აზრი წარმოადგენს შემოქმედების მამოძრავებელს. ამაღლებაც და დაცემაც ხდება აზრით, მისი შინა არსით, მისწრაფებით, სისუფთავით. სიყვარულის შემცველი აზრები ამაღლებს ადამინს სულიერი ევოლუციის კიბეზე, მოაქვს იღბალი და ბედნიერება ფიზიკურ პლანზე(ფიზიკური პლანი წარმოადგენს ფაქიზი პლანების მანიფესტაციას). განდობილებმა იციან რომ არსებობს შინაგანი სამყარო და რომ სწორედ იქ ხდება პირველად ის ყველაფერი, რაც შემდეგ ფიზიკურ პლანზე ვლინდება. შინაგან სამყაროში ყველაფერი აზრობრივად ვითარდება, ლაგდება, ხორციელდება. ადამინი რომელიც შინაგანად ნაწყენია, გაბრაზებულია, უკმაყოფილოა, შინაგან სამყაროში, აზროობრივად ცდილობს შეუტიოს სხვა ადამინაებს, სამაგიერო გადაუხადოს “მჩაგვრელს”, გაუსწორდეს მაწყევარს, ვინც შეურაწყოფა მიაყენა და “უსამართლოდ” მოექცა. თუ ასეთი ადამინი კარგად დააკვირდება საკუთარ ცხოვრებას შეამჩნევს რომ სულ უფრო მეტი პრობლემა უჩნდება ფიზიკურ პლანზე. ის ადამინები ვინც ეჯავრება, ვიზეც უკმაყოფილოა, ნაწყენია, სულ უფრო ცუდად ექცევიან მას. ეს იმიტომ ხდება რომ ნაწყენი ადამიანი შინაგან პლანზე, აზრობრივად გამუდმებით ესხმის მათ თავს, ცდილობს გაანადგუროს ისინი. შედეგად ისინი ვინც აქამდე ” უსამართლოდ” მოექცნენ ჩვენს “გმირს” იძულებულები არიან უპასუხონ მას ფიზიკუ პლანზე, თავს დაესხან სიტყვიერად, სიტუაციურად, ფიზიკურად. ეს ბრძოლაა, რომელიც ერთდროულად ვითარდება ორ პლანზე, ფიზიკურზე და აზრობრივზე. აზრობრივი შინაგანი ბრძოლა იწვევს გარეგან ფიზიკურ შეხლა შემოხლებს, ხოლო გარაეგანი უსიყვარულო მოქმედებანი, სიტყვები და სიტუაციები იწვევენ შინაგან სამყაროშიი ბრძოლებს.
მოსწავლე სწავლობს დაამთავროს ბრძოლა იმ პლანზე სადაც მოხდა მისი წამოწყება. ბრძოლის დამთავრება ნიშნავს ურთიერთობის გადაყვანას სიყვარულის მდგომარეაობაში. თუ ფიზიკურ პლანზე წამოწყებული კონფლიქტი ფიზიკურ პლანზევე იქნა გადაყვანილი სიყვარულის მდგომარეობაში, მაშინ ბრძოლა შეწყვეტილია და ის არ გრძელდება შინაგან, აზრობრივ პლანზე. აგრეთვე თუ აზრობრივ, შინაგან პლანზე წამოწყებული უკმაყოფილო შეხედულებანი, აზრები, განწყობა იქვე აღმოიფხვრა და შეგნებულად იქნა გადაყვანილი სიყვარულის განწყობაში, აზრებში, შეხედულებებში, მაშინ ფიზიკურ პლანზე სიმშვიდე იქნება. განდობილები და მოსწავლეები, აგრეთვე მაძიებლებიც სწავლობენ აღმოფხვრან უკვე არსებული კონფლიქტები უფრო მაღლა მდგომ პლანზე რათა ავტომატურად აღმოიფხრას იგი უფრო დაბლა მდგომზე(დაქვემდებარებულზე). თუ კონფლიქტი არსებობს ფიზიკურ პლანზე, მაშინ ძირითადი სამუშაოს ჩატარება ხდება აზრობრივ პლანზე და შედეგად ფიზიკურ პლანზე კონფლიქტები წყნარდება და სწორდება. ხოლო თუ ბრძოლა მიმდინარეობს და წამოწყებულია შინაგან პლანზე, მაშინ უფრო ადვილია ამავე პლანზე მოხდეს მისი აზრობრივი გადაყვანა სიყვარულის მდგომარეობაში.
