დალოცვილია ღმერთის შვილი, მანათობელი მამის ბრწყინვალებით, საკუთარი დიდების განაწილების მსურველი, როგორც იყოფს მასთან დიდებას მისი მამა. შვილში არ არის განკითხვა, რადგან არ არის განკითხვა მამაში. ინაწილებს რა მამის სრულყოფილ სიყვარულს, შვილმა უნდა გაანაწილოს ყველაფერი, რაც ეკუთვნის მას(მამას), რადგან სხვაგვარად ის ვერ შეიცნობს ვერც შვილს, ვერც მამას. მშვიდობა შენ, დასვენებულო ღმერთში, რომელშიც მშვიდობს მთელი შვილობა.
J.C.
ყოველი თქვენგანი ვინც ერთს მაინც დაეხმარა ჩემი მრევლიდან – ის მე დამეხმარა!
J.C.
ადამიანები ვერაფრით ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან ფულს და სულიერებას. რატომღაც მათ მიაჩნიათ, რომ ფული სულიერებას ხელს უშლის და პირიქით. ოდესღაც ეს არასწორი მიდგომა დანერგილ იქნა მიწიერ პლანზე და დღემდე ხდება მისი აქტიური მხარდაჭერა გარე ძალების მიერ. ყოველთვის როდესაც საქმე ეხება კაცობრიობის განთავისუფლებას, სულიერ წინსვლას, სამყაროს გარდაქმნას, ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას მიწიერ პლანზე – ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს ყოველივე ვიღაცამ უნდა გააკეთოს მათ მაგივრად. ხშირად წუწუნებენ, – ” რატომ არ გვაძლევენ ამა თუ იმ ცოდნას, რატომ არ მოდიან და არ შემუსრავენ ბოროტ ძალას და ა.შ.” 99% ზუსტად ასე ფიქრობს. სწორდ ეს უმოქმედობა და არასწორი მოლოდინია დღევანდელი სავალალო მდგომარეობის ინერცია.
ჩვენთითონ, ჩვენთითონ უნდა შევცვალოთ ყველაფერი! ამაღლებული მეუფეები, სულიერი იერარქია და სხვა ზეადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ მდგომარეობა “დაიჭირონ” და წინ წასწიონ, ისინი გამოჩნდებიან თავის დროზე, მაგრამ ეს დრო ჩვენ უნდა მოვიყვანოთ. ჩვენ გასაკეთებელს ისინი ვერ და არ გააკეთებენ! ეს არასწორი იქნება.
ადამიანები ხშირად ამბობენ ასეთ ფრაზებს: – “მე რა შემიძლია, არაფერი!”, ან – “ეხლა ამას გამდიდრება მოუნდა და ჩვენ გვატყუებს რაღაცეებს”, ან – “მეტი საქმე არა მაქ ეგ გავამდიდრო ეხლა, ვისაც სჯერა ეგეთი რაღაცეების იმან გაიღოს ფული, მე ხელები დამბანია”, ან – ” ყველაფერი კარგი იყო ფული რომ არ გაერია ამ საქმეში”. უამრავი ასეთი ფრაზა მესმის გარეგან და შინაგან პლანზე როდესაც ადამიანებს ვესაუბრები. ისინი ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ აზრებზე, სიტყვბსა და ქცევაზე, იმაზე რაც გააკეთეს, ან რაც არ გააკეთეს – თვითონ აგებენ პასუხს. ვერ ხვდებიან რომ თავისით უმოქმედოთ, არაფრის კეთებით და არაფერში მონაწილეობით ვერაფერს შეცვლიან. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რა ძნელია როდესაც პირველად აკეთებ ისეთ რამეს რაც საჭიროა, რაც უნდა გაკეთდეს, რისი გაკეთებაც შეგიძლია და “გევალება” როგრც მოსწავლეს, რის აუცილებლობასაც ხედავ და გესმის გარეგან და შინაგან პლანზე, როდესაც იცი, რომ შენ თუ არა მაშინ ვინ? ვინ გააკეთებს ამას? და ამავე დროს ყველაფერი რასაც აკეთებ განკიცხვის საგანი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ადამიანებს არ ესმით, არ სწამთ, საკუთარი საზომით ზომავენ და ა.შ. ამ დროს ფიქრობ – “ეს ხომ სიგიჟეა, ამას ხომ ვერავინ გაიგებს, ამაზე ხომ უამრავ ადამიანს აგრესიული რეაქცია ექნება”, – მაგრამ ამავე დროს შინაგანი ხმა და გამოცდილება გეუბნება, რომ დრო აღარ არის, ვეღარ გადადებ ამ საქმეს, ეს უნდა გაკეთდეს, მე უნდა შევძლო, უნდა გადავლახო პირადი დისკომფორტი, სიძნელეები, გარე შემოტევები და სამუშაო უნდა შესასრულო. უნდა მოვძებნო სწორი ფორმა დ აუნდა დავხვეწო – უნდა ავამუშაო ეს მანქანა, რათა ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიყვარულის, იერარქისა და ქრისტეს დაბრუნების შესახებ.
