პარასკევი, მაისი 9, 2025
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
წიგნების შეძენა
OLMEK.GE
  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი
OLMEK.GE
წიგნების შეძენა
საწყისი გვერდი სულიერი იერარქია

აშრამის გაკვეთილი

თებერვალი 19, 2024
კატეგორია: სულიერი იერარქია, სულიწმინდას სწავლება
0 0
A A
0

აშრამის გაკვეთილი

ყველა უფლება დაცულია ©. არც ერთი აბზაცი და ნაწილი ამ პოსტში წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით. ©.

წიგნში „აშრამის გაკვეთილები“ მე გადმოგეცით სულიერ პლანზე არსებული სასაწავლო სულიერ დაწესებულებებში ჩემს მიერ ნასწავლი არამიწიერი გაკვეთილები. თავად აშრამების აღწერა ცალკე დავწერე წიგნში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“.

 აშრამში, ერთერთ ასეთ გაკვეთილზე გვასწავლეს ადამიანის ხმის ტემბრის მიხედვით მისი მდგომარეობის ამოცნობა, მოწყენილობის, დეპრესიის, სიმძიმის დაფიქსირება, მასში ჩაღრმავება, ასევე ნაწერის მიხედვით ადამიანის მდგომარეობის გარჩევა და ბოლოს აურის ფერების მიხედვით ანალოგიური გარჩევადობა.

   სწავლება იყო იმაზე, რომ ეს მდგომარეობები გადამდებია ნაწერითაც, საუბარითაც და აურის შინაგანი მექანიზმებითაც. აქვე ითქვა სხვა ადამიანების ამდაგვარი დასნებოვნების პასუხისმგებლობაზე, კარმაზე და სხვა..

ადამიანის აურა დაფარულია შავი მძიმე ცოდვის ფენებით. ეს სიბნელე ვრცელდება ასეთი ადამიანის საუბრით, ნაწერებით, ლამაზი და გულწრფელი სიტყვებითაც კი. ერთი შეხედვით ასეთი საუბარი თითქოს დახმარებაა, რაღაცა „კარგს“ აკეთებს ვითომ, სიყვარულზე საუბრობს და მსგავსი, მაგრამ თუ ცხოვრების წესი არ არის სუფთა, მაშინ დახმარების ნაცვლად მსგავსი „მქადაგებლიდან“ სიბნელე ვრცელდება, თავად მქადაგებლის კარმა კი ერთი ასჯერ მძიმდება. ამიტომ გეუბნებით ყველას, მოერიდეთ საჯაროდ თქვენი აზრების გახმოვანებას, მათ გავრცელებას ნაწერებით, ვიდეო ბითებით, პოდკასტებით და მსგავსი. რაც არ უნდა კარგი ისაუბროთ, თუ ცხოვრების წესი წმინდა არ არის, მაშინ ვაი თქვენს სულს..

  დამატებით, სადღეისოდ, მრავალი ვითომ კეთილისმსურველი „ასუფთავებს ჩაკრებს“, „წმენდს აურას“ და სხვ მსგავსს მარაზმს გვთავაზობს, რაც ტექნიკურად შეუძლებელია, ტყუილია, გათვლილია მხოლოდ პროფანების მიამიტ მინდობაზე.

  ცალკე „კასტაა“ რომლებიც სულთან კონტაქტებზე, მასწავლებლებთან კავშირზე და მსგავს შეღწევადობებზე მოგვითხრობენ საჯაროდ.

   მთელი პასუხისმგებლობით ითქვა აშრამში მასწავლებლის მიერ, რომ სულიერი გარემო შეუღწევადია მათთვის, ვისი აურაც ბნელია და მოიცვას შავ ფენებს, არასწორი ცხოვრების წესის გამო.

  როგორც დედამიწას აკრავს გარშემო ატმოსფერო, ასევე ადამიანს აკრავს მისი აურა, მისი „ატმოსფერო“. თუ ეს ატმოსფერო არ არის წმინდა, მაშინ ყოველგვარ სულიერ კონტაქტზე საუბარი ზედმეტია, ტყუილია, სიცრუეა. ასეთი მატყუარაა ინტერნეტ მქადაგებელთა – 99.9%.

