რაოდენ მცირედ აცნობიერებენ, დიდ საჭიროებაში ჩავარდნილი ადამიანები, რამდენად იოლად და საწრაფად შეეძლოთ მიეღოთ და მიიღებენ თავის ფინანსურ თავისუფლებას, თუ მიაპყრობენ თავის ყურადღებას ” საყვარელი ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრებისაკენ” და გადაწყვეტით და შეუპოვრად შეაკავებენ მას იქ. დიდძალი იქნება მათი საჩუქარი ამ ძალისხმევისათვის.
ამაღლებული მეუფეები – კაცობრიობის დამცველნი, რომლებიც საუკუნეების მანძილზე შრომობდნენ როგორ უხილავ სფეროებში, ასევე ფიზიკურ პლანზე, რათა გამოაღვიძონ, დალოცონ, გაანათლონ და სულიერად აამაღლონ კაცობრიობა ეგოიზმისა და დაცემული მდგომარეობიდან. ჩვენ დავამარცხეთ სიკვდილი და ფიზიკური სხეულისა და სამყაროს ატომურ სუბსტანციაზე მთლიანი და სრული მეუფებით. ყველაფერი ემორჩილება ჩვენს ბრძანებებს! სამყაროსა და ბუნების კანონები. ჩვენი მოხალისე, მორჩილი მსახურნი. ბუნების ამ მშვენიერ იდუმალ სამოფელში, ჩუმად, გარე სამყაროსაგან დაფარულად მიდის სამუშაო, და როდესაც ინდივიდუმი ეძებს სინათლეს თვით სინათლისათვის, მაშინ, ჭეშმარიტად, მას ემატება ყველაფერი დანარჩენი. ..
ეს სუფთა ელექტონული სინათლე, რომლისგანაც შედგება სულის მუდმივი სხეეული, შეკუმშულია, ასე ვთქვათ, თქვენი “ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრების მიერ” სინათლის სუბსტანციის მდგომარეობამდე, რომელიც თქვენთვის წარმოადგენს თვითმხარდამჭერ უკვდავ მუდმივად გაფართოვებადს, მუდმივად სრულყოფილ ფორმას და ღვთიური სიყვარულის, სინათლის, სიბრძნისა და ძალის რეზერვუარს, თვით ღმერთის გულიდან. ეს არის თქვენი მუდმივი ინდივიდუალიზირებული სიცოცლის ტაძარი და თქვენი გამოვლენილი ფორმის სამყაროს გულის ცენტრი. ხანდახან მას ეძახიან თეთრ – ცეცხლოვან სხეულს, იმიტომ რომ მბრწყინავი თეთრი სინათლე,რომელსაც ის ასხივებს, იმდენად მკვეთრი, ინტენსიური და ყოვლისშემძლეა, რომ ადამიანთა თვალისათვის ის წარმოადგენს თეთრ ცეცხლს. ჩვეულებრივ ადამიანს მხოლოდ ერთი წამით შეუძლია უყუროს მას…
ეს ის სხეულია, რომელშიც იესომ მოახდინა ამაღლება! როდესაც სხეულში სინათლე გაძლიერდა სიცოცხლის უმაღლეს ოქტავამდე, გახდა უფრო სწრაფი ვიბრაციულ მოქმედებაში, მაშინ ის გაქრა დამკვირვებელი ხალხის თვალთა არიდან, რომლებიც მისი ამაღლების მოწმენი გახდნენ. ადამიანის თვალს შეუძლია დააფიქსიროს მხოლოდ ვიბრაციის გარკვეული ოქტავები. როდესაც ადამიანი, თვითგასუფთავების შედეგად ზრდის მის ვიბრაციულ სისწრაფეს, ფიზიკური სხეულის თითოეული ელექტრონის შიგნით სინათლე დაიწყებს სულ უფრო