სიყვარულის პრაქტიკის შედეგები

Tako Liparteliani
მოგესალმებით 💜 რამოდენიმე თვეა რაც დავიწყე სიყვარულის პრაქტიკა.
ძალიან ბედნიერი ვარ და პირველ რიგში მადლობელი ამ ინფორმაციისთვის 💜
რამოდენიმე ხნის შემდეგ დამესიზმრა ქრისტე და ვერც აგიღწერთ რამხელა სითბო სინათლე და სიყვარული ტრიალებდა ირგვლივ.მე კი ძალიან თავისუფალი და ის ადამიანი ვინც რეალურად ვარ. გუშინწინ ისევ დამესიზმრა რომ ვიღაცამ მომცა გახუნებული ტილოს ნაჭერი და მითხრა რომ ეს ქრისტესიაო, მე გამოვართვი დავკეცე და ხელისგულში შევინახე რატომღაც რომ არავის ენახა. სამწუხაროდ სრული სიზმარი არ დამამახსოვრდა.დიდი მადლობა💜
ქრისტეს ნახვა ძალზედ კარგია, ესეიგი გაქვთ სულიერი პროგრესი. რაც შეეხება ნაჭერს ესეც კარგია, სუდარას ექვივალენტია. ანუ ქრისტეს ცნობიერება გემატებათ სიყვარულის პრაქტიკით, ქრისტიანი ხდებით ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. ის რაც მე გადმოვეცი წიგნში "შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა" არის ქრისტიანობის არსი, გული და დაკარგული ცოდნა. ეს ცოდნა საკმარისია რათა შეიძინოთ ქრისტეს ცნობიერება, გადაჭრათ ყველა პრობლემა და იხსნათ საკუთარი სული. საკმარისია რათა თქვენი წინაპრები განათდნენ იმქვეყნად. ყველა ადამიანის პრობლემა მოდის ცოდვიდან, ეს პრაქტიკა კი გასუფთავებთ და შედეგად ყველაფერი ლაგდება. კიდევ გიმეორებთ ამ პრაქტიკას შეუძლია ყველა თქვენი პრობლემის მოგვარება.. რაც შეეხება სულს, თქვენ დგახართ სულის მოპოვების გზაზე, ქრისტეს გზაზე. როდესაც ამ პრაქტიკას მიყვება ადამიანი მაშინ ქრისტე სადღაც იქ კი არ არის, ხატზე ან ზეცაში, არამედ თქვნი ახლობელი ხდება, ძმა, მეგობარი, მასწავლებელი, გრძნოთ მის სიახლოვეს, მერე ხედავთ მას სიზმარში, ესაუბრებით, ბოლო ეტაპზე ესაუბრებით მას დღისით, ცხადში! ასეთია ქრისტიანის გზა რომელზეც ამ პრაქტიკით მიდიხართ. იესომ გადმომცა ეს პრაქტიკა და მე თქვენ გადმოგეცით, აიეღეთ და დაიხსენით თავი. წიგნის ფურცლები, რომელ ფურცელზე რა წერია, ყდა, ფერები, ინფორმაცია, წყობა, ყველაფერი იმქვეყნიდანა მაქვს გადმოტანილი. წაიკითხეთ ბევრჯერ, ეზიარეთ და აპრაქტიკეთ. შემიძლია შეგაქოთ, ეს კარგი შედეგია. ყველა უფლება დაცულია ©
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ -
შეძენის მსურველებმა მიმართეთ - მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
https://www.facebook.com/mzeonaiberieli
ჯგუფი ალქიმია
https://www.facebook.com/groups/alqimia
ჯგუფი სულიერი იერარქია
https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia
ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები
ყველა უფლება დაცულია ©
კომენტარები