ადამიანს თავისი განვითარების წრებრუნვაში გააჩნია გარკვეული თავსმოხვეული ცოდნის შეკრული, კომფორტული წრე. ეს ცნობილი მეცნიერული დასკვნები სამყაროს შესახებ ქმნიან მის მსოფლმხედველობას, რომელიც კეტავს მას ვიწრო წრეში, სპირალში, რუტინაში არ აძლევს რა განვითარების, ზრდის, განთავისუფლების საშუალებას.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანი მოკვდავია, რომ ცოცხლობს მაქსიმუმ ას წელს, რომ მისი რესურსები შეზღუდულია, რომ მარტოა კოსმოსში, ერთხელ დაიბადა და სიკვდილის შემდეგ გაქრება, რომ მისი ბედი განსაზღვრულია, რომ სიუხვე, ფინანსები შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, მთავრობაზე, მდიდარ ნათესავებზე, ან მარიფათზე.. მაგრამ ასეა კი ეს?
რა იქნება თუ გეტყვით, რომ ყველაფერი შეგიძლიათ მართოთ, ცვალოთ, აკონტროლოთ!
მაგალითად სიყვარულის პრაქტიკა რომელიც გადმოგეცით სრულად წიგნში „შეხვედრები წმინდანებთან სიყვარულის პრაქტიკა“ გაძლებთ უნიკალურ საშუალებას მართოთ თქვენი ფინანსები, ბედი, ჯანმრთელობა ურთიერთობები, სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი.. ამ წიგნში ყველაფერი ღიად წერია, აიღეთ და გამოიყენეთ მართეთ საკუთარი ცხოვრება, შესაძლებლობები..
მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც ვერ მიყვებიან პრაქტიკას, გულს ვერ უდებენ, ამის მიზეზია მათი არასწორი ცხოვრების წესი, მათი შეპყრობილობა ამ არასწორი წესის გამო, არიან იმ დონის შეპყრობილები რომლებიც ვერც კი იაზრებენ რა წერია წიგნში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად გასაგებადაა გადმოცემული, მარტივად..
გამოდის, რომ საჭიროა გადახვიდეთ ცხოვრების სუფთა წესზე და თანდათან გამოვა იმაზე მეტი ვიდრე წიგნში წერია, გამოვა სიუხვით სიცოცხლე, უხვი სიცოცხლე, დაიწყება ოცნებათა ახდენა. სწორი ცხოვრების წესს მივუძღვენი ცალკე წიგნი „ფლობის ბეჭედი“, სადაც მომყავს ასეთი ცხოვრების მიერ გამოწვეული შორს მიმავალი შედეგები.
როდესაც მოაწესრიგეთ უკვე თქვენი ცხოვრება, ფინანსები, ბედი, ურთიერთობები სიყვარულის პრაქტიკით და ცხოვრების სწორი წესით, დგება ახალი ცოდნის, მსოფლმხედველობის დრო, ეს ცოდნა გაძლევთ ახალ ხედვას, სამყაროს ახლებურ აღქმას, თქვენ გაარკვევთ რეალურად ვინ ხართ და სად ხართ, რა გზა გაქვთ გასავლელი. ღრმა სულიერი წიარსვლები ასეთი აღქმისათვის, ღრმა ცოდნა გადმოვეცი წიგნებში „სინათლის სხეულის გეომეტრია – ზეადამიანები“ და წიგნში „აშრამის გაკვეთილები“.
ასეთი წიაღსვლების, განსწავლის შემდეგ დგება სულში მოგაურობის დრო, რათა მივიღოთ პირადი გამოცდილება სხვა სამყაროებთან შეხებით, ამ ტრენინგს ემსახურება წიგნი „სინათლის სხეულში ცნობიერების გადატანის ხელოვნება“.
და აჰა უკვე შედგა მაძიებელი, მოგზაური, და მას აღარაფერი დარჩენია მოსწავლეობამდე.
