კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

Giorgi Tartaria

კითხვა: - შეიძლება თუ არა, რომ ყველა ცენტრი იყოს აქტიური ერთდროულად და როგორი იქნება ამ დროს ადამიანის ფიზიკური და სულიერი მხარე?

პასუხი გიორგი(ოლმეკი): - შეუძლებელია ყველა ცენტრი იყოს აქტიური. ენერგიას არ შეუძლია იაროს აქეთ იქეთ ერთდროულად. თუ ის ჩამოედინება და მოიხმარება ქვედა ცენტრების მიერ, მაშინ ზედა ცენტრები რჩებიან უფუნქციოდ, ენერგიის გარეშე. ასეთია საკრალური გეომეტრია, აქედან შეზღუდვები. წიგნში "ფლობის ბეჭედი" მე წარმოგიდგინეთ ცენტრების განმარტება, რომელიც გასაგებს ხდის შეპყრობის ფენომენს, ასეთი ადამიანის მოქმედებას აქტიური ცენტრიდან გამომდინარე. შეუძლებელია ადამიანი ინტენსიურად იყენებდეს რომელიმე ცენტრს და მჭიდროდ არ თანამშრომლობდეს შესაბამის სამყაროებთან, არსებებთან, საკუთარ დაცემულ თუ ამაღლებულ პიროვნებებთან. აქედან გამომდინარე არის სიბნელის, დემონების და ჯოჯოხეთის თანამშრომლები და სამოთხის, სინათლის, ანგელოზების თანამშრომლები. მსახურებაც იყოფა ორად, სიბნელის და სინათლის. ჩემი მკაცრი ტონი, ყველაზე ხშირად მიმართულია მდაბალი სამყაროდან მოსაუბრე ინდივიდის მიმართ, რომელიც არ იდენტიფიცირდება პოსტის დამწერთან, არამეტ წარმოადგენს მის "მდგმურს". ვაი ეზოთერიკებს არ ესმით ეს ამბავი, რადგან ვერ ხედავენ და არავითარი სულიერი გამოცდილება არ გააჩნიათ, შესაბამისად ისინი თავის ამპარტავნებაში მყოფნი, საკუთარი დემონით შეპყრობილნი თვლიან, რომ გულის ცენტრი არ მაქვს გახსნილი და მსგავსი მიმართვა ამის ბრალია, რაც უბრალოდ დიდი სისულელეა.. თავად დემონი ასეთ მკაცრ მიმართვას უთარგმის პოსტის დამწერს უხეშობად, შეურაწყოფად, უპატივცემულობად და ა.შ. ამის დანახვა და დანახულთან სწორი ურთიერთობა არის ნამდვილი ფსიქოლოგია და არა ლოგიკაზე დაფუძნებული, წამოწოლილი საუბარი, რომლის მიზანიცაა ბავშობის სცენების გახსენება, ან მშობლების საქციელში შვილების ქცევის განჭვრეტა.. თანამედროვე ფსიქოლ;ოგია უძლურია იმ გიგანტური სამყაროს წინაშე რომელიც იხსნება როგორც "დაბჯენილი ხახა" თითოეული ჩვენგანის შიგნით. აქედან მოდის ნამდვილი გარჩევა და არა წიგნების კითხვით შეძენილი ინფორმირებულობისაგან.

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ -

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ყველა უფლება დაცულია ©

კომენტარები

ფორმა დაცულია reCAPTCHA-ით. მოქმედებს Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და წესები.