კვირა, მაისი 11, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი ალქიმია

ოქროს საწმისი

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „ალქიმიური ტრაქტატები“

ნოემბერი 21, 2023
კატეგორია: ალქიმია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

 

ოქროს საწმისი

ყველა უფლება დაცულია ©. არც ერთი აბზაცი და ნაწილი ამ საიტზე წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით. 

შესაძლებელია თუ არა გავექცეთ სიკვდილს?

შესაძლებელია!

ადამიანის სხეული ვითარდება ისეთივე ინდივიდუალური  უჯრედისაგან, როგორც მცენარეებისა და ცხოველების სხეულები.

ინდივიდუალური უჯრედი ეს არის სხეულის მიკროსკოპული ნაწილი. ზრდისა და გაყოფის შედეგად ამ უჯრედის პაწაწინა ბირთვიდან ვითარდება ადამიანის მთელი სხეული, რომელიც შედგება უთვალავი ოდენობის უჯრედებისაგან.

სხვადასხვა უჯრედები ანხორციელებენ მათთვის დამახასიათებელ ფუნქციებს, მაგრამ მთლიანობაში ისინი ინარჩუნებენ ინდივიდუალური უჯრედისათვის დამახასიათებელ თვისებებს, რომლისგანაც წარმოიშვნენ. მას შესაძლებელია ეწოდოს საწყისი ნაპერწკალი, რომლისგანაც წარმოიშვა მთელი სიცოცხლე.

როგორც უკვე ავხსენი წიგნში „ალქიმია ოქროს საწმისი“ ყველაფრის ცენტრში არის საწყისი ცეცხლი, ცენტრალური მზე, ელემენტარული ოქრო.

ეს არის სიცოცხლის უნივერსალური, საწყისი ნაპერწკალი, ალი.

ოქროს საწმისი წარმოადგენს უნივერსალური სიცოცხლის საწმისს, ელემენტარულ ოქროს რომელიც ასე ძალიან ჰგავს ცხვრის ტყავს, ბეწვს.

„ჩვენი მეტალი თხის მუცელში იმალება“.

მას შემდეგ რაც გაჩნდა სიცოცხლე, ეს ღვთიური ცეცხლი, ოქრო, აერთებს ურღვევი ჯაჭვით ცოცხალ არსებათა ყველა თაობას. იტევს რა საკუთარ თავში მათ სასიცოცხლო ძალას. მას ეწოდება წმინდა სული, უნივერსალური სული, სული წმინდა.

სულიწმინდას მეცნიერული შესწავლის მომხრე იყო და არის წმინდა ბარბარე და ბარბარეს შესახებ მე დავწერე წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“. მისი მოთხოვნაა ეს სული შევისწავლოთ მეცნიერულ დონეზე და ხარისხში, რადგან ის არის ჩვენი სიცოცხლის ფუძე, საწყისი და ძალა. ამ სულთან ერთობა წარმოუდგენელ ფიზიკურ სილამაზეს, სიმშვიდეს, ღვთიურ სიჭკვიანეს და ანგელოზისებრ ბუნებას სძენდა ბარბარეს. ის ჩემი იმ ცხოვრებისეული და, წმინდანი და ჩემი ახლანდელი მფარველი ანგელოზია. მრავალი ცხოვრების მანძილზე მასწავლიდა სული წმინდას სწავლებას ბარბარე, მასწავლიდა და მასწავლის.

ამ ოქროს სულის საწმისს ფლობდა მედეა და ის იყო არა გრძნეული, როგორადაც მას მავანნი წარმოგვიდგენენ, არამედ ღვთიური სულით შემოსილი ქალ-ღმერთი. ის წარმოადგენდა თავად ალქიმიას, რომელიც მხოლოდ გმირებს ენდობა და მიჰყვება.

თუ გმირი არ ხართ ხელები შორს დაიჭირეთ ალქიმიის ქალ-ღმერთისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დრაკონის ცეცხლში დაინთქმებით.

მაშ ასე: ინდივიდუალური უჯრედის ცენტრში ცეცხლია, სული წმინდა, ელემენტარული ოქრო და მისი ასლია ყველა სხვა, სხეულის შემადგენელი უჯრედი. თითოეული უჯრედი ძალიან ჰგავს ცეცხლის ღუმელს. ღუმელში ცეცხლია ანთია და ჩვენი სხეული მუდამ თბილია.

ცეცხლის ორ ძირითად ნაკადზე ადამიანის შიგნით, დავწერე წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“. ეს ყველაზე ტექნიკური წიგნია ცეცხლის ალთან მიმართებაში.

