კითხვა: – მოგესალმებით ყველას, მოგესალმები გიორგი ოლმეკ, შესაძლებელია მდუმარებით ენერგიის დაზოგვა დაგროვება? როგორც მივხვდი ლაპარაკში ენერგიას ვხარჯავთ, ამაოდ მეტყველების ცოდვაც იგივე გამოდის ალბათ.
გიორგი(ოლმეკი) პასუხი: – მდუმარება ზოგავს ენერგიას, თუმცა რეალური მდუმარება შინაგან სიჩუმეს ეხება და არა გარეგანს. ვინც ბევრს საუბრობს ის ბევრ შეცდომას უშვებს. საუბრის შედეგები სამუდამოდ ჩვენია. როგორ გგონიათ რატომ ეკრძალებათ მოსწავლეებს დიდ მასებთან მუშაობა, ტელევიზიით და მსგავსი, იმიტომ, რომ ყოველი შეცდომა ნათქვამი ამხელა მასაზე, ძალიან ძვირი ჯდება. იერარქიის მაღალ წევსრს ვკითხე ერთერთ ასეთ მქადაგებელზე, რას მოიმკიდა ის თუ ასე გააგრძელებს, ამ ადამიანს ყველა კარგად იცნობს. პასუხად მივიღე, რომ თუ ასე გააგრძელა, კიდევ ცხრა წელი, მხოლოდ ამ საუბრებისათვის, გარდაცვალების შემდეგ ის მოხვდება ჯოჯოხეთის ყველაზე დაბალ შრეში, რომლის ქვემოთაც აღარაფერია. სამყაროში არსად არ არსებობს ამაზე საშინელი ადგილი. ეს ისე, მაგალითად მოვიყვანე. აქედან დასკვნები გააკეთეთ რამხელა პასუხისმგებლობაა საუბარი, ინტერნეტით და ა.შ, იუთუბით მასებზე საუბარი მითუმეტეს. ეხლა ყველა ყველას რაღაცას ასწავლის, ზოგი ტაროს შლის, ზოგი ასტროლოგიას ასწავლის, პროგნოზები, ასტროფსიქოლოგები, ქოუჩები, “იოგები”, “ნათელმხილველები”, “რუნოლოგები”, ანბანოსნები, ნუმეროლოგები, მითოლოგები, მეზღაპრეები და ა.შ. ხალხო წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ რაში ყოფთ თავს, სად ებმებით.. ნუთუ რაც წიგნში “ფლობის ბეჭედი” აღვწერე იმქვეყნიურ ყოფაზე საკმარისი არ არის , რომ თავი შეიკავოთ ამ მარაზმისაგან. ხშირად მესმის აზრი – “რა მოხდა ცუდს ხომ არაფერს ამბობს, ვიღაცას მაინც დაეხმარება”. ვიღაცას დაეხმარება კი არა, თითო სიტყვაზე, რაც თავად არ უნახავს განუცდია და გამოუკვლევია, რაც სადღაც წაუკითხავს, გაუგონია ან მოუსმენია, რაც არასწორად ფორმულირდა, გაჟღერდა, რაც ტყუილია, ჭორია, არასწორია, რაშიც ჩადო თავისი არასწორი ცხოვრებით, თვითდაკმაყოფილებით, სექსით და სხვა ცოდვებით გაშავებული ენერგია, სულ რომ შაქრად დაიღვაროს ეკრანზე, უდიდესი პასუქისგება მოუწევს. ეს არის სულის გაყიდვა.. დახურდავება ცნობადობაზე, ფულზე, სახელზე და სხვა..
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post