მკვეთრ ნათებას. ის აფართოვებს სხეულის გასხივოსნებას(ნათებას) იმ ხარისხამდე, რომ ფიზიკური სხეული თავიდან ხდება თვითმანათობელი, ჯობნის დედამიწის მიზიდულობის ძალას, და ბოლოს და ბოლოს, ადამიანი იძენს უნარს გამოვლინდეს ცნობიერად და სურვილისამებრ ნებისმიერ ვიბრაციულ ოქტავაში. მას შეუძლია თავისუფლად იაროს ყველგან უსასრულობაში, რამეთუ სუფთა ელექტრონული სინათლე არსებობს ყველგან მთელს სამყაროში. როგორც კი ფიზიკური სხეულის მთელი ატომური სტრუქტურა ხდება სინათლე, ის შედის ერთიან მუდმივ ელემენტში – მანათობელი თეთრი ესენციის დიადი სამყაროს ზღვაში, რომლიდანაც ღმერთმა შექმნა ყველა ფორმა. ყოფადობის(არსებობის) მხოლოდ ამ მდგომარეობაშია შესაძლებელი სრული თავისუფლება, ოსტატობა და მიღწევადობა. ეს – რეალური და უმაღლესი გზაა ადამიანური არსებობისა! ამ შემთხვევაში ადამიანი მაღლდება მანამდე, სანამ არ ხდება ღვთიური სისრულე – მუდმივად თავისუფალი ყველგანმყოფელი ყოვისშემძლე ყოვლისმხილველი, ყველგან მოსიარულე, სადაც მოისურვებს, და ყველაფრის გამკეთებელი რასაც კი მოისურვებს, თვითგაცნობიერებადი ინდივიდუალურ ფოკუსად თვითცნობიერება “ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრებისა”.
პრაქტიკულად ყოველ საიდუმლო საზოგადოებაში, რომელიც იცავს შემოქმედებით საწყისს, ანუ, სხვა სიტყვებით, აღიარებს “სინათლეს” როგორც ყოველი კეთილის საწყისს, განდობისას ყოველთვის გამოიყენება სიტყვა “ამაღლებული”. ეს “ამაღლება” როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი, და ფიზიკური მნიშვნელობით ჭეშმარიტია, რამეთუ ფიზიკური ატომის ვიბრაციული მოქმედება “მაღლდება” მანამ, სანამ არ გახდება სუფთა ელექტრონული თვითგაფართოებადი ესეიცია ანუ სული.
– სუფთა ღვთიური სუბსტანცია – სინათლე, სინათლე, სინათლე!
არსებობის ამ სრულყოფილი პირობებისაკენ ლტოლვა ჩადებულ იქნა დაბადებისთანავე როგორც იდეა და იდეალი მთელი ადამიანირი რასისა და ასეთი იყო ყოველთვის. დედამიწაზე მცხოვრები თითოეული რასის და ხალხის ლეგენდები, მითები და თქმულებები, ყვებიან სრულყოფილ არსებებზე – უკვდავებზე, სიბრძნით გამსჭვალულ, მუდამ ახალგაზრდა და ზეციურად ლამაზებზე. ამ თქმულებებში არის მიზეზი, საწყისი იდეა, საიდანაც ისინი წარმოიშვნენ, – ის საწყისი ჭეშმარიტი არსი, რომელიც მათ მოაქვთ საკუნიდან საუკუნემდე, რამეთუ ადამიანის გონების წინ ყოველთვის იდგეს იდეალი. ეს მთავარი ჩანაწერია, რომლის მიხედვითაც მთელი კაცობრიობა იქნა მოდელირებული საწყისში – ღმერთის სახად და ხატად, “ძლევამოსილი მე ვარ თაბდასწრებისა”.