ჩვეულებრივი ადამინი, რომელიც ვერ აცნობიერებს საკუთარ თავში შინაგან დიალოგებსა და მოქმედებებს, სულ უფრო მეტ ნეგატიურ აზრებს უყრის თავს საკუთარი “მტრის” მიმართ, ცდილობს საკუთარ აზრებში მაინც დაჯაბნოს იგი, გაკიცხოს, გაანადგუროს, დაამციროს, დათრგუნოს ….. შინაგან პლანზე, ასეთი სახის აზრებსა და აზრის აქტივობას – გარეგან, ფიზიკურ პლანზე მოჰყვება სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა, “მტრის” გააქტურება, შემოტევა, სხვა გაუგებრობები და მიზანმიმართული აგრესიები “გარემოს” მხრიდან. როგორც წესი ასეთი ადამინი პერიოდულად დიდ კრიზისში ვარდება და ეს პერიოდბა სულ უფრო ხშირად მოდის და დიდხანს გრძელდება. ცხოვრება კი არა – ერთი დიდი კრიზისია გაუთავებელი დაძაბულობით, ნერვიულობით, გაუსაძლისი მდგომარეობით, ჭიდილითა და აუტანელი, არასწორი ურთიერთობებით.
ადამიანის ცხოვრებაში კრიზისი მაშინ მთავრდება, როდესაც ის იწყებს საკუთარ შინაგან დიალოგებზე, აზრობრივ მოქმედებებსა და გრძნობებზე ზრუნვას. ყოველდღიურად ასუფთავებს აზრებსა და ემოცია გრძნობებს, ნეგატივისაგან, ცდილობს გადააკეთოს ნეგატიური შეხედულებანი და დამოკიდებულებანი, პოზიტიურად, დადებითად, სიყვარულად. მოსწავლე ნელნელა ხვდება რომ საჭიროა სიყვარულის გარშემო და სიყვარულით ატრიალოს საკუთარი აზრები ნებისმიერი ადამიანის მიმართ ფიქრისას, თუნდაც ის ადამიანი მისი “მტერი” იყოს. ადრე ის ფიქრობდა რომ მთავარია სიმართლე, საკადრისი პასუხი, სამაგიერო, მაგრამ ახლა უკვე ესმის რომ ეს ყოველივე სწორედ მას აგდებს გაუსაძლის პირობებში, ურთულეს ყოფას უქმნის ფიზიკურ პლანზე, ჩიხში შეჰყავს ყველაფერი.
საკუთარ აზრებში სიყვარულის შეყვანა სულ უფრო არწმუნებს მოსწავლეს, რომ გარე რეალობა, სიტუაციები, იღბალი, ბედი, ურთიერთობები და ა.შ. სულაც არ არის შემთხვევითი და სწორედაც რომ შინაგანი სამყაროდან იმართება. საკუთარ შინაგან დიალოგებზე ზრუნვისას ის ხედავს რომ გარე რეალობა იცვლება, სამყარო უკეთესი ხდება მის მიმართ, ადამიანები იცვლებიან, “მტრები” თავს ანებებენ, ურთიერთობები სწორ ფორმას და შინა არსს იღებს, სიუხვე და ფინანსები ემატება, ჯანმრთელობა უკეთესდება, ფსიქიკა მთლიანდება. ამ აღმოჩენების ფონზე ის მზადაა სულ უფრო მეტი აპატიოს “მტრებს” მათზე ფიქრისას, მეტიც მზადაა სიყვარული გაუგზავნოს მათ, შიგნიდან წამოსული პირველადი აგრესია უამრავჯერ დაძლიოს და სიყვარულად გადააკეთოს, თანდათან რწმენა ემატება ხედავს რა შედეგებს გარე პლანზე, ფიზიკურ სამყაროში. ადამინს ეჩვენება რომ რაღაც ისეთი იპოვა რაც უნივერსალურია და ყველაფერში ეხმარება, რაღაცა რაც მოქმედებს გარე ფიზიკურ რეალობაზე და “სამოთხედ” აქცევს მას. ბოლოსდაბოლოს მოსწავლე ხვდება რომ სიყვარული სასწაულია და რომ ის სასწაულით ცხოვრობს —— სასწაულ-მოქმედია!!!
სტალკინგის პირველი პოსტულატი გვეუბნება:
1 – “ყველა ჭეშმარიტი მოსწავლე სასწაულით ცხოვრობს და სასწაულ-მოქმედია” !!!
ამ პოსტულატში ძალზედ ღრმა ოკულტური აზრია, მოსწავლეები ბევრს მედიტირებენ მასზე!
უდიდესი ოსტატი ამბობდა – “გაიფიქრე ნიშნავს გააკეთე”.
დისკუსია ამის შესახებ post