ჩვენი ორგანიზმის ყველა უჯრედი იცავს ერთ ცენტრალურ უჯრედს. ღმერთის სუფევას ჩვენში.

ეს მარადიული ახალგაზრდობის ღვთიური ცეცხლია, რომელიც მარადიულია.

მშვიდი ცეცხლია, სიმშვიდის გაწონასწორებული, სიმშვიდით გაწონასწორებული ტკბილი ალი. ცეცხლი რომელიც არ წვავს.

სიმშვიდეში მყოფი სხეული მარადიულია, ხოლო დაავადება რომელიც არ სჩვევია არანაირად სხეულს, არის პირველ რიგში სიმშვიდის არ ქონა, ბობოქარი ალი და ამ ალის შესაბამისი დარღვეული ქიმია.

ალ- ქიმია სულიწმინდის ცეცხლის და წმინდა ცეცხლით გამოწვეული ქიმიის შემსწავლელი ზუსტი მეცნიერებაა, თავისი აუარებელი წმინდა ცოდნით ცეცხლის ალის შესახებ.

ცოდვა და უწმინდურობა პირველ რიგში სიმშვიდის დარღვევაა, ის არღვევს სიმშვიდეს, გადახრის სიცოცხლის ალს, ალს რომელიც ანთია თითოეულ უჯრედში. ცოდვა ცვლის სხეულის ქიმიას. გადახრილი ალი ცვლის უჯრედის, სხეულის ხარისხს. არა მწველი ცეცხლი ხდება მწველი. ის უკვე აღარ არის აღდგომის ცეცხლი.

ამ ცეცხლში იწვის ყველა ცოდვილი ცოცხალი თუ გარდაცვლილი, რადგან მათი ცეცხლი გადახრილია, მწველია.

სული წმინდის წინაშე დანაშაული არავის ეპატიება.

ნეტარება მიიღწევა სიმშვიდით, ხოლო ნეტარების სიტკბო მოაქვს მხოლოდ სულიწმიდას გადაუხრელ მშვიდ ცეცხლს, რომელიც თითოეული უჯრედის ცენტრში ანთია.

ალბათ უკვე ხედავთ რამდენი სხვაობაა მკვდარ ქიმიასა და ცოცხალ ალქიმიას შორია.

გადაუხრელ ცეცხლს მოაქვს ტკბილი სიმშვიდით გამოწვეული ნეტარება და ჩუმი სიხარულია. სწორედ ეს ჩუმი სიხარული მოაქვს სიყვარულის პრაქტიკას რომელიც დაწვრილებით აღვწერე წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“. ეს პრაქტიკა აწონასწორებს, ასწორებს გადახრილ ცეცხლს და თუ ოდნავი საღი აზრი მაინც შეგრჩათ ამდენი ცოდვის გადამკიდეთ, ჩაეჭიდეთ მას, ორივე ხელით და აღარასოდეს გაუშვათ.

დეპრესია, შიშები, დაბალი სიცხე, მოწყენილობა, სუიციდური აზრები, უიმედობა, სასოწარკვეთა, ნერვიულობა, შფოთი, გაღიზიანება, გაბოროტება, აგრესია, წყენა, ღორმუცელობა, თვით დაკმაყოფილება, ხშირი სასქესო კონტაქტები, ლოთობა, წამალი და სხვა მიუთითებს სასიცოცხლო წმინდა ალის სერიოზულ გადახრაზე საკუღთხეველში.

გამოფხიზლდით!!!

ნაცვლად სიბნელისა თქვენი სული და ხორცი იწვის!!!

ხსნა სულ ახლოსაა, ერთი ხელის გაწვდენაზე..

წაიკითხეთ ჩემი წიგნები:

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ – https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

fb.com/mzeonaiberieli

ჩემი ფეისბუქი – https://www.facebook.com/Giorgikhachiurigiorgi.olmek/

ფეისბუქ ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დამისვათ კითხვები –https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ფეისბუქ ჯგუფი სულიერი იერარქია – https://www.facebook.com/groups/kitxvebi

ფეისბუქ ჯგუფი ალქიმია – https://www.facebook.com/groups/alqimia

ტელეგრამი https://t.me/+dMB4z8Dm4kFhOGUy

https://t.me/+LGiLZzKua8c4NjAy

https://t.me/+k0EgFcDdEs5iNWEy

https://t.me/+BNS4CGQO3YIwY2Iy

https://olmek.ge/?page_id=527

ყველა უფლება დაცულია ©

ტეგები: ალქიმიაოქროს საწმისისიყვარულის პრაქტიკაუკვდავება
გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

ამაღლების ტრენინგი

ამონარიდი ჩემი წიგნიდან „უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე“.

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !