ჩემს პირად გამოცდილებას დავწერ სიყვარულის პრაქტიკასთან დაკავშირებით და გამიხარდება თუ ვინმეს გამოადგება , განსაკუთრებით მათ, ვინც ეს პრაქტიკა დაიწყო და შემდეგ შეწყვიტა
თავიდან ,როცა დავიწყე, მომენტალურად საოცარი შვება ვიგრძენი, მაგრამ მოკლე პერიოდში მთელი ნეგატივი თითქოს ათმაგი ძალით დამიბრუნდა უკან… მივხვდი, რომ ეს ჩემი ეგოს, პიროვნების მცდელობები იყო რომ ისევ ძველი ინერციით,სიბნელით ვეტარებინე.. მიუხედავად იმისა,რომ ამას ვაცნობიერებდი, მაინც ძალიან გამიჭირდა ხელმეორედ ამ პრაქტიკასთან მიბრუნება, რადგან კონტრასტი იმდენად ძლიერი იყო იმ მდგომარეობას შორის რასაც სიყვარული იწვევდა, და ძველ მდგომარეობას შორის, რომ ძალიან რთული იყო ამ კონტრასტთან ბრძოლა.. ჩემში რაღაც მაიძულებდა ისევ “ძველი, მიჩვეული ჭირით” მეცხოვრა.. ის ფიქრებიც კი შემოდიოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თავის დამშვიდება იყო და რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, რომ ისევ ჩემი პირადი,პიროვნული ძალისხმევით უნდა გამომესწორებინა ყველაფერი და შოკში მაგდებდა იმის გაცნობიერება რომ კონტროლოს სადავეები მივუშვი და ღმერთს, სიყვარულს მივანდე… ეს წარმოუდგენელი იყო, ამის დაშვება არ მინდოდა.. მაგრამ მაინც გავაგრძელე, და შემდეგ ჯერზეც იგივე მოხდა… ისევ არ დავნებდი და შემდეგზეც კიდევ ესე მოხდა, ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში… დღისით ხომ ამ ემოციურ , შინაგან ბრძოლებში ვიყავი და ღამით სიზმრებშიც იგივე ხდებოდა, მასე ცხადად აქამდე არასდროს მეგრძნო ჩემში სინათლის და სიბნელის დაპირისპირიბა.. მაგ დროს ოლმეკის სიმტკიცეს “ვსესხულობდი” მისგან, მის პოსტებს რომ ვკითხულობდი იმდენად ძლიერად შემოდიოდა განცდა რომ იცის ამ ადამიანმა რაზე ლაპარაკობს და იმდენად ძლიერი იყო ეს რწმენა მასში, რომ ჩემზეც მოქმედებდა ეს და სანამ საკუთარ რწმენას გამოვიმუშავებდი, მანამდე მისი რწმენა მეხმარებოდა ამ პრაქტიკის შესრულებაში… მერე უფრო მეტ ინფორმაციას გავეცანი, მის წიგნებს და ეს ყველაფერი მარტო ემოციურად კი არა გონებრივადაც გატარდა და რაღაც აქამდე უცნობ ლოგიკაში ჩაჯდა, თითქოს კი არ ვსწავლობდი ამ ყველაფერს, უბრალოდ ვიხსენებდი… ნელნელა ამ პრაქტიკის ზემოქმედება ჩემი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაც დაეტყო, ყველა სფეროს რომელიც აქამდე პრობლემატური იყო , იქნება ეს ფინანსები, პირადი ცხოვრება, შინაგანი სიმშვიდე და სტაბილურობა თუ სხვა… ამ ყველაფერზე დაიწყო ზემოქმედება და რწმენა შესაბამისად სულ უფრო და უფრო გამიმტკიცდა და ახლაც ამ პროცესში ვარ… ისე დაწყნარდა გონება, ისე დამშვიდდა… ბევრი წლის წინ, როცა არაფერ მსგავსთან შეხება არ მქონდა, რატომღაც ჩემს ბლოკნოტში ასეთი რამ დამიწერია ” სანამ ადამიანები რაღაცას ხმის ჩახლეჩვამდე ყვირილით ვამტკიცებთ, სანამ გარეთ ვიბრძვით, მანამდე ძველი ადამიანები ვიქნებით..” და ეხლა ამ მაშინდელმა ფრაზამ მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის, მაშინ გაუაზრებლად დავწერე.. ჩემი ფიქრის პროცესს მთლიანად ცვლის ეს პრაქტიკა, აღარავის “ვებრძვი”გარეთ, ვიცი რომ ყველა ბრძოლა შინაგანად არის მოსაგები… ყურადღება შინაგანი სამყაროს ჰარმონიისკენ მაქვს მიმართული და ნელ-ნელა სტაბილური მყარი რწმენა შემოვიდა ჩემში რომ შინაგანი ჰარმონიით გარეგნულადაც ყველაფერი დალაგდება, და ლაგდება კიდეც, ყველაფერზე სიყვარული იზრუნებს… სადღაც გაქრა სასოწარკვეთა , როცა რაიმე ნეგატიური ფიქრები შემოდის ჩემი რეაქცია შეიცვალა, ადრე აგონიაში რაც მაგდებდა და განგაშის მდგომარეობაში, ახლა თითქოს გვერდიდან ვუყურებ და ვგრძნობ, რომ სინამდვილეში მას ძალა არ აქვს… აღქმა შემეცვალა ყველაფრის, ფიქრებიც სულ სხვა მიმართულებით მიდიან ვიდრე აქამდე, სურვილებიც სხვანაირი, პრიორიტეტებიც შემეცვალა… კიდევ, რაღაც შინაგანი მოწიწების განცდა გამიჩნდა ყველაფრის მიმართ.. რაღაცნაირად ძვირფასი და საყვარელი გახდა ყველაფერი.. მარტივი, უმნიშვნელო რაღაცებით ტკბობა შემიძლია უკვე.. ადრე მაგალითად საერთოდ ვერ ვამჩნევდი ხეების სილამაზეს, ჩიტების ჭიკჭიკს..გზაზე ისე შემეძლო მევლო საათობით, რომ ერთი ყვავილიც კი არ შემემჩნია, ახლა ვხედავ, ვამჩნებ და გული სიყვარულით მევსება.. ახლა ყველაფერი რაღაცნაირად ძალიან ძვირფასი გახდა… და ლამაზი… ბევრი ებრძვის ამ პრაქტიკას, ათას რამეს იგონებენ რომ არც თვითონ დააპრაქტიკონ და მათაც ხელი ააღებინონ, გადააფიქრებინონ, ვისაც ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი.. მე სულ მიკვირდა როცა ოლმეკი ამბობდა რომ წლების წინ როცა ეს ცოდნა გამოიტანა, ძალიან დიდი კრიტიკის ობიექტი გახდა.. იმდენად აშკარა და პირდაპირია სიყვარულის ზემოქმედება მთელს ცხოვრებაზე, რომ როგორ შეიძლება ეს ვერ დაინახო და ვერ დააფასო და უდიდესი მადლიერების გრძნობა არ გაგიჩნდეს პირ ელ რიგში იესოს და შემდეგ გიორგის მიმართ…
დისკუსია ამის შესახებ post