განმტკიცება სიყვარულის პრაქტიკაში ხსნის ადამიანის გონებას, წაღმა აბრუნებს მას, ის მკვდარი იყო და გაცოცხლდა, სწორი ცხოვრების წესმა ჩამოაშორა მას დემონები, შემპყრობლები, სიყვარულმა წაღმა დაატრიალა მისი უკუღმა მბრუნავი გონება და თუ აქამდე მკვდრების წიგნში ეწერა, ეხლა უკვე სიყვარულის პრაქტიკით, სწორი ცხოვრების წესით და სიზმარხილვით ის ისყიდის საკუთარ ცოდვებს, ეზიარება წმინდა სულს, ივსება სინათლით და ხდება სიცოცხლის წიგნის კანდიდატი!
ნელა მაგრამ შეუპოვრად მიიწევს ღმერთის შვილის სტატუსისაკენ. ღმერთი ზრუნავს თავის შვილებზე როგორც ამქვეყნად ასევე იმქვეყნად.
როგორც ვიცით სიკვდილი ცოდვის შედეგია, ცოდვამდე ის არ არსებობდა, შესაბამისად გახსნილი გონებით, სწორი ცხოვრების წესით, აღჭურვილი ღრმა ცოდნით და სულში გადასვლის ტექნოლოგიით, ასეთ მაძიებელს და მოსწავლეს გზა ეხსნება ხანგრძლივი სიცოცხლისაკენ, ის ეხლა უკვე ეჭიდება ალქიმიას, მარადიულ ღვთიურ ცოდნას.
თუ აქმდე ამაზე ფიქრიც კი არ შეეძლო, ეხლა უკვე უკირკიტებს ალქიმიის რთულ მეცნიერებას, სწავლობს წლობით, სწავლობს სწორ წიგნებს, კითხულობს მათ მთელი თავისი სიყვარულით, წაღმა მბრუნავი გონებით, სუფთა ენერგიით და სული წმინდის ხელდასხმით, რომელიც თან სდევს მოსწავლეს სიზმრებში, სულში მოგზაურობისას და აჩვენებს, უხსნის უდიდეს საიდუმლოებებს.
ალქიმიური წიგნები რომლებიც აქამდე ესოდენ რთული იყო, ნელნელა იძენენ აზრს, გასაგები ხდებიან, მოსწავლე სასწაულში შედის, მას თვალები უბრწყინავს, ნათლად ხედავს როგორ იხევს უკან სიკვდილი, და ცელიანი, შავებში ჩაცმული, კაპიშონიანი ფიგურის ნაცვლად, მასთან მოდის პოსეიდონი თავისი სამკაპით, ეს სამკაპა არის ევოლუციის რეაქტორი.
ამ ეტაპის მოსწავლეებისათვის მე დავწერე და გამოვეცი წიგნი „ალქიმია – ოქროს საწმისი“, აგრეთვე ვამზადებ მეორე წიგნსაც „ალქიმიური ტრაქტატები – ანგელოზის შედედების ხელოვნება“. რა თქმა უნდა გამოვცემ სხვა წიგნებსაც რათა მოსწავლე სულ უფრო ჩაუღრმავდეს უკვდავების თეორიას და ნელნელა დაიწყოს პრაქტიკაც..
ამ მიმართულების წიგნები გათვლილია უკვე სწორად მოაზროვნე, სწორი ცხოვრების წესის მქონე, სიყვარულით აღვსილ, ღრმა ცოდნის, სულთან კონტაქტის მქონე მოსწავლეზე, რომელმაც მთავარი ალქიმიური პასუხი, საითაც უბიძგებს წიგნები, უნდა მიიღოს საკუთარი სულისაგან.
როდესაც ეს მოხდება ის უკვე ღმერთის შვილია და მის წინ გაიხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები, სხვა მიწები, სხვა ცა და სხვა სამყაროებიდან მისი დები და ძმები მუდამ იქნებიან მასტან კონტაქტში.
მარტოობა დასრულებულია!
წინ კი კოსმიური „ოჯახი“ გადაიშლება, უამრავი ფერით, უკიდეგანო თავისუფლებით და მარადიული ფასეულობებით განათებული ანგელოზებით..
აქამდე ამაღლებული ადამიანი აღარ მოკვდება არც პირველი და არც მეორე სიკვდილით.
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
დისკუსია ამის შესახებ post