რა საჭიროა დარბაზის ტრენინგი რომელიც დაიწყება 2025 წლის 7 ოქტომბერს
სუსტი ფიზიკური სხეული ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მაღალ სულიერ განვითარებას, რადგან ძლიერი სული დიდხანს ვერ დაეყრდნობა უსუსურ, სუსტ, მოშვებულ სხეულს. ასეთი სხეული ვერ გაუძლებს კონტაქტს მაღალი განვითარების არსებებთან, რაც შეეხებათ დაბალი განვითარების არსებებს მათთვის ასეთი სხეული იდეალურია. ძლიერი ფიზიკური სხეული ნიშნავს პირველ რიგში ენერგეტიკულად ძლიერს და აქედან გამომდინარე ფზიკურად სიძლიერეს და არა პირიქით. ენერგეტიკის გაძლიერებას ჭირდება ზუსტი ცოდნა, კასეტებიდან და მიბაძვით ნასწავლი აქ არ გამოდგება.
არიან ადამიანები რომელთაც არ იზიდავთ სერიოზული შრომა, ტრენინგი, ენერგეტიკულ სხეულის წრთობა და ფიზიკური სხეულის აქედან გამომდინარე სინტკიცე.
სინაზე კარგია, მაგრამ არა ბრძოლაში, არა ომში.
სიზმარხილვა მოითხოვს სულ უფრო და უფრო ძლიერ სხეულს, რადგან სულიდან შემომავალი ენერგია იზრდება და სხეული მას ვერ გაუძლებს შესაბამისი ტრენინგის გარეშე.
შემპყრობელი ცდილობს დაასუსტოს თქვენი ენერგეტიკა, ფიზიკური სხეული გახადოს უტონუსო, დონდლო, ზარმაცი, ინერტული..
ამას აღწევს სასქესო კავშირების წახალისებით, ცოდვებით, არასწორი კვებით, გადაღლით, თრობით და სხვა საშუალებებით.
არ არსებობს არცერთი შემთხვევა, მე არ მინახავს ადამიანი რომელსაც აქვს ხშირი სასქესო კავშირი, თუნდაც ოჯახის ფარგლებში და ის ძლიერია ენერგეტიკულად, აქედან გამომდინარე ფიზიკურ სიძლიერეზე ხომ საუბარიც ზედმეტია.
როდესაც პირველად შევხდი უკვადვს ჩემს სხეულში სიფხიზლეში, დღისით, საკუთარი ფიზიკური სხეულით, მის გვერდით ფეხზე დგომა არ შემეძლო, მოვიკუნტე და იატაკზე დავწექი. მიზეზი ჩემი ენერგეტიკული და ფიზიკური უსუსურობა იყო მისი ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის წინაშე. მის განმარტებებს დარბაზში მოვიყვან მათთვის ვინც გადაწყვეტს ამ ტრენინგის გავლას.
ასეთი ტრენინგის უდიდესი მნიშვნელობის აღსანიშნავად ის თავად მოვიდა ჩემს ოთახში დღისით.
ეს იყო გადამწყვეტი დღე, რის შემდეგაც სიზმარხილვას, სიყვარულის პრაქტიკას, სტალკინგს დაემატა სპეც ვარჯიშები. ვარჯიშებმა გამოიწვიეს ახალი გახსნა ჩემს შიგნით, შედეგად გამეხსნა წვდომა სიზმარში კიდევ უფრო სხვა განსაკუთრებულ ვარჯიშებთან, თავისი ახსნით და შესრულების მანერით.
როგორც აღმოჩნდა, კარმა და ცოდვები შესაძლოა დაიშალოს ფიზიკური სხეულის განსაკუთრებული მოძრაობებით. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ეს დაშლილი ცოდვები, ისევ გარდაიქმნებოდა სუფთა ენერგიად და მმატებდა სიმძლავრეს, სინათლეს, ძლევამოსილებას. თუ გავითვალისწინებთ ცოდვების ოდენობას, მაშინ გასაგები გახდება, რომ ცოდვების დაშლა გარდაქმნით, სპეც ვარჯიშების შედეგად, ჩვენ ვიძენთ დამატებითი ენერგიის ძალიან დიდ მასივს.
ცალკე თემაა სასქესო ენერგიის ამაღლება გირჩისებრ ჯირკვლამდე. ეს ამაღლება ხდება ყოველდღიურად შესაბამისი ვარჯიშებით.
ვარჯიშთა კიდევ ერთი განსაკუთრებული კლასი შესაძლებელს ხდის ფიზიკური სხეულის შენარჩუნებას ასწლეულების მანზილზე.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ ესოდენ გრანდიოზული
მიზნების მიღწევა მოითხოვს ბევრი სპეც ვარჯიშის შესრულებას. ერთია ამ ვარჯიშების აღმოჩენა, მეორეა მათი სწორი შესრულების დინამიკა და მესამეა თავად შესრულების დაუღალავი შრომის ნამდვილი გმირობა.
ასეთი გმირობის შედეგად რომელიც ბევრი წელი გრძელდება, ეს სპეც ვარჯიშები სრულად ანთავისუფლებს ადამიანს ყველა სახის შემპყრობლისაგან, მათ შორის ყველაზე ძლიერისგანაც.
დანარჩენი დეტალები გაზიარდება დარბაზში..
ვარჯიშები ჩატარდება კვირაში სამჯერ – სამშაბათი ხუთშაბათი შაბათი, საღამოს 7 საათი.
დისკუსია ამის შესახებ post