შინაგანი ალქიმიის პირველ ეტაპს ეწოდება „სამუშაო შავში“ – ჭიდილი სიკვდილთან.
პირველ ეტაპზე საწყისი მატერია ეჭიდავება სიკვდილს, მას მთლიანად მოიცავს სიკვდილი, ის შავდება, იხრწნება, ლპება, იშლება. მაინც რას აკეთებს სიკვდილი? ის კლავს ყველაფერს რაც არაღვთიურია, არამარადიულია, არაერთგვაროვანია.
ჩვენ ვაცლით სიკვდილს, რათა მან მოაშოროს ჩვენს მატერიას ყველაფერი ამორფული, ჭუჭყიანი, ცოდვილი.. ამავე დროს ეს ხდება მატერიის სიცოცხლეში, ანუ მატერია ცოცხლად იხრწნება.
ჩვენი მატერია საწყისი ქაოსია, რომლისგანაც უნდა შევქმნათ „დიდების სხეული“, „დიდების ქვა“.
მაშასადამე საწყისი მატერია ებრძვის სიკვდილს, მაგრამ არ კვდება თავად. თან კვდება და თან არა.
ადამიანის შემთხვევაში რომელიც ასევე ცდილობს შეიქმნას დიდების სხეული, ამ ეტაპს ეწოდება ასკეტიზმი. როდესაც ადამიანი ერთხელ და სამდამოდ კვდება ყოველგვარი ცოდვის მიმართ, მატერიის სიამოვნებათა მიმართ, განცხრომათა და ვნებათა მიმართ. ეს არის შავი ფაზა, სიკვდილთან ჭიდილი, სამუშაო შავში.
ამაზე მეტყველებს ბერთა შავი სამოსი სინამდვილეში, თუმცა მათ ეს არ იციან.
ეს არის ჩვენი ორდენის პირველი საფეხური.
არაკეთილშობილ ლითონთათვის დიდების სხეული არის ოქრო.
ალქიმიკოსი ოქროს ღებულობს თავის ღუმელში ანატორში.
ასევე ადამიანმა დიდების სხეული უნდა მიიღოს ღუმელის ცეცხლში, რომელსაც თან დაატარებს.
მოსწავლის ანატორი მისი სხეულია, რომელსაც უმატებს ცეცხლის გრადუსს, ტემპერატურას, შინაგან ცეცხლს.
გაზრდილი ცეცხლის პირველი გრადუსი არის ასკეტიზმი.
ორდენში შემოსულ მოსწავლეს ჩვენ უზრდით შინაგან ცეცხლს ერთი გრადუსით და ეს მიიღწევა ასკეტიზმით.
ამ საფეხურის დევიზია: – გრადუსის ზრდით იწვება ცოდვები.
არ არსებობს სხვა არანაირი გზა რაც არ უნდა ეძებონ ის პროფანებმა, რომლებიც ცდილობენ გვერდი აუარონ ასკეტიზმს.
პროფანები ვერ ამარცხებენ სიკვდილს პირველ საფეხურზეც კი, ამიტომ სიკვდილი ამარცხებს მათ. ვერ თმობენ რა ცოდვებს, უწევთ სიცოცხლის დათმობა.
თანამედროვე ადამიანს ძნელად წარმოუდგენია, როგორ შეიძლება აღდგე ახალ სხეულში, როდესაც ძველი აღარ ვარგა.
რეპტილიებს გააჩნიათ მექანიზმი, როდესაც იზრდიან ახალ კუდს ძველის ნაცვლად რომელიც დაკარგეს. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ სამშვინველს გააჩნია მექანიზმი – როგორ აღადგინოს, განაახლოს ძველი, არსებული, დრომოჭმული, გაცვეთილი.
ჩვენი გაცვეთილი, დრომოჭმული, მოხუცი, დამანჭული სხეულის სახე და თვისებები განპირობებულია ცოდვით. ამ სხეულს მართავს სამშვინველი.
როდესაც სამშვინველი უერთდება ცნობიერად სულს, ხოლო სული აცნობიერებს ღმერთთან ერთობას, მაშინ ფიზიკური სხეულიც აღწევს „სულიერ“ მდგომარეობას, ხდება რა დიდების სხეული.
ამ აღმდგარი, ახალი სხეულის მთვარი თვისებაა უხრწნელობა!
ადამიანის სულში აღბეჭდილია, იმყოფება მისი ჯანმრთელი, სრული, უხრწნელი ფიზიკური სხეულის ზუსტი ასლი.
ეს ასლი იმიტომ გააჩნია სულს როგორც ფლობის ბეჭედი, რომ შეძლოს აღადგინოს ფიზიკური სხეული საჭიროებისამებრ.
ასეთივე ფლობის ბეჭედი გააჩნია ნებისმიერ ლითონს.
ლითონის დიდების სხეულს წარმოადგენს ოქრო.
მაშასადამე ნებისმიერი არაკეთილშობილი ლითონის სული ინახავს სრულყოფილი დიდების სხეულის, ოქროს ხატებას, ასლს როგორც ფლობის ბეჭედს.
არაკეთილშობილი ლთონის სპილენძის სულს გააჩნია საშუალება აღადგინოს სპილენძის სხეული ოქრომდე.
ადამიანის დიდების სხეულს ეწოდება ალმასის სხეული. ხოლო გზას რომლითაც მიიღწევა ალმასის სხეული ეწოდება – ალმასის გზა.
ჩვენი ორდენი ატარებს – ალმასის გზის – სახელს, რადგან იძლევა გარანტიას , რომ მიღებულ მოსწავლეს გაატარებს ალმასის გზაზე თავიდან ბოლომდე და მისი საშუალებით მოსწავლე დაიმკვიდრებს ალმასის სხეულს, ოქროს სამშვინველს და ღვთიურ სულს.