 ითქვა, რომ უმეტესობა ეძებს დასვენებას დაძაბული დღის მოვლენათაგან, მედიტაციაში ან რელაქსაციაში, განმარტოვებაში და ამას თვლის სულიერებად, რაც არასწორია.  მოსწავლის დღე დაძაბულობით კი არ იზომება, არამედ ჰარმონიით, რომელიც შეინარჩუნა დაძაბულ გარემოში, მისგან განცალკევების გარეშე.

  სწორედ ეს ხელოვნებაა გადმოცემული ჩემს წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან – სიყვარულის პრაქტიკა“.

  ითქვა, რომ რეალურ მოსწავლეს ესმის, რომ მისი გზა არის მიზეზი მასწავლებლის მოქმედებისა მიწიერ პლანზე. თუ მაძიებელს და მითუმეტეს მოსწავლეს ჰგონია, რომ მისი ცხოვრება ცალკეა და მასწავლებლის ცალკე, მაშინ ის იღლება საკუთარი საქმეების მოგვარებით, გამოყოფს რა მათ მასწავლებლის საქმეთაგან.

  მდგომარეობას როდესაც ასეთი გაყოფა აღარ არსებობს ეწოდება „ცოცხალი ცის შეერთება ცოცხალ მიწასთან“.

   კავშირი მასწავლებელთან ასუფთავებს არხებს, ყოველდღიურად, ხვეწავს რა, მათ არამიწიერ გამტარობას, თუმცა ეს შეუძლებელია სწორი ცხოვრების წესის გარეშე, რადგან სწორი ცხოვრება მოსწავლისა და მასწავლებლის პირველი ერთობლივი პროექტია, საქმეა, მიზანია მიწიერ პლანზე.

  პირველი, რაც აჩვენებს, რომ მაძიებელი ძალზედ შორსაა მასწავლებლისაგან არის სიტყვა „არ შემიძლია“.  ეს ფრაზა, აზრი, მეტყველებს სიბნელეზე მაძიებლის ცხოვრების წესში, აურაში და ამ სიბნელის თაყვანისცემაზე. ასეთი მაძიებელი ჯერ კიდევ სავსეა ბნელში მოთარეშე დემონებით და სწორედ ისინი ამბობენ უარს მსახურებაზე სინამდვილეში.

 მასწავლებელი ჩვენს შიგნითაა ყოველთვის, მაგრამ მიწიერი არასწორი ცხოვრების წესზე მიჯაჭვული ყურადღება მას ვერ აღიქვამს.

 სულში არსებულ, მოსწავლეთა განსწავლის მიზნით გახსნილ სასწავლო დაწესებულებაში მოსმენილი გაკვეთილები დაწვრილებით გადმოვეცი წიგნში „აშრამის გაკვეთილები“.

წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –

https://olmek.ge/?page_id=527

შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში

https://www.facebook.com/mzeonaiberieli

ჯგუფი ალქიმია

https://www.facebook.com/groups/alqimia

ჯგუფი  სულიერი იერარქია

https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia

ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები

https://www.facebook.com/groups/kitxveb

გაზიარებაTweetPin
OLMEK

OLMEK

შემდეგი პოსტი

კითხვა პასუხი

კითხვა პასუხი

დისკუსია ამის შესახებ post

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია – საიტი შექმნილია ❤️-ით ვანო გელაშვილი -ს მიერ

  • მთავარი გვერდი
  • ჩემ შესახებ
  • ჩემი წიგნები
  • ყველა კატეგორია
    • სულიერი იერარქია
    • სულიწმინდას სწავლება
    • სიყვარულის გავრცელება
    • სიყვარულის პრაქტიკის შედეგები
    • ამაღლებული მეუფე
    • ალქიმია
    • კითხვა პასუხი
    • ამერიკელ ინდიელთა სწავლება
  • ღვთიური ორდენი “ალმასის გზა”
  • კონტაქტი

© 2023 OLMEK.GE -ყველა უფლება დაცულია© – საიტი შექმნილია ❤️ ვანო გელაშვილი-ს მიერ

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !
კოპირება აკრძალულია !