯდომ ვითომ დაინტერესებულ ადამიანებს, ვხედავდი მხოლოდ ეზოთერულ ტურისტებს. ზოგს ჰარი პოტერის დონეზე აინტერესებდა, სხვები მოდას იყვნენ აყოლილნი, ბევრი იყო ისეთი ვინც აგროვებდა ინფორმაციას რათა რამეში გამოდგომოდა. იყვნენ ქოუჩები, აურის მწმენდავები, რუნების მიმდევარნი, ასტროლოგ ფსიქოლოგები, ანბანოსნები, ტაროთი მოხიბლულნი, ფიტნეს იოგები და სხვა. ეს ყოველივე ათწლეულის მანძილე ვაკეთე იმიტომ, რომ რამოდენიმე ადამიანი მეპოვა.
ხშირად მთელ დარბაზში არავინ იყო ისეთი ვისაც ეყოფოდა ენერგია რათა დაესვა სწორი კითხვა.
მე ვკითხულობდი ლექციას რომელსაც ღამით ბუდჰის მაღალ სულიერ პლანზე ვკითხულობ ზეციურ აშრამში, მაგრამ ამის გამგონი არავინ იყო.
მათი თვალების უაზრო გამომეტყველება მეუბნებოდა, რომ მათ არ სჭირდებოდათ ხარისხი, არამედ მხოლოდ სენსაცია, ვულგარული აჟიტირება, ჭორები და ყვითელი ეზოთერია. შევეშვი ლექციებს, პირდაპირ სწავლებას, მივხვდი, რომ უფრო ფართო არეალი იყო საჭირო რათა ხმა მიმეწვდინა მათთვის ვისაც ეს ჭირდებოდა, თუ ასეთი საერთოდ იყო ქვეყანაში.
შევქმენი ფეისბუქ გვერდები და გავშალე არეალი.
შედეგად ყველაზე მეტი გამოხმაურება მოყვა სიყვარულის პრაქტიკას რომელსაც წიგნის „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“ სახით ვავრცელებ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სწავლებას შეუძლია ადამიანის ამაღლება, მისი საწყისი მიზანი იყო ხალხს ეშველა საკუთარი თავისათვის. მათ მიეცათ საშუალება ყოველგვარი მთავრობის, გავლენიანი ნათესავის, ოჯახის წევრის, მეგობრის ან ნაცნობის გარეშე, გაეუმჯობესებინათ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა, ამოსულიყვნენ სიდუხჭირიდან სიყვარულის მეშვეობით. გამოესწორებინათ ჯანმრთელობა, ურთიერთობები, დაეძლიათ ყოველგვარი გასაჭირი და გამოუალი მდგომარეობა. მინდოდა დამენახვებინა ადამიანებისათვის, რომ სიყვარული მარტო სიტყვები არ არის, არამედ პრაქტიკული და ყოვლისმომცველი დახმარებაა ღმერთის მხრიდან.
მე მასწავლიან დღემდე ცოცხალი ღმერთის სწავლებას, რაც ყოველთვის მუშაობს და ყველგან.
ეს დასაწყისია რათა მაძიებელს არ უჭირდეს და გასაჭირის გამო არ ჩაიდინოს სულისათვის მიუღებელი საქციელი. ხშირად მეკითხებიან აბა რა ვქნა, ფული ხომ მჭირდება, რომ არ ვიმუშაო ვინ მაჭმევს და სხვა. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა: მიუხედავად იმისა, რომ თავი ძალიან ჭკვიანი და პრაქტიკული გგონიათ, თქვენ არ იცით მთავარი!
თქვენ ჯერ კიდევ სამოთხიდან გამოგდებული ადამის პოზიციაში ხართ, რომელმაც წელებზე ფეხების დადგმით, ოფლში მცურავმა უნდა მოიპოვოს ლუკმა პური. ეს პოზიცია შეესაბამება უღმერთო, უსიყვარულო ადამიანს. თუ გაჭირვებული ხართ მაგრამ გგონიათ, რომ ძალიან ღვთისმოსავი ხართ და ამიტომ გიჭირთ, მწარედ ცდებით! თქვენი გაჭირვების მიზანი ერთია – უსიყვარულობა! წაიკითხეთ ჩემი წიგნი და დაიწყეთ სიყვარულის გამოწვევა საკუთარ თავში, აიღეთ წიგნში მოცემული ტექნიკა, უდიდესი ენერგია, იესოს მიერ გადმოცემული და დაძლიეთ ყოველგვარი გასაჭირი, კრიზისი, გამოუვალი მდგომარეობა.
ხანდახან მინდა კიდევ უფრო შორს წაგიყვანოთ, მაგრამ უყურებ თქვენს დამოკიდებულებას წიგნში გადმოცემულ საიდუმლოს მიმართ და ვხვდები, თქვენ გეზარებათ საკუთარი თავის ხსნა! დღმდე გგონიათ ვინმე აურას გაგიწმინდავთ და გეშველებათ, რაიმე რუნას დაიხატავთ სხეულზე და განათდება, ვინმეს ტაროს გააშლევინებთ და ბედი გაგეხსნებათ, შეგილოცვენ და თეთრ ზოლზე ივლით. ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია.
