ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე“.

რწმენა დაგროვებადია, ისევე როგორც სიყვარული, ნაბიჯ ნაბიჯ, ხელახალი ცდით, წინსვლით, წინაღობის გადალახვით.
მხოლოდ მატერიაში და მატერიით მცხოვრები ინდივიდები ეფლობიან ეგო-ში, ეგოიზმში, ამპარტავნებაში, რუტინაში, ხდებიან ამბიციურნი, არაადექვატურნი..
მაძიებელი იწყებს ძიებით ფიზიკური სამყაროს მიღმა, ძიებით სულში, ფაქიზ პლანზე.
იმისათის რომ შევძლოთ სულში ფუნქციონირება გვჭირდება არა ფიზიკური, არამედ ეთერული, ასტრალური, და სხვა ფაქიზი სხეულების ათვისება.
ეთერული ასტრალური და სხვა ფაქიზი არამიწიერი სხეულის ათვისება იწყება მათში ჩენი ყოველდღიური ცნობიერების გადატანით.
აქამდე ჩვენი ცნობიერება ლოკალიზებული იყო ფიზიკურ სხეულში, ამიტომ ვაცნობიერებდით და გვახსოვდა მარტო ფიზიკურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები. მაგრამ ფიზიკური სამყარო არასოდეს გაგვიმხელს სულის საიდუმლო ცოდნას.
სულში სამოგზაუროდ გვჭირდება სულიერ ფაქიზ სხეულში გადასვლა.
ღამე არის სულთან დაახლოვების ბუნებრივი ციკლი. რადგან ადამიანი მიდრეკილია დაიძინოს და გაშორდეს ფიზიკურ სხეულს. თუმცა ეს ხდება გაუცნობიერებლად.
სულში გადასასვლელად, სულიერი სხეულით სამოგზაუროდ და სულში სამოგზაუროდ, საჭიროა გაიაროთ სიკვდილის კარიბჭე. ამიტომ ამბობენ, რომ ადამიანი სულიერ გზაზე მიდის ისე როგორც ომში, რადგან მას ესაჭიროება დიდი სიმამაცე.
ამ კარიბჭის გავლა ლომთა ხვედრია.
აქ გვაქვს ორი ტექნიკა:
1 - იძინებ ფიზიკურ სხეულში და იღვიძებ საკუთარ, რომელიმე სულიერ სხეულში.
2 - აძინებ ფიზიკურ სხეულს, მაგრამ თავად არ იძინებ, შორდები მას სრულ ცნობიერებაში მყოფი, ფაქიზ სხეულთან ერთად.
ყველა ეს ტექნიკა დაწვრილებით მოცემული მაქვს წიგნში „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
ამ პროცესის დროს თქვენს შიგნით ალდება სიბნელის ის წილი, რომელიც ამ კონკრეტულ დღეს ბლოკავდა სულთან წვდომას, კავშირს. აალებული სიბნელე, ალის სახით ადის თავის არეში და ანთებს „გამოქვაბულს ვითარცა ჩირაღდანი“.
ასე პორცია პორცია ყოველ გასვლაზე ფიზიკური სხეულიდან, იწვება კარმა. სიბნელე გარდაიქმნება სინათლედ. ეს პროცესი უტოლდება კარმა იოგას.
ამავე დროს აალებული სიბნელე რომელიც კუდუსუნის არედან ადის თავის არეში, წარმოადგენს კუნდალინის ცეცხლოვან ნაკადს. შესაბამისად ხორციელდება კუნდალინი იოგა.
ფიზიკური სხეულის დატოვებას, ორივე მეთოდის შემთხვევაში ჭირდება აზროვნებით მართვა, რაც წარმოადგენს რაჯა იოგას.
წიგნში: „სინათლის სხეულის გეომეტრია - ზეადამიანები“, მე გადმოვეცი ამ პროცედურის გეომეტრია, არსი, სულის მოპოვების ტექნოლოგია.
ასეთი ტრენინგით ხდება ამაღლების პროცედურის გაშვება, რომელიც შედგება შვიდი საფეხურისაგან, შვიდი დიდი ნაბიჯისაგან.
კარმის დაწვა ძლიერდება სიყვარულის პრაქტიკით, რადგან ეს უკანასკნელი სასქესო ენერგიიას აქცევს ცეცხლად და ააქვს გულის არეში, აქედან კი თავში.
პირდაპირ თუ ირიბად ამაღლების პროცედურის გაშვებას ემსახურება ბუდჰის პლანზე აშრამში მოსწავლის მიერ მოსმენილი და ცხოვრებაში დანერგილი გაკვეთილები. იხილეთ ჩემი წიგნები: „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“ და „აშრამის გაკვეთილები“.
ვერავითარი სულში მოგზაურობა და ამაღლების პროცედურა ვერ განხორციელდება სწორი ცხოვრების წესის გარეშე. ვიდრე თქვენი მფლობელია „სანტანა“, მატერია, მანამდე სულთან წვდომა შეუძლებელია. ამ საკითხს მიუძღვენი წიგნი „ფლობის ბეჭედი“.
წაიკითხეთ ჩემი წიგნები:
წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ - https://olmek.ge/?page_id=527
შეძენის მსურველებმა მიმართეთ - მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
https://www.facebook.com/mzeonaiberieli
ჩემი ფეისბუქი - https://www.facebook.com/Giorgikhachiurigiorgi.olmek/
ფეისბუქ ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დამისვათ კითხვები -https://www.facebook.com/groups/kitxvebi
ფეისბუქ ჯგუფი სულიერი იერარქია - https://www.facebook.com/groups/kitxvebi
ფეისბუქ ჯგუფი ალქიმია - https://www.facebook.com/groups/alqimia
ტელეგრამი https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy
https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy
https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy
https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy
ყველა უფლება დაცულია ©
ყველა უფლება დაცულია ©
კომენტარები