კაცობრიობა და თითოეული ადამიანი მოიხმარს და შესაბამისად აფინანსებს იმ პროდუქტებს რაც სჭირდება. თუ არ არსებობს მოთხოვნა და საჭიროება სულიერ პროდუქტზე, შესაბამისად არც არავინ აფინანსებს მას. დაფიანსების გარეშე კი ეს მიმართულება არ განვითარდება, მიწოდება ვერ გაიზრდება და ინდივიდუალურ დონეზე გაიყინება – რასაც ადგლი აქვს დღემდე. საქმე იმაში არაა , რომ ვინმემ ერთი წიგნი დაწეროს ან ერთი საიტი გააკეთოს, საქმე, ამ მიმართულებით, ამ განხრით სიარულის ინერციის შექმნაშია, რომელმაც უნდა შეაჩეროს თავისი მასშტაბურობით – დამანგრეველი აზროვნება და თვითგანადგურების არასწორი ინეცია. ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ სულიერებაზე, ისწავლონ გაცემა რათა მიიღონ.
შემოწირულბა დაფინანსების სწორი ფორმაა, რადგან ემყარება თავისუფალ ნებას. თუ ადამიანს მიაჩნია, რომ მას სჭირდება ასეთი ცოდნა, გამოცდილება, ურთიერთობა, რომ საჭიროა სულიერი სწავლება მოედინებოდეს და ვრცელდებოდეს მთელ სამყაროში და კაცობრიობა უნდა ეზიაროს სულიერი ცოდნის საფუძვლებს, ჩაწვდეს ჭეშმარიტებას და შეცვალოს საკუთარი აგრესიული მსოფლმხედველობა, მაშინ ასეთი ადამიანი მხარს უჭერს და აფინანსებს სულიერებას საკუთარი სემოწირულობის საშუალებით.
თუ არავინ აფინანსებს ასეთ მოძრაობას ესეიგი მოთხოვნა არ არსებობს სულიერ ცოდნაზე, ან იმდენად მდორე ინტერესია, რომ კაცობრიობა არაფრის გაკეთებას არ აპირებს საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად. ესეიგი ადამიანებს არ მიაჩნიათ, რომ რაიმეს გაღება ღირს ამ საქმისათვის, ამ ცოდნის გავრცელებისათვის, ასეთი გამოცდილების მისაღებად, მათთვის ჭეშმარიტება არ წარმოადგენს საჭიროებას, ისინი მზად არიან გაიღონ სახსრები ტკბილეულისათვის, ალკოჰოლისათვის, სხვადასხვა სახის ყავისა და თამბაქოსათვის, ძვირფასი მანქანებისათის, გართობისათვის, ფუფუნების საგნებისათვის, ზედმეტი ტანსაცმლისათვის და კიდევ ერთი მომდევნო წყვილი ლამაზი ფეხსაცმლისათვის, რადგან თვლიან რომ ეს სჭირდებათ, ხოლო სულიერებისადმი არ გააჩნიათ საჭიროების განცდა, თვლიან რომ ეს არ სჭირდებათ ყოველდღიურად.
ასეთი სამწუხარო ტენდენცია მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ჯერ დრო არ დამდგარა, კაცობრიობას არ გააჩნია მოთხოვნილება სულიერებისადმი, იგი მზად არ არის! საქმე მხოლოდ ფინანსურ სახსრებში არაა, კაცობრიობამ უნდა შეცვალოს საკუთარი ფინანსური პრიორიტეტები, ფულის(სოციალური ენერგიის) მოძრაობის არხები, მისწრაფებები და სურვილები.
მხოლოდ ლოდინით არაფერი შეიცვლება, თუ მზად არ ხართ ჩვეულებრივი ნაბიჯებისათვის – არაჩვეულებრივს ვერ გადადგავთ! თავისით არაფერი შეიცვლება!
როდესაც სწორი ფორმა ნაპოვნია, რეკომენდებულია მასწავლებლის მიერ! მაშინ საქმე მხოლოდ მხარდაჭერაშია რათა ერთად შევძლოთ: – სიყვარულის შესახებ სწავლების გავრცელება, იერარქიის გეგმების მიტანა თითოეულ ადამიანამდე, ზეადამიანების დასაბრუნებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება.
სამწუხაროდ ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ადამიანებს სულიერება არ სჭირდებათ, არავინ ცდილობს მხარდაჭერას.
წიგნების შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
დისკუსია ამის შესახებ post