კითხვა პასუხი
არც ერთი აბზაცი ან ნაწილი ქვემოთ წარმოდგენილი ტექსტიდან, არ შეიძლება გავრცელებულ იქნას, არცერთი შესაძლო ფორმით და საშუალებით.
ყველა უფლება დაცულია ©
ანონიმური მონაწილე.
კითხვა: – სალამი, სიზმარი დაიწყო იმით რომ სიშავეში ყოფნის შემდეგ გამოჩნდა, ულამაზესი ქალბატონი, რომელიც ძალიან ნაცნობი იყო, ის მოახლოვდა ჩემთან, მისი სიტყვები იწერებოდა ქვემოთ, როგორც სუბტიტრები: (come, come, come to me, your mother, goddess maitreya) მოდი, მოდი, მოდი ჩემთან, დედაშენი, ქალღმერთი მაიტრეა. უცებ მეღვიძება, ძალიან ლამაზ ადგილას, 5 ვარკვლავიან ნომერს ჰგავდა. მაშინვე გაუცნობიერებლად ვცდილობ დავძებნო მაიტრეაზე ინტერნეტში. და ეს გადამიყვანს სხვა დროში, სადაც ვხედავ, ქურუმის ტანისამოსში გამოწყობილს კაცს, მას მხოლოდ სახე უჩანდა. ძალიან ასაკიანი მაგრამ ნაოჭებიც არ ჰქონდა. უცებ მისი გულიდან თავისივე ტანსაცმლის ფერების (თეთრი, მწვანე, სტაფილოსფერი) სხივები გამოისტყორცნება, როგორც ძლიერი ნაკადი და ის ჩემს ცნობიერებას დააჩქარებს, უშუალოდ ღვთიური ცნობიერების მდგომარეობა ვიგრძენი. შემდეგ დროის აღქმა შეიცვალა. შემდეგი ფრაგმენტებიდან რაც ვნახე გამოვყოფდი როგორც მაგალითს: ერთი ძალიან ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი იყო, მასთან ძალიან ბევრი ქალი და კაცი მიდიოდა, და მას თავიანთი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ, ამ მსახიობს თავისი ნება აღარ ჰქონდა და პირდაპირ ატარებდა იმ ხალხის ნება-სურვილს. ზუსტად ამ დროს თავში მესმოდა რომ როდესაც საქმე მარადისობას ეხება, აქ ზუსტად ამიტომაა საჭირო დაუღალავი, უსასრულო სუფთა ცხოვრება, რომ ასეთ მდგომარეობაში არ მოხვდეს ადამიანი..
ქალღმერთ მაიტრეაზე ინტერნეტში ვერაფერი ვნახე მაგრამ, მსგავსი სურათის ფორმით იყო რამოდენიმე ფოტო.
პასუხი გიორგი(ოლმეკი): – ვფიქრობ ეგ ჰოლივუდის მსახიობი ან უკვე იქ არის, ან გარდაცვალების შემდეგ სადაც მოხვდება ის ნახე. როდესაც საქმე ეხება მარადისობას, იქ თითოული არასწორი, აზრი, ქცევა და განწყობა, რაც სიცოცხლეში გქონდა, თან გდსევს სამარადისოდ. კრისტალურად სუფთა ცნობიერებაა საჭირო, რომ საკუთარ ცოდვებში არ იცხოვრო მარად. ბევრს გონია, რომ ეხლა ცოცხალია, მერე გარდაიცვლება და გადავა სასუფეველში, მაგრამ ავიწყდება, რომ აქაც საიდანღაც გადმოვიდა და აქაც სუფევს. ზოგს ისიც გონია, რომ აქ სამოთხეა, მაგრამ ოდნავი დაკვირვება საკმარისია რათა აღმოაჩინოთ რომ ჯოჯოხეთში ხართ. მაშ ვინ ქმნის ამ ჯოჯოხეთს? რა ქმნის? სამყარო წარმოსახვითია! ის დე ფაქტოა, მაგრამ არა დე იურე. თქვენი ცნობიერება ქმნის სამყაროს, ამიტომ საქმე ყოველთვის სისუფთავეშია, წმინდა სულშია. თუ თქვენი სული წმინდა არ არის, მაშინ დაიტანჯებით, თავს დატანჯავთ. თქვენი ცნობიერება სულის სხვა ფორმაა, ისევე როგორც ფიზიკური სხეული. ამ სამების წინაშე დანაშაული არავის ეპატიება, ეს სამივე სულის წმინდის გამოხატულებაა, მაშასადამე სული წმინდის წინაშე დანაშაული არავის ეპატიება. ქცევა, აზრი, სიტყვა, სულის გამოხატულებაა, როდესაც თუნდაც ერთი მათგანი არაწმინდაა, თქვენი თანამდევი ჯოჯოხეთი იქნება მარად. სამყარო შემოთავაზებაა, მას გთავაზობთ თქვენივე აზრი, გრძნობა, წარმოდგენა, ქცევა, სიტყვა, შთაბეჭდილება. თუ ამათგან ერთი მაინც არაწმინდაა, მაშინ წასულია თქვენი საქმე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!
ჩემი წიგნების ვიზუალი და მოკლე მიმოხილვა იხილეთ აქ –
შეძენის მსურველებმა მიმართეთ – მზეონა იბერიელს, ფეისბუქზე, პირადში, მესენჯერში
https://www.facebook.com/mzeonaiberieli
ჯგუფი ალქიმია
https://www.facebook.com/groups/alqimia
ჯგუფი სულიერი იერარქია
https://www.facebook.com/groups/sulieriierarqia
ჯგუფი სადაც შეგიძლიათ დასვათ კითხვები
დისკუსია ამის შესახებ post