კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

ანონიმური მონაწილე

კითხვა: - მოგესალმებით, ასკეზასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა. ჩავიფიქრე 1 წლიანი აკრძალვა, კერძოდ დილით 9 ზე ანუ ადრე ადგომა. რაც დღეს დავარღვიე, ჩამეძინა 10 წუთით. როგორ შემიძლია გამოვასწორო ან რას შეიძლება ველოდე ცუდს ამ ყველაფრისგან. მადლობა

პასუხი გიორგი(ოლმეკი) - ეგ ასკეზა არ არის, ეგ მოგონილია ვინმე ვაი ეზოთერიკოსის მიერ, რომელიც ყიდის სულს! მაგ მიდგომით თქვენც სწავლობთ სულის გაყიდვას. ასკეზა არ არის რაიმე ერთი მოქმედება, შეპირება ან სამაგიერო. ვაჭრობა ეშმაკთან მოდის. ასკეზა არის სწორი ცხოვრების წესი რწმენიდან გამომდინარე, წმინდა ცხოვრების წესი, უცოდველი და არა ცხრაზე ადგომა ან რაიმე მსგავსი. გარჩევის უნარი რომ გაგაჩნდეთ, ასეთ მდორე ვაჭრობას არ მიმართავდით, არც მსგავს მეთოდს და "მასწავლებელს". სიბნელეს ეთაყვანებით მაგ მეთოდით, დამოკიდებულებით და მსგავსი "მასწავლებლით". გამოფხიზლდით! უფასო ყველი მარტო ხაფანგშია. ნუ ცდილობთ შემოვლითი გზით მიაღწიოთ საწადელს, სასურველს, თქვენ სულს ყიდით ამით. პირდაპირი გზით იარეთ, თავაწეულმა, ნათელმა, წელში განმართულმა, სუფთად, წმიდად, ღვთიურად და დამსახურებულად. რაიმე ერთი ფანდით არა, ეშმაკობით არა, ვაჭრობით არა, გასაძრომით არა, შემოვლით არა, "ლატარიის ბილეთით" კი არ უნდა აიწყოთ ცხოვრება, არამედ სწორი ცხოვრებით, ღმერთით შემოსვით, განმღღთოვებით! თუ ამას ვერ გაიგებთ რაც დავწერე - თქვენი საქმე წასულია. ყველა უფლება დაცულია ©

წაიკითხეთ ჩემი წიგნები:

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ - https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

fb.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ყველა უფლება დაცულია ©

#ასკეზა#ვაი ეზოთერიკოსი#სულის გაყიდვა

კომენტარები

ფორმა დაცულია reCAPTCHA-ით. მოქმედებს Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და წესები.