კითხვა: – გესალმებით ყველას სიყვარულით, გესალმები გიორგი ოლმეკ სიყვარულით, სიზმარი ვნახე შენობაში დიდი ოთახები იყო, სამი დიდი ოთახი ხის ფიცრებიანი იატაკით, მაღაზიას გავდა ერთი ოთახი მარცხნივ, სადაც ქალი იყო, ერთი ოთახი ოდნავ ჩაწეული იყო მარჯვნივ, მეორე მაღლა იყო, ქალი რაღაცას გვეუბნებოდა, ჩვენ ვეუბნებოდით აიწევს იატაკი, რომ დაიგება გაუთანაბდდებამეთქი, გვერდით ჩაწეული ოთახის თავზე თაროს მსგავს კუთხე იყო ფიცრებით გამოწეული, დიდი ღვთისმშობლის ხატი და პატარა სხვა ხატები ელაგა, პირჯვარი გადავიწერე და ვთქვი: “დიდება შენდა ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო და მარადის ქალწულო მარიამ, დიდება შენს სახელს”, შემდეგ სიუჟეტი შეიცვალა ოსე რომ არ მახსოვს შეცვლის მომენტი, მე, ჩემმა ბიჭმა და კიდევ ერთმა გოგომ აღარ მახსოვს, გადაგვქონდა სხვა ოთახში სხვა ხატები, დიდი დარბაზივით სივრცე იყო კიბეებიანი სადაც ჩავდიოდით, თითქოს რაღაც ანათებდა ჩირაღდანივით ჩვენს წინ, ეს ხატები რაც გვეჭირა იყო ტილოზე დახატული როგორც ნახატი,მე ორი ხატი მეჭირა, დანარჩენებს თითო, ჩემმა ბიჭმა მიმითითა ნახე რომელი გაქვსო, დავხედე და მარცხნივ წმინდა გიორგი ეხატა, მარჯვენა ტილოს ნახატში თუ ხატში არ ვიცი რა დავარქვა იყო ღვთისმშობელის ვედრების ხატი, პირველი ეს ფრაზები გავიფიქრე კარგად “ღვთისმშობლის ვედრება”, რომ არ დამვიწყებოდა გაღვიძებისას, მუქი მოლურჯო ფერში ხელებ გაშლილი, მისი მსგავსი ვერ ვნახე ინტერნეტში, უბრალოდ ფერში არის მსგავსება, მარცხნივ რაღაც ეხატა ხატის მსგავსი ვერ ვიხსენებ, რომელსაც ევედრებოდა, გული მწყდება გაღვიძებისთანავე რომ არ ჩავიწერე, რას უნდა ნიშნავდეს, რამეს ხომ არ მანიშნებენ და მე ვერ ვხვდები? მადლობა წინასწარ.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – ყოველთვის როდესაც სიზმარში ნახავთ ხატს, რაზეც არ უნდა იყოს გამოსახული, ეს იმას ნიშნავს რომ სულიერ გზაზე, ღმერთის გზაზე გაქვთ პროგრესი! ხშირად ასეთ სიზმარში ხატი გადაგაქვთ პირადად ან ეხმარებით ვინმეს, გადაგაქვს ერთი ადგილიდან მეორეში, ან შეგაქვთ ეკლესიაში ან ოთახიდან ოთახში, ან უბრალოდ უყურებთ და სხვა. გადატანა ასოცირდება სიმბოლურად საკუთარ თავში სიწმინდის გადატანასთან, შეტანასთან, ღმერთის სახლის მსგავსობისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯთან, ღმერთის სახლში ხომ ხატებია(ეკლესია). ჩემს წიგნებში მოყვანილი მყავს მსგავსი სიზმრები. ხატი სიწმინდის ექვივალენტია, რომელიმე წმინდანის ხატება. წმინდა გიორგი მებრძოლია, შემოსილი ჩვენი მეტალით, ლითონით, რომელიც მამა ღმერთის სიმბოლური გამოვლინებაა. აბჯარი რომელიც იცავს. სხვაგვარად რომ აგიხსნათ წმინდა გიოგი აბჯრით – ღმერთით შემოსილია! აბჯარი მამა ღმერის გამოხატულებაა, ჩველი ლითონი, ჩვენი ფოლადი. ალქიმიაში მას ლითონის, ფოლადის სახელით მოიხსენიებენ. მაშასადამე ჩვენი ფოლადი განსხვავდება ფიზიკური ფოლადისაგან. რეალურ 1 კილოგრამ რკინაში ჩვენი ფოლადი 7 გრამია მხოლოდ. ეს საკითხი განხილული მაქვს წიგნში “ალქიმია – ოქროს საწმისი”, ვისაც თვალები აქვს დაინახავს და ამოიკითხავს ჩემს წიგნში ამ უძველეს სწავლებას, ვისაც არ აქვს თვალები, მან უნდა იკითხოს მანამდე სანამ იქ არ გამოისახება მისთვის გასაგები ტექსტი. წიგნი დაწერილია ფრაქტალური პრინციპით, არგოს ენაზე, ეს ენა ისწავლება სულში გადასვლით და არანაირად სხვანაირად. შენ გქონდა სულში რაღაცა გამოცდილება, აქ დასვი კითხვა და მიიღე ახალი, უფრო ღრმა განმარტება. ასეთია სწავლა, ჯერ გამოცდილება, მერე მის გარშემო ძიება და ბოლოს განმარტება. თუ არ არის გამოცდილება შეუძლებელია განმარტება! მხოლოდ პროფანი ზის და ლაქლაქებს გაუთავებლად სულიერი გამოცდილების გარეშე. უნდა იცოდე რომ შავი არის ძალზედ მუქი ლურჯი. ლურჯი განათებული, გაღიავებული შავია. პირველადი ქაოსი შავია, მაგრამ მასში იმალება მუქი ლურჯი, მერე ღია ლურჯი, ბოლოს ცისფერი, ეს უკანასკნელი კი მერკურია, რომელსაც ხელთ უპყრია ევოლუციის სამკაპა, პოსეიდონის სამკაპა. პროფანი ხედავს ქაოსს, შავს, მაძიებელი მუქ ლუჯს, მოსწავლე ღია ლურჯს, განდობილი ცისფერს, ოსტატი იისფერს, ბოლოს ყველაფერი მთავრდება “ლალის ქვით”. ხშირად ძველ ხატებზე ეს ფერები იყო გამოსახული, ლალის ან სხვა თვლით მოჭედილი. ხატზე შესაძლებელია ოქროს ფერიც, რაც ჩვენი ოქროს სიმბოლოა.. სულიერი ოქროსი.. ეს არ იციან არც ხატმწერებმა არც სხვა ვინმემ, ისინი უბრალოდ კანონიკის ფაგლებში წერენ ხატს. მოკლეთ ეს ცოდნა დაკარგულია, მაგრამ აქ დაგიწერეთ გარკვეული განმარტება. გირჩევთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი იკითხოთ დილა საღამოს, განსაკუთრებით ძლიერია დაუჯდომელი რომელიც ამ სიტყვებით იწყება “ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღუთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო…”. ყველა ინსტრუქცია გადმოგეცით.. დანარჩენი თქვენზეა..
დისკუსია ამის შესახებ post