სიყვარულის კოცონი
ყველა უფლება დაცულია ©. არც ერთი აბზაცი და ნაწილი ამ წიგნში წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით. ©.
ყველა ადამიანი ცხოვრობს გარკვეულ პირობებში, მოცემულობაში, ოჯახში, ქვეყანაში, გვარში და ა.შ. უმეტესობა ვისაც გააჩნია სურვილი დადგეს სულიერ გზაზე ელოდება ხელსაყრელ დროს, პირობებს, მომენტს რათა ხელი შეეწყოს ამ დიად საქმეში.
ეს ლოდინი პირველი შეცდომაა და წინაღობა რომელიც უნდა გადაილახოს.
ყველა ადამიანს მიცემული აქვს მისი უნიკალური პირობები, რომლებიც ინდივიდუალურად განუმეორებელია, მხოლოდ მისია, მაზე მოჭრილი და მორგებული. ისინი მაქსიმალურად ოპტიმალურად იქნა შერჩეული და აწონ დაწონილი კონკრეტული ადამიანის მრავალსაუკუნოვანი კარმიდან.
ეს განუმეორებელი და უნიკალური პირობები რომელიც შეირჩა თითოეული ჩვენგანისათვის არის საწვავი, შეშა რათა დავანთოთ სიყვარულის ჩვენი კოცონი.
ცხოვრებისეული პირობების გაუვალი ტყის მასივი იქმნება ხეებით, რომლებიც წარმოადგენენ შეშას სიყვარულის კოცონისათვის.
პირობები რომლებიც უნდა დაიწვან სიყვარულის ცეცხლში წარმოადგენენ გზას მასწავლებლისაკენ რადგან სწორედ ისინი დგებიან გაუვალ ზღუდედ გზის მაძიებლისათვის რომელმაც არ იცის სიყვარულის ცეცხლის დანთება.
მასწავლებელი უნდა დავარწმუნოთ ჩვენს შესაძლებლობები და პირველი რაც მას ამაში დაარწმუნებს არის ცხოვრებისეული პირობების დაწვა სიყვარულის ცეცხლში. ამის გარეშე ის არასოდეს გამოჩნდება.
ბევრი ვინმე აკეთებს ათასობით სხვადასხვა პრაქტიკას, აქედან 99,9% არაფრის მომცემია, მაგრამ ისინიც კი ვინც სწორ პრაქტიკას მიყვება ვერ ხვდება მასწავლებელს, რადგან გარემო პირობებით შექმნილ დაძაბულობას, ეს უკანასკნელნი იხსნიან თვით დაკმაყოფილებით, ხანდახან სექსით, ალკოჰოლით, ტკბილეულით ან მძიმე ხორცეული საკვებით, ყავით, ცხარით, „მეგობრებთან“ ჭორაობით, არადა ეს ყოველივე კიდევ უფრო აძლიერებს იმ გარემო პირობებს რისგან თავის დაღწევაც ასე სწადია მასწავლებლის მაძიებელს.
ყველა ადამიანს თავისი მიწიერი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე აქვს შანსი მისწვდეს მასწავლებელს, მიიქციოს მისი ყურადღება საკუთარი შესაძლებლობებით, თუმცა ეს შანსი მრავალჯერ იფუშება ზემოთ ჩამოთვლილი არასწორი რეაქციებით ინდივიდუალური სიძნელეების წინაშე.
და აი მივადექით მთავარ კითხვას: – შესაძლებელია თუ არა გავხდეთ მოსწავლე, შევხვდეთ მასწავლებელს და მივიღოთ ინსტრუქციები, გარე პირობების სწორად დაძლევის გარეშე, რომელიც გამოიხატება ცხოვრების სწორ წესში და სიყვარულის კოცონის გაჩაღებაში, რომელშიც უნდა დაიწვას ცხოვრებით გამოწვეული დაძაბულობა და სიძნელეები?
-
არამც და არამც, ეს შეუძლებელია!
-
ეს ჯერ არავის გამოსვლია.
დისკუსია ამის შესახებ post