“გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში, სანამ დაგდგომია დამამწუხრებელი დღეები და წლები, როცა იტყვი, სიცოცხლე აღარ მიხარიაო, სანამ დაბნელებულა მზე, მთვარე და ვარსკვლავები, სანამ თავსხმის მერე ისევ გამოჩენილა ღრუბელი სანამ სახლის მცველები აკანკალებულან, ძალ-ღონით სავსე კაცები მოხრილან, დამფქველ ქალებს სიმცირის გამო მუშაობა შეუწყვეტიათ და სარკმლიდან მომზირალ ქალებს სიბნელე უხილავთ, სანამ ქუჩაში გამავალი კარები ჩაკეტილა, წისქვილის ხმა შესუსტებულა, კაცი ჩიტის ხმაზე წამომდგარა და მომღერალ ასულებს ხმა წასვლიათ, სანამ კაცს სიმაღლის შიში გასჩენია და ქუჩაში შიშს შეუპყრია, სანამ აყვავებულა ნუში და კუტკალია წალასლასებულა, კაპარი დამსკდარა, რადგან კაცი იმ სახლში წავა, სადაც დიდხანს იცხოვრებს,სანამ მგლოვიარეთ ქუჩაში უვლიათ, სანამ ვერცხლის ბაწარი გაწყვეტილა, ოქროს თასი დამსხვრეულა, დოქი წყაროზე გატეხილა და ჭის ბორბალი დამტვრეულა. მაშინ მტვერი დაუბრუნდება მიწას, სადაც მანამდე იყო, სული კი — ღმერთს, მის მბოძებელს.” ეკლესიასტე 12.
კაცობრიობა ყოველთვის იყოფოდა ძალიან დიდ უმრავლესობად და უმნიშვნელო უმცირესობად.
უმრავლესობა მიყვება დინებას, მეცნიერებას, საზოგადოებას, ადათს, წესებს, ნაცნობს, ენდობა, სჯერა .. ამიტომ გონია, რომ ყველაფერი კარგადაა, ისე როგორც უნდა იყოს.. და ისინი ცდებიან.
ამ ნაწილში არიან რევოლუციონერებიც, ბუნტის თავებიც, ჯიუტებიც, ისინი აპროტესტებენ ხან ამას, ხან იმას, ზოგი სიზარმაცით, ზოგი ნარკოტიკით, ზოგიც ჯინაზე ქცევით.. და ესენიც ცდებიან..
მათი სიჯუეტეც, ქცევაც, ნარკომანობაც კი ემორჩილება უმრავლესობაში მიღებულ შეხედულებებს და მოსალოდნელ რეაქციას.. ისინი ავსებენ ერთმანეთს და ერთმანეთის ფონზე მართლები ჩანან, „კარგად“ გამოიყურებიან.
ორივე მათგანი საცოდავად კვდება, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ან ღარიბი, იტანჯება, წვალობს, თავისი თვალით ხედავს ახლობლების სიკვდილს და წამებას, ავადმყოფობას, სიბერეს..
ამის გამართლება ასე ჟღერს: – ასეთია ცხოვრება, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ღმერთმა ასე დაადგინა ოდითგანვე, ესე ყოფილა წუთისოფელი – და სხვა მსგავსი.
და რა თქმა უნდა არცერთი ეს განცხადება არ არის სწორი, უბრალოდ ტყუილია..
ეს კატეგორია ისე იბადება, ცოცხლობს მრავლდება და კვდება, რომ ისემც არ იცის რატომ? რატომ დაიტანჯა? არც კი უფიქრია, რომ შესაძლებელია სხვა გზაც იყოს..
ეხლა შევხედოთ „წითელ წიგნში შესატან უმცირესობას“ და თვალში გვეცემა ერთი მარტივი ფაქტი: – ისინი ეძებენ გამოსავალს, ეძებენ რწმენით, რომ იპოვიან, რომ არ არსებობს არაფერი უცნობი, არსებობს მხოლოდ დროებით დამალული.
დამალა არა ღმერთმა არამედ მათმა ცოდვებმა, სიბნელემ, უგუნურებამ. მათ დაუმალეს საკუთარ თავს.
სამყაროს დასაწყისიდან ყოველთვის იყვნენ ღმერთით განათებული ადამიანები, ქალები და კაცები, გამოცდილი ფილოსოფები და ბრძენი ერთეულები, რომლებიც მონდომებით სწავლობდნენ ბუნებას და ეძიებდნენ ჭეშმარიტებას. მათ ღმერთის იმედი ჰქონდათ და ამ რწმენით განათებულნი, ეძიებდნენ ბუნებაში ღვთიური პარამეტრების მქონე მატერიას..
