პარასკევი, მაისი 16, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ალქიმია

ჩვენ აქ ვართ!

მაისი 16, 2024
კატეგორია: ალქიმია, პოსტები, სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

ჩვენ აქ ვართ!

არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.

ყველა უფლება დაცულია ©

 

ადამიანის ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს არცერთი წუთი შეყოვნება, ადმიანი იზრდება და იცვლება გამუდმებით. სტაგნაცია, განმეორებადი რუტინა, რომელიც საშუალო გაქანების ადამიანის მუდმივი თანამდევია არ აძლევს მას საშუალებას შეიცვალოს – გარემო მოთხოვნებთან ერთად. ერთია რას გვასწავლის ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, ოჯახი, საზოგადოება, სოციუმი, მაგრამ აბსოლიტურად სხვაა გარემო მოთხოვნები, მოცემულობა და საჭიროება. რა თქმა უნდა ჩვენ გაგვაჩნია თეორიები ყველა სიტუაციის მიმართ, ცხოვრების მიმართ, მაგრამ ეს თეორიები რჩება თეორიად და ცხოვრების, სიცოცხლის გასაღები კი  გვეცლება ხელიდან.

გადახედეთ საზოგადოებას, დაღვრემილები, პრობლემურები, მოწყენილები, დაღლილები, გატანჯულები, უიმედონი დადიან. მათ არ შეუძლიათ მოაწესრიგონ საკუთარი ცხოვრება.

პრობლემებთან ბრძოლამ დაღალა ისინი.

ფაქტიურად ეს ადამიანები საკუთარ თავს ებრძვიან, რადგან არასწორი მიმართულებით ხარჯავენ მთელს თავის ენერგიას.

როგორც მზე, მცხუნვარება, სიმშრალე ანადგურებს ობს, როგორც ზამთრის ყინვა და თოვლის სქელი საფარი აწვება ტყეში ამოსულ სოკოს, ასევე ადამიანი რომელიც არ ანხორციელებს ყოველდღიურად სიყვარულის პრაქტიკას მინიმუმ ორი საათის მანძილზე, მძიმდება, იღლება, იტანჯება, ითრგუნება, ავადდება, ღარიბდება და კვდება.

ეს ცოდნა და პრაქტიკა, რომ აღმოაჩინოთ ბევრი წელი უნდა გაატაროთ სხეულს გარეთ, მაგრამ მე ჩამოვიტანე ის მიწაზე, დავწერე წიგში და თქვენ შეგიძლიათ დაეუფლოთ ამ უნიკალურ საშუალებას. ერთადერთი რაც გჭირდებათ არის ამ წიგნის წაკითხვა – „შეხვედრები წმინდანებთან სოყვარულის პრაქტიკა“.

ყველა თქვენი პრობლემა მოგვარდება ამ წიგნთან და პრაქტიკასტან ერთად. აქ არ არსებობს გამონაკლისი, არსებობს მხოლოდ სიზარმაცე.

ათი წლის წინ ამ პრაქტიკას დარბაზში ვასწავლიდი, ოცი  წლის წინ კი სათითაოდ ვხვდებოდი გაჭირებულ ადამიანებს და ვუხსნიდი მათ სათითაოდ.

იყვნენ ისეთებიც ვინც იარა დარბაზში ხუთი წელი მისმინა, მერე დაიწყო სწავლება, თუმცა თავად ისემც არ გახდა პრაქტიკოსი, ისინი ყველა მოსახვევში გაჰყვირიან სიყვარულის პრაქტიკას, მაგრამ სინამდვილეში ისევ იქ არიან სადაც დავტოვე, ამის მიზეზია მათი ცხოვრების არასწორი წესი, თვითდაკმაყოფილება, სექსი, ხორცეულით კვება, ტკბილეული. ამ ყველაფერთან ერთად მათ არ გამოსდით სიყვარულის ყოველდღიური ორსაათინი პრაქტიკა, რადგან თვითდაკმაყოფილება ძალიან ძლიერ შეპყრობას იწვევს, შემპყობელი კი ვერ იტანს სიყვარულის პრაქტიკას.

ასეთი ადამიანი ათესიტია სინამდვილეში, სუპერ ეჭვიანი, მას არ გააჩნია იმდენი რწმენაც კი რომ ყოველდღიურად ორი საათი მაინც  შეასრულოს პრაქტიკა, გულს ვერ უდებს.

 სწორი ცხოვრების წესს, გაეცნობით წიგნში „ფლობის ბეჭედი“. აქვე იხილავთ არასწორი ცხოვრების შედეგად გამოწვეულ პირველ და მეორე სიკვდილს, დემონებს, შემპყრობლებს, შეპყრობის მექანიზმს, სექსის კავშირს აურის ჩაბნელებასთან, საიქიოს ზონებს, სამოთხის არეალს, ენერგიის ხედვის ნიუანსებს, სამყაროთა კიბეს და სხვა.

მას შემდეგ რაც სწორი ცხოვრების წესთ და სიყვარულის პრაქტიკით დაალაგებთ საკუთარ ცხოვრებას და ფინანსურ მდგომარეობას, დგება მასწავლებელთან ერთობის დრო, რათა სულიერ პლანზე მყოფმა მასწავლებელმა თქვენი როგორც ინსტრუმენტის გამოყენებით იმოქმედოს ფიზიკურ პლანზე „დაალაგოს ის“.

ამ ფაზას ეწოდება ერთობა.

