ანონიმური მონაწილე

კითხვა: - გამარჯობა, ერთი კითხვა მაწუხებს დიდი ხანია. თუკი სიყვარულის ვიბრაციაზე ყოფნა/ უფლის ნდობა ცვლის და ზემოქმედებს ბედზე, უარყოფითი სცენარების განვითარებაზე, რატომ ხდებოდა რომ წმინდანებს აწამებდნენ და სასტიკ გამოცდილებებს იღებდნენ?

პასუხი გიორგი(ოლმეკი) - ეს კითხვა უკვე იყო, წაიკითხეთ სხვა პასუხები რისთვის ვწერ, ერთი და იმავე რამდენჯერ უნდა ვწერო? სიყვარული თუ გესმით უნდა იცოდეთ, რომ სიყვარული საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაა "სხვისი" გულისათვის, სამსხვერპლო ცხვარია, კრავია! ხედავთ, რატომ შეიძლება მიუხედავად ყველაფრისა ეწამო? გასწირო თავი, იხსნა სხვა საკუთარი სიცოცხლის ფასად. სწორედ ესაა მხსნელი. იესომ თავი გასწირა თქვენი გულისათვის, ის სამსხვეპლო კრავი იყო რათა თქვენ, ამ ბნელ ეპოქაში, ორი ათასი წლის შემდეგაც კი, სიყვარულზე, თავგანწირვაზე, ელემენტარული წარმოდგენა მაინც გაგაჩნდეთ. მე დიდი ხანი ვიყავი იქ სადაც სიყვარული არ არსებობს, არც სიმართლე, არც სიცოცხლის პატივისცემა, არაფერი, მხოლოდ სიკვდილი. გიყურებთ და მიკვირს, როგორ არ აფასებთ ამხელა მსხვერპლს, როგორ უზრუნველად ატარებთ დროს, ინერტულად ცხოვრობთ, და მთელი თქვენი ძიება დაყვანილია მხოლო ფეისბუქზე რაიმე კითხვის დასმით, თანაც ისე რომ სხვა პასუხები არც კი წაიკითხოთ. რატომ აწამებდნენ წმინდანებს? იმიტომ, რომ ისინი კაცობრიობას იცავდნენ და არა საკუთარ თავს. კაცობრიობის ბედში უნდოდათ წარუშლელი კვალის დატოვება, მაგალითის, იდეალის დატოვება, რომელსაც დაკარგული კაცობრიობა გაჰყვება. ისინი იესოს კვალს მიყვებოდნენ.... მხოლოდ საკუთარ თავზე, რომ ეზრუნათ, ან ახლობლების ვიწრო წრეზე არასოდეს არაფერი მოუვიდოდათ, მაგრამ მათ მილიონობით და მილიარდობით ადამიანზე იზრუნეს, ემსახურეს. ისტორიას ხომ მხოლოდ გმირები ახსოვს, გმირი კი ყოველთვის თავს სწირავს... როდესაც თვლით, რომ თავისუფალი დრო გაქვთ, ინერტული ხართ, დინებას მიყვებით, თავს არ იწუხებთ, ერთობით - ეს უსიყვარულობის ზეიმია. გარშემო მილიარდობით ადამიანი იტანჯება, ავადაა, მშიერია, ომში კვდება, წამალს ელოდება, და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვიღაცას ეზარება კვლევა, ცოდნის მოპოვება, სიყვარულში გარკვევა, შრომა, მსახურება.... ადამიანების უმეტესობა ისე ტოვებს ყველაფერს როგორც არის, როგორც ყოველთვის იყო, და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვა უდევთ გულის ნაცვლად... როდესაც სიყვარული გყოფნის საკუთარ თავზე და კარგად ხარ, გინდა რომ სხვაც კარგად იყოს, ეს უფრო მეტ მსხვერპლს მოითხოვს და მეტ სიყვარულს, და ბოლოს უკვე იმდენი გაქვს სიყვარული, რომ მზად ხარ იხსნა ყველა, თუნდაც სიცოცხლის ფასად. სიყვარული თავისით არ მოდის, მას შრომა უნდა, წარმოება და დაგროვება და არა ინერტულობა. როგორმე უნდა გაიგოთ, სულს მხოლოდ ის მოიპოვებს ვინც მას დათმობს, ვინც თავს გასწირავს, გმირი გახდება, წარმოუდგენელს ჩაიდენს, იმსახურებს... მე დაგიწერეთ სიყვარულის პრაქტიკა წიგნში "შეხვედრები წმინდანებთან - სიყვარულის პრაქტიკა". ეს ცოდნა რომ მომეპოვებინა წლები დავყავი სხეულს გარეთ, მაგრამ გიყურებთ და მიკვირს, ზოგს კითხვა ეზარება, ზოგს პრაქტიკა, ზოგიც ალაგ ალამ მშვიდობაში აპრაქტიკებს, სხვები თვლიან, რომ უფრო ჭკვიანები არიან და თავისებურ რაღაცეებს აკეთებენ პრაქტიკის ნაცვლად, მუსიკას უსმენენ და სურათებს ათვალიერებენ... ესე როგორ დაეცით რომ სიყვარული რა არის, ის აღარ გახსოვთ და სურათებს და მუსიკას იშველიებთ... იესოს შეეძლო ეცხოვრა თავისთვის, მაგრამ მან თქვენთვის სიკვდილი ამჯობინა, იმიტომ კი არა რომ სადმე წაასწრეს და ვეღარ გაიქცა, არამედ იმიტომ რომ საჯაროდ, საუკუნეების მანძილზე დაენახათ იდეალი, სიყვარული, ღმერთი, გზა. ის აღდგა იმიტომ, რომ თავი გასწირა, გადადო... ყველა უფლება დაცულია ©

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ -

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ - მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

დისკუსია ამის შესახებ post