შაბათი, ივნისი 7, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი სულიწმინდას სწავლება

ამაღლების ტრენინგი

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისკენ მიმავალ გზაზე“

ნოემბერი 18, 2023
კატეგორია: სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისკენ მიმავალ გზაზე“

ყველა უფლება დაცულია ©. არც ერთი აბზაცი და ნაწილი ამ წიგნში წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით. ©.

მსოფლიოში ბევრი ეზოთერული სკოლაა, მისტიური, ეგზოტიკური, თუმცა მათი ხარისხი მეტად მდორეა.

ღმერთის ძალასთან, ნებასთან და აქტივობასთან  შერწყმა შესაძლებელია მხოლოდ ღმერთთან გაცნობიერებული შეხებით. შეხებით საკუთარ თავში და არა გარეთ.

ღმერთთან გაცნობიერებულ კავშირში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც მყარდება სიჩუმე. ხმაური ფანტავს ძალას. ხოლო სიჩუმე კრიბავს მას. ჯერ მყარდება გარე სიჩუმე, ხოლო შემდეგ უკვე შიდა მდუმარება და სწორედ ეს უკანასკნელია გადამწყვეტი. ამ მომენტში მოდის გათავისება, რომ ღმერთის ძალა გვეკუთვნის ჩვენ და რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ძალით ყოველთვის. „მე და მამა ერთნი ვართ“.

მდუმარებისაკენ მიმავალ გზაზე ბევრი სკოლა ასწავლის აზრებზე დაკვირვებას და მსგავს უსარგებლო ტექნიკებს რაც გამოწვეულია უცოდინრობით.

როდესაც რომელიმე ძველ წიგნში მითითებაა ამ  ტექნიკაზე, იქ არ იგულისხმება ის, რასაც დღეს ასწავლიან. თანამედროვე „მასწავლებლებს“ თავად არ უსწავლიათ და გაუვლიათ იერარქიის ტრენინგი, ამიტომ მათი სწავლება ფუჭია.

აზრებზე დაკვირვება ნიშნავს არ დაკარგო სიფხიზლე, ცნობიერება, აზრების მონაცვლეობისას. მასწავლებლის მითითებით მოსწავლე უნდა მიხვდეს, მივიდეს იქამდე, რომ დაკვირვება შეუძლებელია როდესაც სხვა და სხვა აზრებთან გაქვს საქმე, ეს არის დაკვირვების პირველი შედეგი. მოსწავლემ უნდა აირჩიოს აზრთა წყობა, იდეა, სიუჟეტი რასაც დაუბრუნდება გამუდმებით რათა არ დაკარგოს სიფხიზლე და ცნობიერება. უნდა მიაღწიოს საკუთარ აზრთა წყობის იდეაში სრულ გადასვლას და გამოკვლევას შიგნიდან.

როდესაც მოსწავლე დგას გარე რეალობაში რომელიც მთლიანად შექმნილია შიდა დაჭერილი აზრების მეშვეობით, მაშინ ის არის ჭეშმარიტი დამკვირვებელი და აკვირდება საკუთარ დაჭერილ აზრებს დგას რა რეალობაში, რომელიც სხვა არაფერია თუ არა მისი დაჭერილი(საკვლევი) აზრების მანიფესტირება.. აი ამას გულისხმობს პატანჯალი აზრების მდუმარე დაკვირვებაში და არა იმ მარაზმს რაც დღეს ისწავლება. შესაბამისად სწორედ ახალ რეალობაში გადასვლა, ახალ გარემოში სრული ცნობიერებით გადასვლა და მისი შესწავლა წარმოადგენს სრულყოფილ მედიტაციას.

აზრების მდუმარე განჭვრეტას, ახალ რეალობაში შესვლას, აზრების შესაბამის სიზმარში ცნობიერად გადასვლას, სრული მედიტაციის განხორციელებას, მთლიანად და დეტალურად მიუძღვენი წიგნი – „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“ და “სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები”..

ამ წიგნის მკითხველმა უნდა იცოდეს რომ შინაგანი მდუმარების მიღწევის გარეშე, სიზმარში(დაჭერილი აზრების შესაბამის რეალობაში) გადასვლა შეუძლებელია, ამიტომ ყოველი პირდაპირი გადასვლა სიზმარში, ჩაძინების გარეშე, არის მიღწეული შინაგანი სრული მდუმარების შედეგი და სრულყოფილი მედიტაცია.

ეს ყველაფერი ხდება არა ფიზიკურ პლანზე. თავიდან ეთერულ პლანზე, შემდეგ ასტრალურ პლანზე, მენტალურზე, ბუდჰის პლანზე და სხვა. სწორედ ასეთი მედიტირების შედეგია ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში გადასვლა და იქ შეგნებული, გაცნობიერებული სწავლა ღამღამობით. ბუდჰის პლანზე სწავლის ეს პროცესი აღვწერე ჩემს წიგნში „აშრამის გაკვეთილები“.

უნდა დაიმახსოვროთ, რომ შინაგანი მდუმარების აქტით, აზრების განჭვრეტის ტექნოლოგიით, შინაგანი მდუმარების წამს, ხდება თქვენი ცნობიერების გადატანა ფიზიკური სხეულიდან ასტრალურ სხეულში, შემდეგი პრაქტიკის შედეგად კი მენტალურ სხეულში, ბუდჰის სხეულში, სულ უფრო მაღლა და მაღლა. ეს არის ჭეშმარიტი მდუმარება, მედიტაცია და ამაღლების ჭეშმარიტი  ტრენინგი.

„სიყვარულის პრაქტიკა“ რომელიც მე გადმოვეცი წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან“ წარმოადგენს სიყვარულის შემცველ აზრებზე დაკვირვებას დღისით, სიყვარულის აზრების განჭვრეტას, რასაც მოჰყვება გარე რეალობის შესაბამისი ცვლილება, რადგან გარე რეალობა არის იმ აზრების მიერ შექმნილი სივრცული და სიტუაციობრივი მოდელი, რაც გვიჭირავს თავში. აზრი გაშლილი რეალობად. რეალობა აზრის ფორმაა რომლის შიგნითაც ვიმყოფებით.

ასეთია ვიდია და რაჯა იოგა და მთელი ამდენი ხნის მანძილზე სწორედ მას გასწავლიდით ჩემი წიგნებით და ლექციებით, უამრავი პოსტით.

წაიკითხეთ ჩემი წიგნები:

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ – https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

fb.com/mzeonaiberieli

ჩემი ფეისბუქი – https://www.facebook.com/Giorgikhachiurigiorgi.olmek/

ფეისბუქ ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დამისვათ კითხვები –https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ფეისბუქ ჯგუფი სულიერი იერარქია – https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ფეისბუქ ჯგუფი ალქიმია – https://www.facebook.com/groups/alqimia

ტელეგრამი https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy

https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy

https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy

https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy

https://olmek.ge/?page_id=527

ყველა უფლება დაცულია ©

ტეგები: ამაღლებაიოგასულიერი ტრენინგი
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე“.

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე“.

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !