დღეისათვის მომწიფებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც მზადდება ქრისტეს მეორეთ მოსვლა, მაგრამ იგი მარტო არ მოვა, არამედ თან მოიყვანს უამრავ მასწავლებელსა და “წმინდანს”.
ამ პროცესებს სჭირდება მომზადება, ამიტომ დედამიწაზე უკვე ფუნქციონირებს მოსწავლეთა და განდობილთა ჯგუფები, რომელთა მიზანია ადამიანებამდე მიიტანონ ინფორმაცია დედამიწის სულიერი მთავრობის, მისი წევრებისა და გეგმის შესახებ.
მე გახლავართ გარკვეული ხარისხის მოსწავლე და დიდი სიამოვნებით ვემსახურები იერარქიას! ვასრულებ ჩემი ხარისხის შესაფერის გარკვეულ სამუშაოს – ეს არის ჩემი მსახურება!
უკვე დიდი ხანია მივყვები სიზმართხილვისა(სიზმრის იოგა) და გაცნობიერებული სიზმრების ხელოვნებას, სიყვარულის პრაქტიკას, სტალკინგს, ალქიმიას, რაჯა იოგას და მისი საშუალებით მაქვს კონტაქტები ზეადამიანებთან(სულიერი იერარქია). საერთო ჯამში ათასამდე გასვლა მქონდა სხეულიდან.
მრავალი წლის მანძილზე სიზმართხილვის საშუალებით ვიკვლევდი ადამიანის ენერგეტიკული სხეულების გეომეტრიული აგებულების სტრუქტურას, ეს სტრუქტურები და აგებულების გეომეტრიული სქემები დაწვრილებით განიხილება ჩემს წიგნში “სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამინები”, იესო ქრისტეს მიერ ნასწავლი – სიყვარულის პრაქტიკა დაწვრილებით გადმოვეცი წიგნში “შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა”, თავად სიზმარხილვა გაკვეთილების სახით გადმოვეცი წიგნში “სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება”. ფაქიზ პლანზე, სულიერ სამყაროში მასწავლებლების მიერ გახსნილ სასწავლო დაწესებულებაში აშრამში მიღებული ცოდნა, მოსმენილი ლექციები და სწავლებანი გადმოვეცი წიგნში “აშრამის გაკვეთილები”. ყველა ჭეშმარიტი მოსწავლე და განდობილი სულიერი წინსვლისას ეხება ოკულტური მედიცინის საკითხებს, ჯანმრთელობას და უკვდავების საკითხებს, ეს ყოველივე გადმოვეცი წიგნში “სამედიცინო კვლევები”. მეორე განდობის ზღურბლზე მოსწავლის სულიერი აღჭურვა საშუალებას იძლევა ჩაუღრმავდეს ალქიმიას, შეისწავლოს ცეცხლის ქიმია და შეეჭიდოს ფიზლოსოფიური ქვის საკითხებს, ეს ცოდნა გადმოვეცი სამ წიგნად: “ალქიმია ოქროს საწმისი”, “ალქიმიური ტრაქტატები – ანგელოზის შედედების ხელოვნება”, “ზეციური მიწათმოქმედება”.
ჩემი წიგნების შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
მე ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს დაძლიონ საკუთარი
პიროვნული “მე“ და დაიმკვიდრონ ღვთიური!
ვინც ეძებს ის ყოველთვის პოულობს!
საიტი დაყოფილია სიმბოლურ სექციებად. თითოეული მათგანი ეხება მდუმარე სწავლების გარკვეულ განხრას. ასე მაგალითად პირველი სექცია(ზეადამიანები) მოიცავს ინფორმაციას იერარქიის, აშრამებისა, მოსწავლეობისა და განდობის შესახებ. იგი აგრეთვე მოკლეთ მიმოიხილავს იერარქიის ექსტერიალიზაციის გეგმას. (ამ თემაზე ხანდახან კვირა დღეს იკითხევა ლექცია).
ერთერთი სექცია ეხება სიყვარულის სწავლებას. ვისაც სურს განჭვრიტოს ჭეშმარიტება, ქრისტეს სწავლება და უნივერსალური გასაღები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სექციაა და ვინც მის აზრს ჩასწვდება – “ის აღარ დააგემოვნებს სიკვდილს“. (უფრო დაწვრილებით განიხილება ლექციაზე კვირა დღეს).
მესამე სექცია ეძღვნება იერარქიის სწავლებას, მასში გადმოგცემთ იმ უნიკალური გაკვეთილებს რომელიც თავად შევისწავლე ღამით, ეთერულ პლანზე, იერარქიის მიერ გახსნილ აშრამებში. გარდა ამისა მოვიყვან ნაგუალის გაკვეთილებს და ფრაგმენტებს “ძალის წიგნებიდან”.
შემდეგი სექციები ეთმობა სხვადასხვა თემებს მათ შორის ალქიმიასაც, ეს უდიდესი მეცნიერება ხელეწიფებად მხოლოდ ჭეშმარიტ მოსწავლეებს.
ბოლო სექცია – “შეხვედრები”, ყოველთვის დაეთმობა დაინტერესებულ საზოგადაებასთან შეხვედრის კონკრეტული ადგილისა და დროის გამოქვეყნებას. (შეხვედრები ტარდება კვირა დღეს).
შეგიძლიათ ესტუმროთ ჩემს ფეისბუქ გვერდებს:
კითხვა პასუხის ჯგუფი – https://www.facebook.com/groups/kitxvebi
სულიერი იერარქია: – https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia
ალქიმია: – https://www.facebook.com/groups/alqimia
წიგნისადმი “შეხვედრები წინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა” მიძღვნილი ჯგუფი:
https://www.facebook.com/groups/siyvarulispraqtika
ჯგუფი ქრისტეს ცნობიერება: https://www.facebook.com/groups/1350632645964002
საიტი მათთვისაა ვისაც აქვს სურვილი, მისწრაფება და ნება ღრმად ჩაიხედოს სულიერი ევოლუციის საკითხებში. პირველი წაკითხვით ნუ განსჯით, არამედ ჩაუღრმავდით თითოეულ თემას, ეძიეთ და იპოვით. თუ ვერ იპოვით მზად ვარ უპასუხო თქვენს კითხვებს. თუ ინფორმაცია მიუღებელია, მაშინ შეგიძლიათ სხვა საიტებს ესტუმროთ. ვისთვისაც დაიწერა ეს საიტი ის მიპოვის. დიდხანს სიცოცხლეს და ბედნიერებას გისურვებთ, წარმატებები თქვენს ძიებაში…