ბევრ თქვენგანს გონია, რომ ისევ მოწყვეტს აკრძალულ ხილს, იმრუშებს, გაყვება სიძვას, მიეცემა თვითდაკმაყოფილებას, გაამართლებს რა ამას ჰორმონების თამაშით, გადაყვება ღორმუცელობას, მოირტყუება, იეშმაკებს, გაშმაგდება და მაინც კარგად იცხოვრებს, მაგრამ ვაი, რომ სული წმინდის წინაშე დანაშაული არავის ეპატიება. ამის შესახებ საიდუმლო სწავლება გადმოვიცი წიგნში „ფლობის ბეჭედი“.
ასეთი ცოდვების შედეგად სიყვარული თქვენში ნადგურდება, ისპობა, აღმოიფხვრება და გადადის აგრესიაში, ცხოველურ ინსტინქტებში, უკმაყოფილებაში, ნერვიულობაში, ეჭვიანობაში, განკითხვაში. ასე ნადგურდება თქვენი ფინანსები, ჯანმრთელობა, წარმატებულობა, ბედი და მოკლდება სიცოცხლე. ეხლა კი წარმოიდგინეთ რამდენად მოგემართებათ ხელი, ბედი, წარმატებულობა, ფინანსები, ჯანმრთელობა თუ სწორად იცხოვრებთ და სიყვარულის პრაქტიკით აანთებთ საკუთარ თავში სიყვარულის კოცონს.
აი ამ ბაზაზე უკვე აშენდება სულიერების მრავალსართულიანი ზემტკიცე შენობა. რომელმაც უნდა გაუძლოს მოგზაურობებს სხვა იმქვეყნიურ სამყარობში, სულში, ღვთის სასუფეველში, დიადი მასწავლებლების სამყოფელში, სულიერ აშრამში, სხვა მიწებზე და სხვა ცაზე.
ასეთი მოგზაურობებისათვის, ამ ბაზაზე, უკვე შესაძლებელია სიცოცხლეშივე, ფიზიკური სხეულის ცნობიერად დატოვების ტექნიკის ათვისება შვიდ საფეხურად, რომელიც დაწვრილებთ გადმოვეცი წიგნში „სინათლის სხეულში ცობიერების გადატანის ხელოვნება“. აქ უკვე იხსნება გზა დიად მასწავლებლებთან საკონტაქტოდ, სულიერ ბიბლიოთეკებში, მაღალ პლანზე, ნებისმიერი ინფორმაციის მოსაძიებლად, ნებისმიერ ადამიანთან ვისაც ოდესმე უცხოვრია, ცხოვრობს ან იცხოვრებს სასუბროდ დროსა და სივბრცეში. აქ იწყება სწრაფი ევოლუცია. არსებობს შვიდი კარი რომელშიც უნდა გახვიდეთ მას შემდეგ რაც ტრენინგის შედეგად ისწავლით სხეულის დატოვებას, შდეგად სამუდამოდ თავისუფალი ხართ, თქვეს ფიზიკურ სხეულთან ერთად. ამის შემდეგ ამაღლდებით ზეცად.
მიუხედავად სწორი მცდელობისა ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, დრო არასაკმარისია ჩვენი უკვე დაშვებული შეცდომების გამო და არასასურველი ტემპის გამო, ამიტომ საჭირო ხდება ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი სიცოცხლის წლების რამოდენიმე ასეული წლით გაგრძელება, ამ საკითხს აგვარებს ალქიმია. ეს რთული სწავლებაა და ხელოვნება, მაგრამ მიღწევადი. ამ განხრით უკვე გამოუშვი საკმაოდ რთული წიგნი „ალქიმია ოქროს საწმისი“, ერთ კვირაში კი გამოვა შედარებით უფრო ადვილად დაწერილი მისი შემდეგი ნაწილი „ალქიმიური ტრაქტატები – სულიწმინდის შედედების ხელოვნება“. იქ უკვე ნათლად გიხსნით მერკურის რაობას, მის შეგროვებას, ალქიმიურ გზას რომელსაც სველი გზა ეწოდება, და თავიდან ბოლომდე მომყავს ძველი ტრაქტატი ქვის კეთების შესახებ. მე კიდევ ოცი წლით გიმოკლებთ გზას ყველა თქვენგანს ვინც გადაწყვიტა ამ მეცნიერების ათვისება. ფაქტიურად ღიად ვწერ ეგვიპტელი ქურუმის და ევროპული ალქიმიის სვლი გზის სწავლებას, რაც აქამდე არსად არ დაწერილა ღიად. მომავალში კიდევ გამოუშვებ ალქიმიური ცოდნის მომდევნო პორციას.
ბოლო ჟამს უახლოვდებით, მაგრამ ჯერ არის დრო რათა შევიცვალოთ, მოვემზადოთ და ავიცილოთ თავიდან დამსახურებული საშინელება, სწორედ ამიტომ იხსნება ის რაც აქამდე დაფარული იყო. თუ აქაც იზარმაცებთ, სხვა შანსი აღარ იქნება.
მე არ ვწერ შემთხვევით წიგნებს, ყველა ჩემი წიგნი არამიწიერი, საჭირო ცოდნის, უნიკალური პორციაა, რათა შეიცვალოთ, გადარჩეთ, მოემზადოთ – ამაღლდეთ.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post