ამ ეტაპზე მოსწავლე ხდება ცოდნის ცენტრი, სინათლის წერტილი ფიზიკურ პლანზე.

არამიწიერი ცოდნის შესაგროვებლად საჭიროა ფიზიკური სხეულის სისტემატიური დატოვება და სულიერ პლანზე შეგნებული ფუნქციონირება. ამისათვის საჭიროა მოსწავლემ აითვისოს სიზმარხილვის ტექნიკა. გაიღვიძოს სიზმარის შიგნით  და იფუნქციონიროს სულიერ პლანზე ცნობიერად, ღამით, ძილის დროს.

ადამიანი ღამით ისედაც ბუნებრივად გადადის ამ პლანზე იძინებს რა მისი ფიზიკური სხეული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ის აცნობიერებდეს სრულად ხვდებოდეს, რომ სიზმრის შიგნითაა და იმოქმედოს შეგნებულად, ფხიზლად.

ასე ვითარდება მისი ასტრალური სხეული, ასტრალური ცენტრები, ეხსნება რა გაზა უმაღლესი მენტალის ინტუიციური სულიერი შრისაკენ.

სიზარხილვის საფუძვლიანად ასათვისებლად იხილეთ ჩემი წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.

ადამიანის ენერგეტიკული, სიზმრის სხეული, ფაქტიურად წარმოადგებს დროის მანქანას. ამ მანქანის სქემები, აგებულება, ფუნქციონირება დაწვრილებით მოვიყვანე წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია -ზეადამიანები“.

ოდესღაც ატლანტების უხუცესთა საბჭოს, ატლანტების ეპოქაში, აუგე ასეთი დროის მანქანა ფიზიკურად, ტექნოლოგიურად, და მისი საშუალებით ისინი დღეს აქ არიან ჩვენს დროში, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა.

ამ ისტორიას გაგაცნობთ მაშინ, როდესაც, თუ, მისი  რეალიზაცია თქვენს თვალწინ მოხდება.

მაშ ასე: რეალობის ოკეანე მოიცავს ფიზიკურ  და სულიერ შრეებს, ფიზიკურ და სულიერ სამყაროებს. ჩვენ დავდივართ ფიზიკურსა და სულიერ სამყაროებს, შრეებს, ქვეყნებს, ქალაქებს, ზონებს შორის რათა გავხდეთ თავისუფალი დროსა და სივრცეში, ვიხსნათ საკუთარი თავი წარსულში აწმყოსა და მომავალში, დროისა და სივრცის ბატონობისაგან. ამ თემებს ეძღვნება ჩემი წიგნი „აშრამის გაკვეთილები“, რომელშიც ყველაფერთან ერთად მომყავს კოსმიურ ფიზიკურ ეთერულ პლანზე გაბატონებულ მასწავლებელთა გაკვეთილები.

ალქიმია არის სხვადასხვა დროში და სივრცეში შეგროვილი ცოდნის რეალიზება აქ, ჩვენს დროში და სივრცეში, კვინტესენცია, შეკვრა ერთ მთლიანობად. ის ერთდროულად არაამქვეყნიურია და ამიტომ მეტად ეფექტური.

ამ რეალობის მეციხოვნები „რკინის ფარდით“ განცალკევებულად იცავდნენ ამ ზონას, ცივი ომის პირობებში იყვნენ გარე სამყაროსთან და არ უშვებდნენ მიმოსვლას სხვა სამყაროებთან, რეალობებთან, გვამყოფებდნენ რა ინფორმაციულ ვაკუუმში.

ეს ციხე ინგრევა რადგან იერარქებმა, მოიწვიეს, დაიქირავეს სულები რომლებიც არავის და არაფერს არ ემორჩილებიან, მათი შეჩერება შეუძლეელია. ამ სულებმა რა თქმა უნდა გაარღვიეს ეს რკინის ფარდა და გახსნეს გზა უსასრულო მრავალფეროვანი უხილავი სამყაროებისაკენ დროსა და სივრცეში. ეს ანგრევს ციხეს, იზოლაციას, ურწმუნოებას, სიკვდილს!

ასეთია ალქიმია, ის მეტად რთულია ერთ სამყაროში ჩაკეტილი, ტვინგარეცხილი სულებისათვის, მაგრამ მარტივია დაუოკებელი, დროსა და სივრცეში მოგზაურთა ცნობიერებისათვის. ამ კუთხით უკვე გამოვეცი პირველი წიგნი „ალქიმია ოქროს საწმისი“ და ვამზადებ გამოსაცემად მეორე წიგნს „ალქიმიური ტრაქტატები“.

ალქიმია ამზადებს ადამიანს – გახდეს სრულიად სამყაროს, დროის და სივრცის მოქალაქე!

კიდევ გიმეორებთ ალქიმია მეტად რთულია, თუმცა არა შეუძლებელი.

ჩვენ შემოვიტანთ ალქიმიას კვების ინდუსტრიაში, ენერგეტიკაში, განათლებაში, ჯანმრთელობის დარგში, მეცნიერებაში, ამის დრო მოვა უახლოეს ოც წელიწადში.

ან ეს დრო მოვა, ან ყველაფერი ისე დათავრდება როგორც ყოველთვის.

ჩვენ უკვე აქ ვართ!

ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

ტეგები: ალქიმიადროის მანქანასივრცესროწიგნი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

სიყვარულის პრაქტიკის შედეგები

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !