ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე“.

არსებობენ შიდა სამყაროები და გარე. ეს მატრიოშკას პრინციპია, სამყარო სამყაროს შიგნით.
გარე სამყაროში გვაქვს მზე მთვარე და ვარსკვლავები, ისინი ანათებენ მას.
შიდა სამყაროში გვაქვს სინათლის სხვა წყარო, როდესაც ხდება შიდა სინათლის ზედდება გარე, მზისა და მთვარის სინათლესთან, მაშინ წარმოიქმნება ცისარტყელა.
არსებობს ფიზიკური ხიდი რომელზეც შეგვიძლია გავიაროთ ფიზიკურად და არსებობს სინათლის ცისარტყელისებრი ხიდი რომელზეც შეგვიძლია გავიაროთ სულიერად.
შიდა სამყარო აღიქმება სიზმრად. ამიტომ გვაქვს ბევრი სიზმრები.
კაცობრიობა უარყოფს შიდა სამყაროებს, სინათლის ხიდს, ავიწყდება რა, რომ თავადაც შიდა სამყაროა.
ადამიანი ეძებს გასასვლელ ჩაკეტილი სისტემიდან, სამყაროდან, დაბადება სიკვდილის წრებრუნვიდან, ყოველდღიური რუტინიდან, შეზღუდული ცნობიერებიდან და აღქმიდან.
ის ეძებს გარეთ, კოსმოსში, მეცნიერებაში, ურთიერთობაში, ბიზნესში, გართობაში, სიამოვნებაში და ვერ პოულობს.
შიდა სამყარო მიუწვდომელია რადგან არავინ ცდილობს გადოს სინათლის ხიდი გარე და შიდა სამყაროებს შორის. ამ ხიდის მშენებლობა სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი ინდივიდისათვის ვინც მოინდომებს.
როდესაც თქვენს მიერ გადებულ ხიდზე გაიხსნება ორმხრივი მოძრაობა, მაშინ სულსა და პიროვნებას შორის დამყარდება მტკიცე კავშირი, ცნობიერი ურთიერთობა, თანამშრომლობა, და ხიდიდან პიროვნებაში გადმოვლენ თქვენი სულიერი, სინათლის ორეულები, არსებები სხვა სამყაროებიდან, შრეებიდან, უდიდესი მისტიური გამოცდილებით, კონკრეტული ცოდნით და ჟინით. მარადისობა შთაიღვრება თქვენში.
მაშინ აღმოაჩენთ, რომ მარტონი არ ხართ, აღმოაჩენთ, რომ სულაც არ ხართ უძლურნი, სუსტები, მოკვდავნი.
ამ ხიდზე გადმოვლენ არსებები რომლებიც მრავალი ათასი წლისანი არიან. მათ ზუსტად იციან როგორ, რატომ და რითი მიიღწევა ხანგრძლივი სიცოცხლე. მათ მოაქვს სინათლე, სინათლე, სინათლე.
ეს არსებები გასწავლიან, რომ სუფთა ცხოვრებას მოაქვს კრისტალური სინათლე, რომ რეალური მსახურება არის ხიდის გადება სამყაროებს შორის.
ადამიანის ფიზიკური სხეული, მისი პიროვნებაც კი გაყინული სინათლეა, ხიდია და მან უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია.
სიკვდილი ცოდვის და სიბნელის შედეგია, მას ეთაყვანებიან და ბუნებრივად აცხადებენ მხოლოდ დაცემული არსებები.
როდესაც ყველა ხიდი დამწვარია, სინათლე აღარ შემოედინება და მოდის სიკვდილი.
ითანამშრომლეთ სინათლესთან, იყავით ცისარტყელისებრი ხიდი შიდა და გარე სამყაროების ცნობიერად დასაკავშირებლად. სიყვარული არის კავშირი, შეთანხმება, დაკავშირება, შეერთება ერთმანეთთან ერთ დიად სხივად. სინათლე სრულყოფილი მედიუმია რომელიც აკავშირებს შორეულ სამყაროებს დროსა და სივრცეში ერთმანეთთან.
შიდა და გარე სამყაროების თანაწყობა, მატრიოშკის პრინციპი, მათი ზონები, განლაგება ჩვენს შიგნით, მათი აღქმა და მათთან კავშირი აღვწერე წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია - ზეადამიანები“.
სინათლის ხიდის მშენებლობა აღვწერე წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
დიალოგები ზოგიერთი შიდა სამყაროს წარმომადგენლებთან მოვიყვანე წიგნში „ფლობის ბეჭედი“.
ამ ხიდის მეშვეობით საუბრები იესოსთან, მოსესთან, წმინდა ბარბარესთან, სენ ჟერმენთან და სხვა მომყავს წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“.
სხვა სამყაროში, მასწავლებელთა მიერ ჩატარებული სწავლებები, ლექციები, გაკვეთილები მოვიყვანე წიგნში „აშრამის გაკვეთილები“.
წაიკითხეთ ჩემი წიგნები:
წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ - https://olmek.ge/?page_id=527
შეძენის მსურველებმა მიმართეთ - მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
https://www.facebook.com/mzeonaiberieli
ჩემი ფეისბუქი -
https://www.facebook.com/Giorgikhachiurigiorgi.olmek/
ფეისბუქ ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დამისვათ კითხვები -https://www.facebook.com/groups/kitxvebi
ფეისბუქ ჯგუფი სულიერი იერარქია - https://www.facebook.com/groups/kitxvebi
ფეისბუქ ჯგუფი ალქიმია - https://www.facebook.com/groups/alqimia
ყველა უფლება დაცულია ©
ყველა უფლება დაცულია ©
კომენტარები