მათი რწმენა ემყარებოდა იმ მარტივ ფაქტს, რომ ღმერთი ყველგანაა და ყველაფერშია, მაშასადამე რაც არ უნდა მდაბალ და მყარ მატერიალურ სამყაროში დაიბადნონ, მყარ ბინძურ მატერიაშიც კი იპოვიან ღმერთს, მის შესატყვის მატერიას. ღმერთი იხსნის მათ სულს და სხეულს ტანჯვისაგან, სიკვდილისაგან.
თანდათან მათ დაასკვნეს რომ სიკვდილისაგან ვერაფერი იხსნის ადამიანს ამ მძიმე სამყაროში, მაგრამ ამასთან ერთად ძიებამ შედეგი გამოიღო და მათ იპოვეს ერთი ნივთიერება, რომელიც არის რა თავისთავად უხრწნელი, მოცემულია ღმერთის მიერ ადამიანისათვის რათა მოარჩინოს ის, ყველა დაავადებისაგან, გაახალგაზრდავოს, გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მრავალი ასწლეულით.
როგორც უკვე გითხარით ასეთი უმცირესობა ყოველთვის იყო და დღესაც არის დედამიწაზე.
ამ აღმოჩენას როგორც წარსულში, ასევე დღესაც აკეთებენ მკვლევარნი, ვინც არ ნებდება, ვისაც რწმენა აქვს და თან ახლავს ღვთიური შუქი.
მართალია მორწმუნე შედარებით ბევრია, მაგრამ მაძიებელი, მკვლევარია ცოტა, მითუმეტეს ისეთები ვინც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამას.
ამ ფილოსოფებმა დაწერეს წიგნები რათა ეს საიდუმლო არ დაკარგულიყო, მაგრამ არ გადაუხვიეს ბუნებას და როგორც ის ინახავს ამ მშვენიერ მატერიას თავის წიღში, რათა უგუნურმა საზოგადოებამ არ მიაგოს მას, ასევე მათაც შეფუთეს ეს საიდუმლო თავიანთ ნაწერებში ისე, რომ ადვილად არავის გაეხსნას. ძველი ნაწერები აბსოლუტურად სწორია, მაგრამ მხოლოდ ღვთიური სინათლის შუქზე. თუ ეს სინათლე გააჩნია მკვლევარს, ის სწორად წაიკითხავს დაწერილს.
მარგალიტი ღორებს არ უნდა დაუყარო, ეს ბოროტებაა, რადგან ღორი ითხოვს სალაფავს, მარგალიტი კი არ იჭმევა მისთვის. თუ ვინმე ირჩევს იყოს ღორი, ესეიგი ის საკუთარ თავს უმალავს ამ სიბრძნეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს.
ძველი წიგნი ასე აღწერს ამ პროცესს: – თუ ყოვლის შემძლე ღმერთი, რომელიც არის გულთა შეუცდომელი მკვლევარი, იპოვის თქვენში პირდაპირობას, ერთგულებას, გულწრფელობას, სიყვარულს, სურვილს შეიმეცნოთ ეს ხელოვნება, არა პირადი გამორჩენის, სახელის, განდიდების ან ბოროტი განზრახვით, არამედ ღმერთის სადიდებლად, მისი გეგმის განსახორციელებლად, ადამიანთა დასახმარებლად, ის უეჭველად შეისმენს თქვენს თხოვნას(მისი აღთქმიდან გამომდინარე) და ისე წარგმართავთ სულიწმინდის მეშვეობით, რომ თქვენ დაიწყებთ ამ სწავლების შემეცნებას, ძველი ნაწერების გაგებას, და აი სწორედ აქ მიხვდები, რომ ეს ცოდნა ვერასოდეს შთაიღვრებოდა შენს გულსი, რომ არა ღმერთის მოქმედება შენში, რომ არა მისი პასუხი შენს თხოვნაზე.
ასეთია გამოწვევა იმ სიბრძნისა, რაც დავწერე წიგნში „ალქიმია – ოქროს საწმისი“.
თუ გული გერჩით გამოსცადეთ საკუთარი თავი ამ წიგნით, წაიკითხავს თუ არა თქვენში ღვთიური სინათლე ამ წიგნს, ამოიცნობს სიბრძნეს?
თუ ვერ მოახერხეთ ეს, მაშინ დაელოდეთ ამ განხრის შემდეგ წიგნს „ალქიმიური ტრაქტატები – ანგელოზის შედედების ხელოვნება“, სადაც კიდევ ურო მეტს გეტყვით. ბევრჯერ წაიკითხეთ პერიოდულად ალქიმიის ეგიდით გამოსული ჩემი წიგნები და ერთხელას გაიხსნება თქვენში ცოდნა.
ყველა ჩემი წიგნი და მათში გადმოცემული პრაქტიკა აძლიერებს ღვთიურ სინათლეს თქვენში..
დისკუსია ამის შესახებ post