სიბნელე შლის და ანგრევს მატერიას, წყვდიადი აჩქარებს სიკვდილს ამოკლებს რა ბედს. ყველა ადამიანს უხარია სინათლე, თუნდაც ახალ წელს ანთებენ ფერად შუქებს, ისვრიან მაშხალებს, ანათებენ ცას და სახლებს. მიწიერ სინათლესაც კი მოაქვს სიხარული. ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია არამიწიერ სინათლეს, რომელიც მოეფინება ჩვენს ორგანიზმს, ანგელოზთაგან.
ეს სინათლე მოდის სწორი ცხოვრების წესით, ლოცვის დროს, სიყვარულის პრაქტიკისას, სიზმარხილვისას, სტალკინგის პრაქტიკის განხორციელებისას და სხვა.
არამიწიერი სინათლე აჩქარებს აზროვნებას, ამცირებს შიშებს, სიზარმაცეს, ინერტულობას, უიმედობას, აგრესიულობას და სხვა.
დემონები აბნელებენ ადამიანს მოჰფენენ რა მას სიბნელეს, წყვდიადს, ეს წყვდიადი თავად დემონს შემოაქვს როდესაც შედის ადამიანში. (ეს თემა დაწვრილებით გავშალე წიგნში „ფლობის ბეჭედი“)
და მაინც როდის ხდება ეს?
უნდა იცოდეთ, რომ თვითდაკმაყოფილებისას, თუ ეს მოხდა ერთხელაც კი, თქვენ უკვე მარტო აღარ ხართ საკუთარ თავში, ხოლო თუ ეს ხდება წლების მანძილზე მაშინ თქვენში ბევრი დემონია და თქვენ ხართ მძიმედ შეპყრობილი.
როდესაც მე დავინტერესდი რამდენი ადამიანი ატარებს ამ ცოდვის ბეჭედს, აღმოჩნდა, რომ ყოველი ათიდან ექვსი-შვიდი. ეს სასიკვდილო ცოდვაა, რაც ნიშნავს რომ ასეთი ადამიანი მოკვდება პირველი და მეორე სიკვდილით.
შემდეგი სასიკვდილო ცოდვა რომლის ბეჭედიც ასვია ყოველი ათიდან შვიდს არის სექსი. ხშირი სექსის მქონე ადამიანთან საუბრისას ჩვენ ვესაუბრებით მის შიგნით დამკვიდრებულ დემონებს, რომლებიც აბნელებენ მას. ასეთი ადამიანი ეჭვიანია, ხშირად ილანძღება, წყენიაა, გული მოსდის ერთი ბეწო რამეზე, შურიანია, პრეტენზიულია, უკმაყოფილოა, ხშირად დეპრესიულიც, მყვირალა, მოღრიალე და სხვა. ამ კატეგორიის ბეჭდების მქონეთ ანგელოზები ერიდებიან და მათგან შორს იჭერენ თავს.
თქვენ არ უნდა გეგონოთ რომ ეს საზოგადოება აუცილებლად კრიმინალია ან მსგავსი, სულაც არა ხშირად ისინი უწყინარ ადამიანებად ითვლებიან, თავისებური ხასიათი აქვთ, თუმცაღა ნებისმიერი დანაშაული არის ძლიერი შეპყრობით გამოწვეული.
ეს ორი ბეჭედი არის დემონთა დასაყრდენი, ამით უჭირავთ სამყარო სიბნელეში.
დანარჩენი ბეჭდები როგორიცაა, ხორცით კვება, ტკბილეული, ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკი და სხვა მოწოდებულია ადამიანი მიიყვანოს ამ ორ სასიკვდილო ბეჭედთან და ეს ძალიან მალე ხდება მათი გავლენით.
მაშ ასე ციფრი ექვსი შედგება ექვსი ცოდვისაგან:
1 – თვითდაკმაყოფილება!
2 – სექსი გამრავლების მიზნის გარეშე!
3 – ალკოჰოლი!
4 – ტკბილეული!
5 – ხორცეული!
6 – ნარკოტიკი!
რაც შეეხება სიგარეტს მასში შედიან ათეულობით ალკალოიდები, ის საკუთარ თავში მოიცვას მოქმედების ეფექტით – ტკბილეულსაც და ალკოჰოლსაც.
ამ პირველი ექვსიანიდან, მოდის ცოდვათა მეორე და მესამე ექვსეული. ეს არის ლეგიონი.
აბა თქვენ, ადამიანებო, პირადობის ბარათში რომ ეძებთ მხეცის ნიშანს, გადახედეთ საკუთარ თავს, შემთხვევით ამ პირველი უმნიშვნელოვანესი ექვსეულიდან რომელიმეს ხომ არ ატარებთ?
ან იქნებ ყველას ატარებთ?
აბა ფსიქოლოგებო, ასტრო ფსიქოლოგებო, ასტროლოგებო, ქოუჩებო, იოგებო, ტაროლოგებო, მედიტატორებო, და ათასი რჯულის „მასწავლებლებო“ – გადახედეთ საკუთარ თავს, და თუ ერთს მაინც ატარებთ ამ ექვსეულიდან, მაშინ თქვენ სიბნელეს ემსახურებით ეთაყვანებით და ქადაგებთ უწყინარი სახით.
რამდენსაც არ უნდა ატარებდეთ ამ პირველი ექვსეულიდან თქვენ მხეცის ნიშანს ატარებთ და ეთაყვანებით მას.
პირველი ექვსეული იწვევს ისეთ ცოდვებს როგორიც არის ამპარტავნება, ეჭვიანობა, შური, განსჯა, განკითხვა, სასოწარკვეთა, ათეიზმი, ურწმუნოება, ბილწსიტყვაობა, ლანძღვა, მკვლელობა, და სხვა.
ასე ხდება ლეგიონით შემოსვა, ასე დაიარება სიბნელე ქუჩებში, ოჯახებში, გვარში, ნაციაში, პლანეტაზე. მას შეხვდებით მზერაში, ტონალობაში, საუბარში, ლანძღვაში, მუქარაში, იძულებაში, დასწრებაში, ბილწსიტყვაობაში, ტყუილში, აგრესიაში, აურაში, სისხლში, უჯრედში და სხვა.
და აი ამ ყველაფრის ფონზე ადამიანი ავად არის, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად, მერე ბიოლოგიურად. სიბნელე კლავს ადამიანს ორი სიკვდილით, ფიზიკურად და სულიერად.
ამ მძიმე, ბოლო წერტილიდანაც კი უნდა შევძლოთ და გავხდეთ უკვდავი, რაც იქნება იმის დასტური, რომ ბნელი გახდა ნათელი, ბრწყინვალე. „დემონი“ გახდა ანგელოზი და დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი.
სიცოცხლე და უკვდავება სინათლის ზეიმია, ბუნებაა, აპოფეოზია.
ეს არის ახალი წელი, ახალი ცხოვრება და ამაღლება.
ახალ წელს გილოცავთ!!!
ასეთია ამაღლებული მეუფე.
ამ თემაზე დაწვრილებით იხილეთ ჩემი აწ უკვე გამოცემული წიგნი „ფლობის ბეჭედი“, ხოლო მომავალში გამოვა წიგნი „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე – სამედიცინო კვლევები“.
დისკუსია ამის შესახებ post