მაძიებელს ევალება ჩემს წიგნებში გადმოცემული მასალის შესწავლა, ათვისება, გათავისება, ამის შემდეგ მას უჩნდება შანსი გახდეს ჯერ ალმასის გზის მიმდევარი, შემდეგ მიღებული მოსწალე, რომელიც უკვე ერთი გრადუსით გაზრდის ორდენის ხელმძღვანეობით შინაგან ცეხლს.
როდესაც მიღწეულია შინაგანი ცეცხლის ერთი გრადუსით ზრდა, და როდესაც ამ ცეცხლმა უკვე დაწვა ცოდვათა ის ნაწილი რაზეც ამ გრადუსს ხელი მიუწვდებოდა, დგება კიდევ ერთი გრადუსით შინაგანი ცეცხლის ზრდის დრო და ეს ჩვენი ორდეის მეორე საფეხურია.
გრადუსი ემატება და ემატება ვიდრე „გაცეცხლებამდე“, რომლის შემდგომ მოდის სინათლით ამაღლება.
ცეცხლში, გრადუსში იწვის ცოდვები, ყველა ცოდვა.
ორდენის ყველა საფეხური ეხსნება მხოლოდ ორდენში მიღებულ მოსწავლეს საჭირო დროს და ადგილას. ამ დროს განსაზღვრავს მისი მიღწევები, ხოლო ადგილს მისი ზემდგომი.
ორდენს სათავეში უდგანან მთავარანგელოზები, მათ ქვემოთ არიან ღმერთის დიდების სხეულის მქონე მეუფეები, მერე მოდის ორდენის ხელმძღვანელი რომელიც მუდმივ კავშირშია მეუფეებთან და მთავარანგელოზებთან, მერე მოდის მისი მოადგილე და უფრო დაბალი გრადუსის მოსწავლეები საფეხურობრივად.
მოსწავლეებთან მიმართებაში, ალმასის გზის და ალმასის ორდენის მიზანია შესაბამისი წვრთნის შედეგად და შესაბამის საფეხურზე, ნებისმიერ მათგანს მიეცეს საშუალება პირდაპირ იკონტაქტოს მეუფეებთან, მასწავლებლებთან და ანგელოზებთან ფაქიზ პლანზე, რათა განახორციელოს ორდენის ფარგლებში სულიერი იერარქიის გემა მიწიერ პლანზე. ისინი მოიაზრებიან იერარქიის კადრებად.
რა პერსპექტივა აქვს მოსწავლეს რომელიც შევა ალმასის ორდენში:
1 – მოსწავლე გაივლის მკაცრ ტრენინგს, რათა სურვილის შემთხვევაში ბოლომდე გაიაროს ალმასის გზა სულისაკენ.
2 – მოსწავლე საფეხურეობრივად გაზრდის საკუთრ შინაგან ცეცხლს ვიდრე არ დაიმკვიდრებს ღმერთის დიდების სხეულს.
3 – მოსწავლე ეზიარება საფეხურებრივად პრაქტიკებს რომელიც მონდომების შემთხვევაში საშუალებას მისცემს მას გაიაროს ყველა სულიერი საფეხური, აღდგეს მკვდრეთით და ამაღლდეს.
4 – მაღალ საფეხურებზე მოსწავლეს ეძლევა საშუალება, დღისით, სრულ სიფხიზლეში, იურთიერთოს ფაქიზ პლანზე არსებულ დიად მასწავლებლებთან და ანგელოზებთან.
5 – წინწასულ მოსწავლეს ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ მოვლენებში რომლის მიზანია, იერარქიის ხელმძრვანელობით დაინერგოს ღვთიური ცხოვრება დედამიწაზე, დაინერგოს ღვთიური მედიცინა, ღვთიური ფიზიკა, ქიმია, ენერგეტიკა, ღვთიური საკვები, ცხოვრების წესი და ღვთიური ეკონომიკა.
ორდენი არ ითხოვს არავითარ საწევროს, შესატანს ან რაიმე სახის გადასახადს.
სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება შემოწირულობის განხორციელება.
ორდენში მიიღება მაძიებელი მხოლოდ მოწვევის საფუძველზე, ორდენში უკვე არსებული მაღალი იერარქიული საფეხურის ერთი ან რამოდენიმე წევრისაგან.
„მინდა“ არ იქნება საკმარისი, არც „ძალიან მინდა“.
გადაიხედება მოსწავლის ცხოვრების წესი, ხასიათი და პერსპექტივები, განზრახის სერიოზულობა და ა.შ. გადაიხედება ორდენის ხელმძღვანელის, მასწავლებელთა და ანგელოზთა მიერ და ამის საფუზველზე მოხდება ამა თუ იმ კანდიდატის მოწვევა გასაუბრებაზე, შემდეგ იქნება გამოსაცდელი პერიოდი, ბოლოს გაწევრიანება და პირველი საფეხურის მინიჭება.
ორდენი არ არის ორიენტირებული წევრთა რაოდენობაზე, მხოლოდ ხარისხზე!
ორდენში გაწევრიანება შეუძლიათ როგორც ქალბატონებს ასევე მამაკაცებს.
ორდენის წევრი არის ღმერთის წარმომადგენელი დედამიწაზე, ამიტომ მას ეკრძალება ღმერთის, სიკეთის, სიყვარულის და ორდენის წინაარმდეგ მოქმედება, საუბარი, ურთიერთობა.
ორდენი უფლებას იტოვებს გარიცხოს ნებისმიერი წევრი არასათანადო ქცევის, საუბრისა და მოქმედებისათვის. შემდგომში ეს გადაწყვეტილება აღარ გადაიხედება.
დისკუსია ამის შესახებ post