თუ ადამიანი მოინდომებს გახდეს ჭეშმარიტი მოსწავლე სიცოცხლისა, ის ღრმად ჩაუფიქრდება აზრებსა და გრძნობებს, რომლებიც გამოხატავენ ზეადამიანურ მდგომარეობებს, ხარისხსა და ტრანსცენდენტურ იდეალებს. ჩვეულებრივ ადამიანს ისინი ეჩვენება შეუძლებლად იმ დიდი ძალის გამო, რომელიც საჭიროა მათ გამოსავლენათ. ამ ღვთიური ხარისხის მისაღწევადა და გამოსავლენათ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე საშუალო ადამიანის სიმამაცე. იმისათვის რომ შეიძინო ასეთი მიღწევები ადამიანმა უნდა დაუმორჩილოს თავისი გრძნობითი ცნობიერება, გულწრფელ, მკაცრ დისციპლინას, სანამ არ ისწავლის “სრულყოფის” ნიმუშის მორჩილებას, ნაცვლად საკუთარი ეგოისტური დროებითი ახერიბებისა და მიდრეკილებებისა.
ჭშმარიტმა მოსწავლემ იცის, რომ რომელ ღვთიურ ხარისხზეც არ უნდა იფიქროს ინდივიდუმის ცნობიერებამ, მას შეუძლია გამოიწვიოს იგი გამოვლენისაკენ საკუთარი აზრისა და გრძნობის შემოქმედებითი ძალით – ღვთიური სიყვარულით.
ღვთიური აზრები და გრძნობები, ღვთიური ხარისხი და იდეალი შეიძლება იპოვო, მხოლოდ ღვთიურობაზე ფიქრისას, რამეთუ მათ არ შეუძლიათ იარსებონ ანდა იყვნენ სხვა ადგილას, რამეთუ მთელ უსასრულობაში მსგავსი იბადება მსგავსის მიერ. ღვთიურობა არის სინათლე და სრულყოფა სიცოცხლისა ……
ამაღლებული მეუფეები წარმოადგენენ სიყვარულის, სინათლისა და სიბრძნის მასწავლებლებს. მხოლოდ მათი მეშვეობით შეუძლია კაცობრიობას შეიცნოს სიცოცხლე და შეიძინოს მიღწევა, რამეთუ მათ იციან ყველაფერი, მათ იცხოვრეს თავისი ცხოვრებები ამ პლანეტაზე და ეხლა განასხეულეს ღვთიურობის მთლიანობა, გახდნენ რა ყველა მიწიერი ძალის მეუფეები. მათ გაიარეს გზის თითოეული ფუტი, რომელზეც ეხლა მიაბიჯებს კაცობრიობა, და იციან მასზე თითოეული ნაბიჯი. ამიტომაც მათ შეუძლიათ აჩვენონ მოსწავლეს ყველა მახე, თუ მას უნდა მათი მოსმენა და მათი დაცვის შეძენა; მაგრამ ისინი არასოდეს ჩაერევიან ინდივიდუმის თავისუფალ ნებაში, და არასოდეს აკეთებდნენ ამას, რამეთუ ის წარმოადგენს ადამიანის საწყის ღვთიურ უფლებას, რომელსაც ისინი პატივს სცემენ…
დადგა დრო, როდესაც ადამიანთა დიდი რაოდენობა კაცობრიობაში იწყებს გამოღვიძებას ჭეშმარიტებისადმი და იმის გაცნობიერებისაკენ, რომ თვითონ მათშია ღვთოური მეუფე – “მაგიური თანდასწრება” “ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრებისა”. მრავლად არიან ისინი, ვინც შინაგანად შორს წავიდა გასხივოსნების გზაზე, პირადი ძალისხმევისა და მიღწევათა გამო წარსულში. თუმცა ამ განსხეულებაში, გარეგნულად ისინი ამას ვერ აცნობიერებენ და არ გააჩნიათ აკადემიური ცოდნა. რაღაც უნდა გაკეთდეს, რათა მიეცეს ამ სულებს თავისუფლება, რომელიც მათ ასე ძლიერ სწყურიათ და რონლისთვისაც ისინი ნამდვილად მზად არიან. ისინი მიიღებენ ამ დახმარებას, რამეთუ ჩვენ აქ ვართ და ვშრომობთ იმისათვის, რომ აღმოუჩინოთ იგი….
სენ – ჟერმენი
დისკუსია ამის შესახებ post